2017-2018 წლიური ანგარიში


სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის  ისტორიის პედაგოგის ნანა ზაზანაშვილის 2017-2018 სასწავლო წლის  წლიური საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი 7გ,7დ,8ა,9ბ, 12ა, 12ბ კლასებში.
   მე-7-ე კლასებში შევისწავლეთ ძველი მსოფლიო ისტორია, საგანი  შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვან თემებს მოიცავს, აქედან გამომდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩემ  მიერ დაგეგმილი იქნა სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობები.მართალია ზოგადად ორივე კლასის აკადემიური მოსწრება საშუალო დონისაა, თუმცა მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან კლასგარეშე აქტივობებში.სექტემბრის თვეში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით გაიმართა კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მეშვიდე კლასებიც ჩაებნენ  ამ კვირეულში. მათ მიერ მომზადებული იქნა აფხაზეთის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები, გარდა ამისა მათთვის მოვამზადე საინფორმაციო პრეზენტაცია , რომელიც აფხაზეთის ომში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.გარდა ამისა ვიყავით თბილისის ეროვნულ მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს პრეისტორიული ეპოქის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო უძველესი ადამიანის ექსპონატები და მათი საქმიანობის ამსახველი არქეოლოგიური მასალა.სემესტრის დასასრულს აღნიშნულ კლასებში განვახორციელე პროექტი „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული მაკეტები, კედლის გაზეთები და საპრეზენტაციო მასალა, პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები სხვადასხვა ნომინაციებში.მეორე სემესტრში სასკოლო კვირეულის ფარგლებში „საქართველოს ოკუპაცია“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“ მრავალი აქტივობა დაიგეგმა კათედრაზე და რათქმაუნდა მეშვიდე კლასებიც აქტირად ჩაებნენ კვირეულში. დამზადდა საინფორმაციო გაზეთები, ჩატარდა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები. წლის განმავლობაში ვცდილობდი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილების ჩატარებას, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ინოვაციურ იდეებს დიდი ხალისით ხვდებოდნენ, მათ ვაძლევდი საშუალებას, რომ თავად ყოფილიყვნენ საგაკვეთილო პროცესის წარმართველნი და მე მხოლოდ ფასილიტატორის როლით შემოვფარგლულიყავი, მსგავსი ტიპის გაკვეთილები უფრო მეტად აღვივებდა მოსწავლეებში მოტივაციას. ვიყენებიდი წამახილესებელ ფერად სტიკერებს. რომელსაც წლის განმავლობაში აგროვებდნენ ბავშვები და წლის ბოლოს გამოვავლინეთ ყველაზე აქტიური მოსწავლეებიც.თუმცა რათქმაუნდა კლასებში იყვნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც,რომელთაც ვერ დაძლიეს სასწავლო წლის პროგრამა.
 VII  გ კლასში წლის ბოლოს ერთ მოსწავლეს გამოყვა საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 3 მოსწავლეს გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა.VII დ კლასში კი 2 მოსწავლეს აქვს საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 1 მოსწავლეს, რომელიც არის სსმ მოსწავლე აქვს  ექსტერნატის გამოცდა.
 ვფიქრობ ამ კლასებში ჩემი მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დადებითად წარიმართა.პრობლემად რჩება კვლავ შემაჯამებელი წერები. მომავალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობების შეტანას და განხორციელებას ვგეგმავ, რაც მეტად აამაღლებს სუსტი მოსწავლეების მოტივაციას სწავლისადმი და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას საკლასო პროცესში.
 მე-8-ა კლასში ასევე შევისწავლეთ მსოფლიო ისტორიის კურსი, რომელიც მოიცავს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდებს.ეს კურსი  შინაარსობრივად ყველაზე აქტუალურ თემებს მოიცავს და ახლოსაა თანამედროვეობასთან. გამომდინარე აქედან თითქმის ყველა თემის განხილვისას კლასში იმართება დისკუსიები-დებატები.კლასის მზაობა ნებისმეირ აქტივობებში ხელს მიწყობს მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში.კვირეულის ფარგლებში მერვე კლასში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს“, რომელიც მიეძღვნა ქართველი იუნკერების ხსოვნას.სისტემატიურად ვატარებდი საინფორმაციო პრეზენტაციებს,ასევე მოსწავლეები თავად ატარებდნენ შემაჯამებელ გაკვეთილებს პრეზენტაციების დახმარებით, მერვე კლასი ასევე მონაწილეობას იღებდა შიდა სასკოლო დებატებში.“ საქართველოს ოკუპაციის“ კვირეულის ფარგლებში კლასის მიერ დამზადებული იქნა ილუსტრირებული  ჟურნალი სახელწოდებით „ოკუპაციის ქრონიკები“.მოსწავლეების უმეტესობა  მოტივირებულია და ჩართულია საკლასო აქტივობებში. კლასში არის ერთი სსმ მოსწავლე, რომელიც სასწავლო კურს გადის მისთვის შექმნილი ინდივიდუალური გეგმით.სასწავლო წლის ბოლოს მე-8 კლასის აკადემიური მოსწრება არის საშუალოზე მაღალი, 30 მოსწავლიდან ერთ მოსწავლეს გამოყვა საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 3 მოსწავლეს-ექსტერნის გამოცდა.
მე-9 ბ კლასში შევისწავლეთ საქართველოს ისტორია.კლასის აკადემიური მოსწრება დაბალია.საკმაოდ რთულია მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ძირითადი ორიენტაცია საკლასო სამუშაოზე მაქვს აღებული. ვცდილობ თემის ძირითადი მასალა სწორედ კლასში იყოს განხილული, რათა მოსწავლეთა  ჩართულობის მონიტორინგის საშუალება უფრო ეფექტურად მოვახერხო და მასალის ნაწილობრივი ათვისება მოხერხდეს. ვიყენებ სხვადასხვა რესურსს მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისათვის.კლასს უჭირს შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება, ასევე უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა.მოსწავლეების ნახევარზე მეტი სისტემატიურად აცდენდა გაკვეთილებს, რის გამოც მე-9 კლასის 5 მოსწავლეს დაუგროვდათ გაცდენილი საატების 30%-ზე მეტი, მათ წლის ბოლოს დაენიშნათ ექსტერნის გამოცდა. ხოლო 3 მოსწავლეს წლის ბოლოს ქონდა არადამაკმაყოფილებელი შეფასება და მათ დაენიშნათ საშემოდგომო გამოცდა.
მეთორმეტე კლასები არის საატესტატო კლასი, მათ ისტორიის საგანში აქვთ cat-ის გამოცდა, ამიტომაც ძირითადი აქცენტი აღნიშნულ კლასებში გამახვილებული მქონდა მათ საგამოცდო მზადებაზე. სისტემატიურად ვუტარებდი ტესტურ გამოკითხვებს, ვმუშაობდით საგამოცდო პროგრამის მიმდინარე საკითხებზე. ასევე მეთორმეტე კლასი შეისწავლა საქრთველოს ეთნოგრაფიის ერთსემესტრიანი კურსი.აღნიშნულ საგანში არ არსებობს სახელმძღვანელო, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ლიტერატურიდან და ვებგვერდებიდან მოვიძიე თემატური მასალა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა  მხოლოდ პირველი სემესტრის განმავლობაში.
კლასების აკადემიური მოსწრების მონიტორინგის შედეგები სასწავლო წლის დასასრულს.

10
9
8
7
6
5
4
3
2
VII

3
2
2
4
5

1

VII
1
5
5
1
3
5
2


VIII
4
2
4
6
6
4
1


IX


3
3
3
7
2


XII
1

1
1
10
7



XII
3
2
6

5
5



XII ა ეთნოგრაფია
2

3
2
7
6



XII ბ ეთნოგრაფია
4
2
5
2
2
7





             2017-2018  სასწავლი წლის  მარიკა ჭიკაძის                 
                       წლიური    საგნობრივი ანგარიში
        2017-2018 სასწავლო წელს ვასწავლი მე -6,  მე-7,  მე-8, და მე-89 კლასებს ,თითოეულ კლასში  სიით ირიცხება 25-დან 30- მოსწავლემდე.ამ სემესტრის განმავლობაში ვცდილობდი უფრო მეტი სიახლე, ინტერესი  შემეტანა და უფრო  მეტი სტიმული მიმეცა.აღნიშნულ კლასებში არიან როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები , ასევე დაბალი მოსწრების მოსწავლეებიც.ვცდილობდი ყველა მოსწავლისთვის გაკვეთილები გასაგებად  მიმეწოდებინა რათა ინტერესი მაღალი ყოფილიყო.
      მე-6   კლასი გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით,  კლასის უმეტესობა დაინტერესებულია სწავლით ,ცდილობენ უფრო მეტი გაიგონ..ნოემბერში ჩავატარე რეზენტაცია თემაზე საქართველოს წყლები“ . მათ საუკეთესო შედეგები აჩვენეს,  გააკეთეს კედლის გაზეთები და სლაიდშოუ.    პრეზენტაციაში ყველა შესაძლებლობის მოსწავლე იყო ჩართული. კლასმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში. ჩავატარეთ პრეზენტაცია ამ ტემის ირგვლივ და  კედლის გაზეთების გამოფენა.
      მე- 6 კლასშიც ჩატარდა პრეზენტაცია თემა:   დიდი მეფეებიაქაც მოსწავლეებმა ბევრი იმუშავეს  და საწადელ მიზანს მიაღწიეს კიდეც.   დეკემბრის დასაწყისში მოვაწყვეთ სასწავლო -შემეცნებითი ექსკურსია სვიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში . მოინახულეს  საქართველოს ისტორიული განძი და  პირველი   ადამიანების  თავის ქალები. დაწერეს შთაბეჭდილებები და  „ თემაზე პირველი ადამიანები“  მოვამზადეთ პროექტი,  რომელიც ჩატარდა  15   დეკემბერს. პროექტი ორი კვირა მზადდებოდა . დროდადრო ბავშვებს ვაძლევდი, მითითებებს, რჩევებს და შენიშვნებს .   კლასმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში. ჩავატარეთ პრეზენტაცია და  კედლის გაზეთების გამოფენა.
       მე-7 ბ კლასს უკვე მეორე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული როგორც შიდა სასკოლო პროცესებში ასევე კლასგარეშე აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ასრულებენ  დავალებებს..არიან გონებაგახსნილი და კრიატიული ბავშვები, რაც საშუალებას მაძლევს მრავაფეროვანი აქტივობები დავგეგმო  .  ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ უძველესი ცივილიზაციები,“ „ისრაელი სამი რელიგიის წმინდა ქალაქი.“  ასევე შექმნეს კედლის გაზეთები.კლასმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში. ჩავატარეთ პრეზენტაცია და  კედლის გაზეთების გამოფენა.
  მე-8-  კლასი ჩემი სადამრიგებლო კლასია,რომელიც გამოირჩევა  კარგი დისციპლინით,კლასში ყველა მოსწავლე ასწრებს . აქ ჩავატარე ღია და  საჩვენებელი გაკვეთილები, მოსწავლეებმა იაქტიურეს და კარგი შედეგები აჩვენეს.  სასწავლო წლის დასაწყისში გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე     უფლებები და მოვალეობები“ და შექმნეს კედლის გაზეთები.  აქტიურად მუშაობენ ინდივიდუალურად. დაკავებული იყვნენ  სასკოლო აქტივობებით  .
მე 8- კლასი საშუალო დონისაა.  მოსწავლეები შეძლებისდაგვარად მუშაობენ . კლასის უმრავლესობა მონაწილეობას  იღებ კედლის გაზეთების შექმნაში, კლასი სამ ჯგუფად დავყავი და თითოეულმა ჯგუფმა  შეაგროვა რესურსები  ფოტოები თუ ინფორმაცია  პირველი და მეორე მსოფლიო ომების შესახებ  . შექმნეს სლაიდშოუ და ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე“მსოპლიო ომები და მისი შედეგები“.  კლასმა მონაწილეობა მიიღო
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებაში. ჩავატარეთ პრეზენტაცია და  კედლის გაზეთების გამოფენა. მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლი ბულინგის თემაზე.
            მე-9 კლასი სკოლაშიბევრი არაქართველი მოსწავლე სწავლობს , რომლებიც ართმევენ თავს ენობრივ ბარიერს და შეძლებისდაგვარად ასრულებენ დავალებებს.  კლასმა იმუშავა  პრეზენტაციაზე  :“ უძველესი მემეტიანეები“. კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა აღნიშნულ პრეზენტაციაში, შეფასება მოხდა პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვეთ.  მარტში  ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი ვახტანგ VI -ის ეპოქა. ყველა მოსწავლე ასწრებს ორი მოსწავლის გადა . მათ მიეცათ შესაბამისი დავალებები  საფეხურის დასძლევად.  
ესგ.თი  გათვალისწინებული    შედეგები მიღწეულია
 წლის მანძილზე  ვმუშაობდი  მიმართულებით:
 სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება.
  მოსწავლეთა ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს
 წლის მანზილზე ვცდილობდი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.მომავალში  ვგეგმავ უახლესი მეთოდების გამოყენებას  და მომავალი 2019 წელი უფრო წარმატებული  და შედეგიანი იქნება.
კლასი
10
ქულა
9
ქულა
8
ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
ექსტერნი
შეუფასებელი
VI-ბ

3
3
7
7
9
3
---
---


---
VI-გ
2

9
3
6
4
7
---
---


---
VII-ბ
3

1
5
7
6
3
---
---


---
VIII-ბ
7

5
5
6
2
2
---
1

---
VIII-გ
----
1
5
6
2
10
---


2
1
IX-გ
3

2
1
5
4
11
2


1
---



                                                                                        მარიკა ჭიკაძე 2017- 2018 სასწავლო წელი
                     სამოქალაქო განათლების და არჩევითი საგნის
                                 მასწავლებლის თეა ხმალაძის
                                   2017-2018
სასწავლო წლის
                              შესრულებული სამუშაოს ანგარიში

        2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მე-5 კლასს ვასწავლიდი საგანს-ჩვენი საქართველოპირველი ჩვენი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა ხელოვნების სასახლეში,სადაც პატარებს საოცარი თავგადასავალი დახვდათ. იხილეს ამერიკელი ფოტოგრაფის,ედუარდ შერიფ კურტისის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა ორიგინალი ნივთები და რიტუალების ამსახველი უნიკალური კადრები. დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც მე-19 საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში,დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ასევე გაეცნენ ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, აღმოაჩინეს გაქრობის პირას მისული ინდიელთა ტომების მომაჯადოებელი რიტუალები და ცერემონიები. პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. გამოფენის ხილვის შემდეგ ბავშვებმა დაამზადეს თავსაბურავი-"ვორბონეტი", რომლებიც მხოლოდ ბელადებისა და განსაკუთრებული დამსახურების მქონე მეომრებისათვის იყო განკუთვნილიჩემი მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურითკლასში მოვაწყე გიორგი სააკაძის ფილმის ჩვენება და იმ ეპოქის დეტალურად განხილვა. შემდეგი ფაზა ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ  ინფორმაციის მოძიებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითნახატების შექმნას და პრეზენტაციას. პროეტი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა თითოეულისთვის.მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარი.     ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო საკლასო ღონისძიება. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წერილები და დადგეს მინი სპექტაკლი "კაცია ადამიანიდან". მოირგეს ლუარსაბ-დარეჯანის როლები, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მსმენელისთვისნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო პროექტში-"კედლის გაზეთის შექმნა". ჩვენს გაზეთს ხვდა წილად პატივი,რომ მოხვედრილიყო სკოლის შემოსასვლელ ფოიეში.    პირველი სემესტრის დასასრულს მოვაწყე საახალწლო კარნავალი, სადაც ჩემმა პატარებმა შესანიშნავად მოირგეს "პეპი გრძელი წინდას" როლები და იცეკვეს მე-11 კლასის მოსწავლე-მარიამ კაჭარავასთან ერთად, ასევე, შეასრულეს სიმღერა "თუ, თუ, თუ, თუ გინდა", თავიანთ მუსიკის პედაგოგ მაკა შუღლიაშვილთან ერთადრეგულარულად ვატარებდი კლასის საათს, სადაც ვსაუბრობდით და განვიხილავდით მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს.      თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროექტში "საზოგადოებრივი პროკურატურა" სალექციო კურსსში ჩაერთო მე-9, 10, 11 კლასის მოსწავლეები. ლექციას უძღვებოდა ქალაქის პროკურორი დავით ხარაიშვილი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. სამოქალაქო განათლების კლუბი განახლებულმა შემადგენლობამ, განახლებული  სახელწოდებით -"მაინდერები" და ახალი იდეებით და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. მე-10 კლასის მოსწავლეებმა(ქეთი ალადოშვილი,ქეთი სარდლიშვილი, მარიამ წიკლაური, ზურა ჟორჟოლიანი, სანდრო მინდორაშვილი) მონაწილეობა მიიღეს ისან-სამგორის რაონის მიერ განხორციელებულ პროექტში-"სასკოლო დებატები" პირველ თამაშში დაამარცხა 146 საჯარო სკოლა, მეორე თამაშში-83 საჯარო სკოლა, ხოლო 94- საჯარო სკოლასთან თამაშის დროს ჩვენი სკოლის გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა, სანაცვლოდ ყველა წევრს გადაეცა ფასიანი საჩუქარი, კერძოდ 150 ლარიანი წიგნების ვაუჩერი. სასკოლო დებატები გაიმართა ასევე სკოლის ფარგლებში, სადაც ჩართულები იყვნენ  მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდები. მოსწავლეებმა დაამუშავეს შემდეგი თემები: ბულინგი, ეკოლოგია, გლობალიზაცია, არასრულწლოვანთა დანაშაული. გამარჯვება მოიპოვა მე-8 კლასის გუნდმა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა აზრის ურთიერთგაცვლას, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, დებატების კულტურის ათვისებას და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეების ზოგადი განათლების, ერუდიციის გაღრმავებას.            სკოლის მასშტაბით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი-"საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები". პირველ ეტაპზე შერჩეული იქნა ხუთი წიგნი, რომლის გაცნობაც მოახდინეს კლუბის წევრმა მოსწავლეებმა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან. მეორე ეტაპი წარმოადგენდა-არჩევნებს, სადაც იგივე მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდა. ექსპერტების, დამკვირვებლების, ნაკადის მომწესრიგებლის, ყუთის მეთვალყურის, რეგისტრატორისა ჟურნალისტის როლები თავად მოსწავლეებმა მოირგეს. გამარჯვებული გახდა ხმათა უმრავლესობის მფლობელი ერიხ მარია რემარკის "ტრიუმფალური თაღი"(46 ხმით). ბოლო ეტაპზე სცენაზე გაცოცხლებული  "ტრიუმფალური თაღის" ჩვენება მოხდა. მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი,რომელსაც ესწრებოდნენ მე-9,10, 11 კლასის მოსწავლეები, ადმინისტრაცია და პედაგოგები, კლუბის წევრმა-ჟურნალისტის პოზიციაზე მყოფმა მარიამ წიკლაურმა ინტერვიუ ჩაწერა სკოლის დირექტორთან/ მაია  შეაჯამა ჩვენი პროექტი და  სამოქალაქო კლუბს წარმატებები უსურვა.                                           21 ნოემბერს-"მისალმების საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით კლუბის წევრებმა 1-4 კლასის მოსწავლეეს გააცნეს სხვადასხვა ხალხის კულტურა და დილიდანვე სხვადასხვა ენაზე(ქართული, ესპანური, უკრაინული, იეზიდური) ესალმებოდნენ როგორც მოსწავლეებს,ასევე მასწავლებლებს. მათ ფორმებიც მოირგეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პოზიტიური განწყობა დაეუფლათ სამოქალაქო კლუბის მიმართ, გადაირეს ვიდეოები და ატვირთეს "მაინდერების" გვერძე. კლუბის წევრების ჯურნალისტთა გონდმა მოამზადა და ჩაწერა პირველი გადაცემა თემაზე-"სიყვარული ლიტერატურაში". გადაცემა უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეს. თემაზე მუშაობდნენ მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ წიკლაური და მე-9 კლასის მოაწავლე მარიამ რუაძე. ოპერატორი და მემონტაჟე მე-9 კლასის მოსწავლე მირიან წიკლაური. ხოლო, რაც შეეხება მე-2 გადაცემას, თემაზე-სპორტი, მუშაობდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები:მარიამ ჩხარტიშვილი და მარიამ ქოქოშვილი. მოსწავლეებმა სატელევიზიო ეთერის გარდა სკოლის სხვადასხვა მოსწავლეებისგან აიღეს ინტერვიუ და მოახდინეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ორივე გადაცემა აიტვირთა "მაინდერების" გვერძე.                                                                                       სამოქალაქო კლუბმა სკოლის თვითმართველობასთან ერთად საახალწო კარნავალი მოაწყო სკოლაში, რამაც ხელი შეუსწო საახალწლო განწყობის შემოიტანას სკოლაში. მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მოეწყო დაუვიწყარი სანახაობა. იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, რადგან წარმოდგენილნი იყვნენ აჭარლები, ბოშები, ჯოკერი, კლოუნი,პეპი გრძელი წინდა, ვამპირები, მარეხი, სანტა კლაუსი და სნიგურაჩკა და . . მონაწილე მოსწავლეები არ შემოიფარლნენ მხოლოდ სიმღერით და ცეკვით. დამსწრეებს შესთავაზეს სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული, მულტფილმის თუ სატელევიზიო პერსონაჟები სახალისო ნომრებით, სკეტჩები, თამაშები. ასევე ჩატარდა არჩევნები ნომინაციებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მაყურებლებს უმეტესად საცეკვაო ნომრები მოეწონათ. ყველაფერი დასრულდა მონაწილე ბავშვებისთვის საჩუქრად წიგნების გადაცემით, გამარჯვებული ნომინაციების დაჯილდოვებით, მხიარულებით და გართობით.  
        ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კლუბმამაინდერებმასლაიდის გამოყენებით 8 მარტი მიულოცეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მოამზადეს საინფორმაციო პრეზენტაცია და გამართეს დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე კლუბის წევრებისთვის.
     კლუბის წევრები შეუერთდნენ 108- საჯარო სკოლისა და პროგრამამომავლის თაობისინიციატივას დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დაამზადეს სლოგანები, პოსტერები და გადაიღეს ვიდეო რგოლი.
       სამოქალაქო კლუბმაინდერებმამომავლის თაობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმეს და განახორციელეს საკლუბო ინიციატივა/პროექტი. პროექტის თემას წარმოადგენდადედაშვილობა“. 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა მე-8 კლასის მოსწავლეებთან გამართეს პრეზენტაცია/დისკუსია სლაიდ შოუს გამოყენებით. შემდეგ აქტივობაზე მოსწავლეებმა მოაწყვეს ფილმ  „ოთარაანთ ქვრივის’’ ჩვენება და დაგეგმეს მინი სპექტაკლი. 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოაწყვეს თეატრის კვირეული: დაამზადეს კედლის გაზეთები, 1-4 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას მოირგეს ანიმატორის როლი. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა 30 მარტს. პირველ ნაწილს წარმოადგენდა პრეზენტაცია თეატრის შექმნის ისტორიაზე, ხოლო დასკვნით ნაწილში სცენაზე გააცოცხლესოთარაანთ ქვრივიდა დადგეს მინი სპექტაკლი.
       კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მიერ განხორციელებულ კონკურსშინაბიჯი თანადგომისკენ“(თემა ბულინგი), დაამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები, მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში, ნახეს ფილმიყვირილი“, გამართეს დისკუსია, გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს მათი აღმოფხვრის გზებზე.
       კლუბის წევრებს არც 9 აპრილი გამორჩენიათ, პირიქით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოეკიდნენ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-5 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს.  უკეთ გაიაზრეს 9 აპრილის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის. კლუბის ერთ-ერთმა წევრმა 9 აპრილს საკუთარი ლექსი მიუძღვნა.
               კლუბმაინდერებმამე-5/6 კლასის მოსწავლეებში ჩაატარეს ინტელექტუალური ვიქტორინარა, სად, როდის“. თამაში საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. მშობლები გულშემატკივრობდნენ შვილებს, რაც უფრო ხალისიან და პოზიტიურ გარემოს ქმნიდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდები და გადასცეს სიგელები.
                     16 აპრილს N108 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტშიდედამიწა ჩემი სახლიაკვირეული გახსნა კლუბის წევრებმა. პირველი შეხვედრა გამართეს მე-4 კლასის მოსწავლეებთან, ჩაატარეს პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით, ისაუბრეს დედამიწის აგებულებაზე, საინტერესო ფაქტებსა და ეკოლოგიაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ნარჩენების გადამუშავების საკითხზე და დასვეს კითხვები, მაგალითად: რატომ აგროვებენ ჯართს? რისგან მზადდება მანქანის ძრავა? საიდან მიაქვთ მანქანებს ნარჩენები გადასამუშავებლად? და . . კლუბის წევრებმა ასევე ისაუბრეს 22 აპრილის აღნიშვნის ტრადიციასა და მნიშვნელობაზე, ამავე კლასებში გამოაცხადეს გაზეთების და სლოგანების კონკურსი. ჩატარდა სასკოლო, ფარული კენჭისყრა, გამოვლინდა გამარჯვებული კლასი(მე-4 ) და საჩუქრად გადაეცათ გლობუსი, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეებს სიგელები- კონკურსში მონაწილეობისთვის, ხოლო პროექტის დასკვნით ნაწილში კლუბის წევრებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე-„დედამიწა და ადამიანი“. 
       სკოლაში ხალისიანი განწყობის შემოტანის მიზნით, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ამერიკიდან გადმოეღოთ ანალოგიჩაეხუტე მეგობარს“. სკოლის ეზოსა და ფოიეში დახვდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მოუწოდეს, რომ ჩახუტებოდნენ მეგობარს. შესვენებებზე კი დაარიგეს ფერადი ფურცლები წარწერითჩაეხუტე მეგობარს“. 
       აღნიშნული წელი ვფიქრობ საინტერესო იყო, გამოირჩეოდა აქტივობების მრავალფეროვნებით და შემოქმედებითობით. მომავალი სასწავლო წელიც მინდა იყოს ასეთივე აქტიური, შინაარსიანი და ინოვაციური. ზაფხულის არდადეგებს გამოვიყენებ ახალი პროექტების და პრეზენტაციების დაგეგმვაში და შემდგომ უკვე განხორციელებაში
                                                                        12.06.2018 .

ფიქრია ჯაბანიშვილის საგნობრივი 2017-2018      წლიური ანგარიში

2017-2018 სასწავლო წელს ვასწავლიVI. VII. VIX. X.X XI კლასებს ისტორიას. მთელი სემესტრის მანძილიზე ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სასწავლო პროცესში, დამენერგა სიახლეები, ვმუშაობდი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა შეისწავლეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისტორიის მოკლე კურსი, მუშაობდნენ სახელმძღვანელოში მოცემული ტესტებისა და სავარჯიშოების მიხედვით, სწავლების პროცესში ვიყენებდით სააზროვნო კითხვებს,ვმუშაობდით სხვადასხვა რუბრიკებით „ეს საინტერესოა“, „პიროვნება ისტორიაში“, „გონებრივი იერიში“, „დებატები“, „დისკუსია“.
      VI კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია მათი მუშაობა აქტიური და საინტერესოა. შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა და მუშაობა. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე  „როგორ დავიცვათ ბუნება“.  სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს ნამუშევრები ამ თემასთან დაკავშირებით  ასევე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე  „წიგნი თუ კომპიუტერი“, რასაც მოყვა დებატები. მათ თავიანთი არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი პოზიციები. სემესრის ბოლოს ყველა ბავშვი დადებითათ არის შეფასებული რაც მათ მოსწრებას ადასტურებს. მიზნათ დავისახეთ II სემესტრი უფრო აქტიური და საინტერესო იყოს. II სემესტრი აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ჩავატარეთ შემდეგი ღონისძიებები: ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩავატრე პრეზენტაცია და ასევე კედლის გაზეთი, ფერეიდნელ ქართველებზე ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს სადაც ბავშვებმა ნათლად აღიქვეს როგორია დღეს ფერეიდნელი ქართველების ცხოვრება.ასევე გავაკეთეთ პრეზენტაცია და კედლის გაზეთი 26 მაისთან დაკავშირებით.
      VII კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მსჯელობა, ანალიზი, ჯგუფური მუშაობა. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ალექსანდე მაკედონელი“, ჩავატარეთ გაკვეთილი-პრეზენტაცია თემაზე პირველყოფილი ადამიანის ყოფაცხოვრება სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს იმდროინდელი საბრძოლო და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც თავიანთი ხელით დაამზადეს. მასალის გაცნობისას ყოველთვის ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეყძლით  თანამშრომლობა. II სემესტრიდან აქტიურად დავიწყე მუშაობა და ჩავატარე შესაფასებელი გაკვეთილი რომელმაც წარმატებით ჩაიარ, ასევე გავაკეთეთ პრეზენტაციები თემაზე ოკუპაციასთან და 26 მაისთნ დაკავშირებით.
       IXკლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა ხშირად აქვთ სურვილი იმუშაონ დამოუკიდებლად. შეუძლით გაიგონ წაკითხულის შინაარსი, ახერხებენ ცოდნის გამოყენებას სხვადასხავა სიტუაციებში, ხშირად ვიყენებთ რუბრიკას „ვენის დიაგრამა“, „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვისწავლო“. I სემესტრში ჩავატარე პრეზენტაცია   „აფხაზეთი ჩვენი ტკივილი“    თემასთან დაგავშირებით გამოვუშვით გაზეთი. ასევე  ჩატარდა პრეზენტაცია თმაზე  „თამარი და მისი როლი საქართველოში“.  II სემსეტრში კლასში ჩავატარე  შესაფასებელი გაკვეთილი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე, რამაც წარმატებით ჩაიარა ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. გავაკეთეთ კედლის გაზეთები ოკუპაციასთან და 26 მაისთან დაკავშირებით.
                X და X კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა მოსწავლეთა უმრავლესობა მომზადებულია, შძლიათ ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციპიკის განსაზღვრა, დროსა და სივრცეში ორიენტაცია, პოზიციის შემუშავება და კრიტიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წყაროებზე“   მუშაობა „დებატები“, „დისკუსიები“. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია  „პროფესია ისტორიკოსი“,  „ისტორიის დამხმარე დისციპლინები“. მოსწავლეებს  შეუძლიათ გაანალიზონ პირველადი და მეორადი წყაროები, მასზე მუშაობისას ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს. კლასის საერთო დონე ნორმალურია. X ა კლასში ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე „პიროვნება ისტორიაში“. X ბ კლასში პრეზენტაცია თემაზე „ჯვაროსანთა ლაშქრობები“.
        XI კლასში მოსწავლეთ აცოდნის დონე საშუალოა. ვმუშაობთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. ხშირად ვმუშაობთ ტეტურ დავალებებზე. მოსწავლეთა უმეტესობა მობილიზებულია დაშეუძლიათ გაანალიზონ და განსზღვრო ისტორიის როლი საზოგადოებაში ვმუშაობთ სხვადასხვა რუბრიკებით „დისკუსია“, „დროის ხაზი“ „პლაკატები და კარიკატურები“. ასრულებენ ტესტურ დავალებებს ღია და დახურული კითხვების საშუალებით. ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ვახტანგ გორგასლის როლი ისტორიაში“. შუძლიათ გამართულად და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი, ფაქტებზე და მოვლენებზე მსჯელობა,ანალიზი, კრიტიკა.

V კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა მიუხედავად იმისა, რომ წელს პირველად დაიწყეს ისტორიის შესწავლა აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. შეისწავლეს საქართველოს კუთხეები და გაეცნენ მათ ღირსშესანიშნაობებს ასვე ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „თამარ მეფე“ თემასთან დაკავშირებთ გამოვუშვით კედლის გაზეთი. კლასში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე საქართველოს კუთხეები სადაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა მისთვის სასურველი კუტხის ისტორაია. ასევე ჩავატარე პრეზენთაცია 26 მაისთან დაკავშირებით.

კლასი


10
9

8

7

6

5

V
2
5
6
3
7
6

VI
5
5
7
6
3
3

VII
4
8
3
7
1
6

IX
5
3
2
3
5
11

X
1
4
2
6
3
13

X
2
1
7
7
6
5

XI



2
1
12
6






გეოგრაფიის   პედაგოგის  ქეთევან ტურიაშვილის
 2017-2018 სასწავლო წლის  წლიური ანგარიში

მოგახსენებთ, რომ  2017-2018 სასწავლო წელს ვასწავლი VII გ,  VII დ კლასებს გეოგრაფია  და IX ბ,გ კლასებს საქართველოს გეოგრაფიას. ესგ-ს მიხედვით ამ საგანში კვირეული დატვირთვა შეადგენს 2-2 საათს.   საგნის სტანდარტის შესაბამისად  საზოგადოებრივი მეცნიერებები სწავლების მიზანია: 
v    მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სმართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
v    დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
v    ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
v    ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
v    დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
v    გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.

მე- 7გ კლასში  სწავლობს 23  მოსწავლე.  ამ კლასს ვასწავლი მეორე წელია და  კლასში დაბალი, საშუალო და საშუალოზე მაღალი  მოსწრების ბავშვები არიან, აქვთ მოტივაცია და თუმცა ხშირად სახალისო, პრაქტიკულ დავალებებს და საკლასო სამუშოებს უფრო აკეთებენ, ვიდრე  თეორიულ ნაწილს.
მე-7 დ კლასში სწავლობს 25 მოსწავლე. კლასში სამივე დონის მოსწავლეები არიან, ერთი სსსმ. ასევე არის რამდენიმე რთული ქცევის  ბავშვი, რომლებსაც დიფერენციერბული მიდგომა სჭირდებათ. კლასში მყავს სსსმ მოსწავლე, რომელთნაც ვმუშაობ  ინდ გეგმით.
 სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპები იყო:
v  ჩვენ ყველას შეგვიძლია სწავლა;
v    მასალის დამახსოვრება სქემების და საკვანძო საკითხების მიხედვით;
v    მარტივი,  მკაფიო დავალებების და სავარჯიშოების შესრულება;
ამ პრინციპებიდან მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები: ტერმინებისა და  ცნებები გააზრებულად დამახსოვრებისთვის გეოგრაფიული ლოტო, ვიზუალური ლექსიკონი, პრაქტიკული გაკვეთილები რუკაზე მუშაობა, წარმოსახვითი რუკის შექმნა.

7გ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ,, რუკის ენა“ , მოსწავლეებმა სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით შეძლეს რუკის კითხვის უნარის გამომუშავება.
7გ და 7დ კლასებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა პრაქტიკულ  კონტურულ რუკაზე  მუშაობაზე.
მე-9 ბ და მე-9 გ კლასებში მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს სწავლისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება; სასწავლო წლის დასაწყისში კლასში ჩავატარე გამოკითხვა – როგორ ვისწავლოთ უკეთ. მოსწავლეთა უმრავლესობას ურჩევნია, რომ მასალის დამუშავება მოხდეს კლასსში და მეტი პრაქტიკული სამუშაოები ჰქონდეთ. უპირატესობა მიანიჭეს ჯგუფურ  მუშაობას  და სლაიდების სახით პრეზენტაციაებს. ასე მოამზადეს თემები საქართველოს ტბები, მდინარეები.
31 ოქტომბრს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს, ორივე მე-9 კლასში   მოსწავლეებმა  გამართეს დისკუსია - ,, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“
გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით  მივიღეთ მონაწილეობა სასკოლო კვირეულში ,,დედამიწა ჩვენი სახლია“; 
v  ვიდეოფილმის განხილვა-- ,,ყველფერი განათლებით იწყება“
v  დისკუსია - ,, ჰესი - სარგებელი თუ ზიანი“
v  პრეზენტაციები - ,,ნაკრძალები“

პრობლემად რჩება შემაჯამებელი წერები. შედარებით უკეთესად  ართმევენ თავს ცოდნაზე დამყარებულ ტესტებს, მაგრამ უჭირთ  მაღალ სააზროვნო უანარებზე გასვალა.
აღსანისნავია, რომ 9ბ კლასში ძალიან ბევრია გაცცდენები და 7 მოსწავლე ექსტერნია, ხოლო საშეოდგო გამოცდა დაენისნათ 3 მოსწავლეს :  საპუნოვი ნიკიტა, ჭინჭარაული და ნიკოლაშვილი;
კლასის მოსწავლეთა  სწავლის  ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  ვფიქრობ  მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლილებები შევიტანო მომავალი წლის  კალენდარულ-თემატურ გეგმაში, მეტად გამოვიყენო შესაბამისი რესურსები (რუკები, ტექნოლოგიები), რათა უფრო საინტერესო და ეფექტიანი  იყოს მათთვის სასწავლო პროცესი.
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით.
კლასები
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
2 ქულა
VIIგ
1
5
8
4
5
1



VIIდ
2
3
6
3
3
4
1


IX -ბ
1
2
2
2
6
7
2


IX -გ
3
1
2
1
5
12
1




ქეთევან ტურიაშვილი


მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი ისტორიას 5ბ,  5გ,  11ა,  11ბ კლასებში და სამოქალაქო განათლებას 9ბ, 9გ, 10ბ კლასებში. განვახორციელე შემდეგი აქტივობები:
5ბ და 5გ კლასებში მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები: „საქართველოს კუთხეები“, რომლებზეც წარმოჩინდა თითოეული კუთხის ეთნოგრაფიული თავისებურებები. ასევე მათ შექმნეს საქართველოს ციხესიმაგრეების რუკები. რაც დაეხმარათ მათ ქვეყნის ისტორიისა და საბრძოლო წარსულის უკეთ გათავისებაში. მოსწავლეებს პერიოდულად ვავალებდი დამატებითი ინფორმაციების შეგროვებას ქვეყნის სხვადასხვა მხარის ღირშესანიშნაობების შესახებ. მოვაწყვეთ „გიდების კონკურსი“ რომელზეც „ტურისტული კომპანიის მფლობელებს“, „ევალებოდათ“, შეერჩიათ გიდებად საუკეთესონი.
11ა 11ბ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად მოვაწყვეთ დისკუსიები თემაზე „მე-19 საუკუნის თბილისი“. მოსწავლეებმა იმსჯელეს ლიტერატურული სალონებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და მათ შედარებაზე თანამედროვე თბილისთან. მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი ისტორიულ პირებზე თავიანთი სურვილის მიხედვით.
9ბ, 9გ კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოვაწყვე როლური თამაშები „მე დევნილი ვარ“, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ადამიამიანის უფლებების გააზრებაში კონფლიქტური სიტუაციის დროს. ჟენევის კონვენციის უკეთ გაცნობის მიზნით მოვაწყვეთ სიმულაციური სცენა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თემაზე სახელმწიფოებრივ დონეზე და წავუკითხე ნაწყვეტი „თორნიკე ერისთავიდან“. ასევე ვიმსჯელეთ ო.ჭილაძის ნაწარმოებზე „ადამიანი გაზეთის სვეტში“
10ბ კლასში მოვაწყვეთ დისკუსია ნაადრევი ქორწინების შესახებ, რომლის დროსაც მოსწავლეებში განვითარდა სოციალური უნარ-ჩვევები და ოჯახური პასუხისმგებლობის შეგნება. ასევე დებატები თემაზე „სიკვდილით დასჯა-სასტიკ დანაშაულთა პრევენცია“. მოსწავლეებმა განიხილეს გახმაურებული სასამართლო პროცესები და იმსჯელეს სიკვდილით დასჯის მიუღებლობაზე, რითაც განუვითარდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მართლმსაჯულების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება.
ვფიქრობ, მეორე სემესტრიდან დავგეგმო უფრო მიზნობრივი აქტივობები აამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.

მეორე სემესტრიდან მაქსიმალურად ვცდილობდი გამომესწორებინა არსებული ხარვეზები.  კონკრეტულად მეხუთე კლასებში შემეცნებითი აზროვნების უკეთ განვითარებისთვის მეტ ყურადღებას ვუთმობდი პრაქტიკულ სამუშაოებს. კონკრეტულად, არსებული წყაროებიდან მოსწავლეებს ვთხოვდი ძირითადი საკითხების თეზისებად ამოწერას, ვთხოვდი შეეგროვებინათ ინფორმაციები საკუთარი კუთხეების შესახებ.
11კლასებში მომავალი წლის საატესტატო გამოცდის წარმატებით დაძლევისთვის შევქმენით ქრონოლოგიების დღიური, შევადგინეთ ეპოქალური მოვლენების კალენდარი. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებას. მნიშვნელოვანი მოვლენების უკეთ გათავისების მიზნით ხშირად ვნახულობდით ისტორიული შინაარსის მქონე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

რაც შეეხება სამოქალაქო განათლების სწავლებას, IX კლასებში ვმართავდი დისკუსიებს თემებზე: „ბრბოს ფსიქოტიპი“, „ჯანსაღი ცხოვრება-წარმატების გარანტი“, „თავისუფლების ზღვარი“. X კლასის ქცევითი პრობლემების გათვალისწინებით ვცდილობდი სასწავლო მუშაობა მომერგო მათ საჭიროებებთან. ვმართავდით დებატებს თემებზე: „ბულინგი-ასოციალური ქცევა“, „სწავლის მნიშვნელობა პიროვნებად ჩამოყალიბებაში“. მივმართავდი სიმულაციურ თამაშებს ემპათიის განვითარების მიზნით, რომლებიც მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების როლის მორგებას.


                ნინო ქევხიშვილის 2017 – 2018  სასწავლო წლის   საგნობრივი
                                        წლიური  ანგარიში                             
   2017-2018 სასწავლო წელს ვასწავლიდი  VIკლასიდან  XI კლასის ჩათვლით  ყველა  კლასს . თითოეულ კლასში სწავლის პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით . წლის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად შეისწავლეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გეოგრაფიის მოკლე კურსი  , გეოგრაფიული ნომეკლატურა , მუშაობა როგორც კონტურულ ისე თემატურ რუკებზე. კლასში სწავლის ხარისხის შემოწმება ხდებოდა შემაჯამებელი  ტესტირებებით, საკლასო და საშინაო დავალებების შემოწმებით, სწავლების პროცესში ვიყენებდით სააზროვნო კითხვებს ასევე ვმუშაობდი სხვა და სხვა რუბრიკებით : გონებრივი იერიში,  დებატებით , დისკუსია და T დიაგრამა.
    VI-ა კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია. კლასი არის მოწესრიგებული, მობილიზებული.გაკვეთილები იყო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი რადგან ვასწავლიდი ბუნებისმეტყველებას , რომელიც მოიცავდა ყველა საბუნებისმეტყველო საგანს და დიდ ინტერეს იწვევდა მოსწავლეებში.ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე; „მზის სისტემა“ გააკათეს კედლის გაზეთები და დაამზადეს მაკეტი. ასევე ჩავატარეთ დისკუსია თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ დაამზადეს ვიდეორგოლები და აქტიურად მსჯელობდენ მასზე.
    VII ა კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე კარგია. კლასი არის მოწესრიგებული, მობილიზებული, მათვის ახალი საგანი საინტერესოა, თუმცა დასაწყისში იყო ხარვეზები, მაგრამ დავძლიეთ. ინტერესი დიდია  გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლის. დამოუკიდებლად მუშაობენ როგორც კონტურულ რუკაზე, ასევე მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე რაც უადვილებთ მათ თეორიულ მასალის ათვისებას. კლასში არის მაღალი აკადემიური მოსწრება. ჩავატარეთ დისკუსია თემაზე :                  „ მსოფლიო გეოგრაფიული რეკორდები  “ , და „კლიმატური სარტყლები და ბუნებრივი ზონები“ სადაც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული.
    VII-ბ  კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე  კარგია..მოსწავლეთა უმრავლესობა მოწესრიგებელია, მოდის მომზადებელი,თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც სისტემატიურად არ  ასრულებენ დავალებებს, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ამის მიუხედავად დიდია ინტერესი მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე მუშაობის, რაც მათ ინტერს უჩენს უფრო მეტად დაინტერესდნენ თეორიულ მასალით. კლასში არიან ერთეული მოსწავლეები რომლებიც კარგად ითვისებენ როგორც თეორიულ ასევე ნომენკლატურულ მასალას. ასევე კლასში ირიცხება სსმ მოსწავლე რომელთანაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვმუშაობ.
          VIII -ა კლასში ცოდნის დონე მაღალია. კლასი მოწესრიგებულია , შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა , მსჯელობა , ანალიზი , ჯგუფური მუშაობა . ცდილობენ განამტკიცონ ის მასალა, რომელიც VII  კლასში  ისწავლეს  ,  აანალიზებენ და უკავშირებენ ლექსიკურ მარაგს ერთმანეთს , რომ ადვილად შეძლონ             კონტინენტების დეტალურად შესწავლა. დამატებით მასალას იძიებენ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რითაც უფრო უმარტივდებათ თეორიული მასალის შესწავლა.  ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე: „ჩემთვის გამორჩეული კონტინენტი“ სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები და მწვავე დისკუსიაც გავმართეთ.  კლასში ირიცხება სსმ მოსწავლე რომელთანაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვმუშაობ.
   VIII -ბ კლასში ცოდნის დონე კარგია. კლასი არის მოწესრიგებული, შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, თუმცა არიან მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული სწავლის პროცესში. უჭირთ წინა კლასში ნასწავლი ნომეკლატურის გახსენება, თუმცა კონტინეტების დეტალურად შესწავლაში ხელი არ შეუშლია.. ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე: „ ჩემთვის გამორჩეული სახელწიფო“ სადაცყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
          VIII-გ კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე  დაბალია , თუმცა კლასი მოწესრიგებული და მობილიზებულია. მოსწავლეთა მცირე ნაწილი რუსულ ენოვანია და მიუხედავად ამისა ცდილობენ შეძლებისდაგვარად წაიკითხონ , გაიაზრონ და გადმოსცენ ის მასალა რომელზეც ვმუშაობთ. დიდი ინტერესით მუშაობენ ნომენკლატურულ მასალაზე . ინტერესი გაუჩნდათ კონტინენტების დეტალურად შესწავლის პროცესში მეტი ინფორმაცია მოიძიონ.
      IX-ა  კლასში ცოდნის დონე მაღალია. კლასი მოწესრიგებულია , შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა , მსჯელობა , ანალიზი , ჯგუფური მუშაობა შეუძლიათ  დროსა და სივრცეში ორიენტაცია, დიდად არიან დაინტერესებულნი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ევროპა-აზიის საზღვრის გატარების პრინციპებით, აქედან გამომდინარე ხშირად ვმართავთ დებატებს, დისკუსიებს სადაც ხშირად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. მონაწილეობა მივიღეთ გაეროს პროექტში: „მსოფლიო დიდი გაკვეთილი“ რომლის თემაც იყო „შიმშილის დაძლევა“ .ჩავატარეთ გაკვეთილი თემაზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ერთობლივად შექმნეს დაცული ტერიტორიების თვალსაჩინოება. ასევე ჩატარდა შიდა საკოლო წერა სადაც აჩვენეს მაღალი აკადემიური მოსწრება.

  
   X- ა კლასში ცოდნის დონე დაბალია.  უმრავლესობა მოუწესრიგებელია, ხშირად არ აქვთ შესრულებული მიცემული დავალება, არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, თუმცა არიან მოსწავლეებია რომლებიც ორიენტირებას აკეთებენ დროსა და სივრცეში. ადარებენ მსოფლიო ქვეყნებს  სხვა დასხვა  კრიტერიუმებით, კარგად ითვისებენ ლექსიკურ მარაგს. . ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე: „ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო “ სადაც ჩართული იყო მოსწავლეების უმრავლესობა.  ასევე ჩავატარეთ სასკოლო წერა, რომლის შედეგები უმრავლესობისთვის დაბალი აღმოჩნდა
    X -ბ კლასში ცოდნის დონე დაბალია . უმრავლესობა მოსწავლეების აქტიურად არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,თუმცა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დაკისრებულ მოვალეობებს პასუხისმგებლობით ეკიდება, კარგად ფლობენ გეოგრაფიულ ნომენკლატურას და თავისუფლად აკავშირებენ თეორიულ მასალასთან, აქვთ დიდი ლექსიკური მარაგი, რაც უმარტივდებათ მათ ცოდნის გაღრმავებას. ორიენტირებენ დროსა და სივრცეში, დამოუკიდებლად ადარებენ ქვეყნებს სხვადსხვა კრიტერიუმების მიხედვით.
    XI-ა  კლასში ცოდნის დონე კარგია, უმრავლესობა მოუმზადებელი და მოუწესრიგებელია.            I სემესტრის განმავლობაში ვერ გაითავისეს ის რომ , წლის ბოლოს აქვთ გამოცდა და სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა, თუმცა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში  და ცდილობენ გაიმეორონ ის მასალა რომელიც გამოცდისთვისაა საჭირო.  ჩავატარეთ დებატები თემაზე: „ გლობალიზაცია სიკეთე და საფრთხე “  რაშიც უმრავლესობა აქტიურად იყო ჩაბმული . ასევე ჩატარდა შიდა სასკოლო წერა, სადაც დაფიქსირდა დაბალი აკადემიური მოსწრება, თუმცა CAT-ის გამოცდა ყველამ დაძლია
    XI-ბ კლასში ცოდნის დონე კარგია, უმრავლესობა ცდილობს გაითავისოს წლის ბოლოს გამოცდისთვის მზადება და  ვატარებთ კვირაში ერთხელ დამატებით გაკვეთილს ამისთვის. მობილიზებულნი არიან მასალის კარგად ათვისებაში, სასკოლო წერის შედეგებიც საშუალოა. . ჩავატარეთ დებატები თემაზე : „ გლობალიზაცია სიკეთე და საფრთხე “  ,  სადაც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული .წლის ბოლოს CAT-ის გამოცდა ყველამ დაძლია.
  


     1 

No comments:

Post a Comment