წლიური ანგარიში

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მუშაობის რეფლექსია



     მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი კათედრის წევრებმა მუშაობა დავიწყეთ შეფასების კრიტერიუმების შემუშავებით და კალენდარული გეგმების შესაბამისობის დადგენით ე.ს.გ -სთან. დავგეგმეთ ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობა, რომელთა მიზანი იყო საზოგადოებრივი მეცნიერებათა სწავლების გაუმჯობესება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. თითოეულმა პედაგოგი პასუხისმგებლობით მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობებს და, უნდა ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად მოახერხა დაგეგმილი აქტივობების განხორციელება. სასწავლო წლის განმავლობაში წარმოიქმნა არაერთი პრობლემა, რომელიც სწორი უკუკავშირითა და კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის გამართული მუშაობით იქნა აღმოფხვრილი. მუდმივად ხდებოდა აზრების, ნოვაციების შეჯერება და ურთიერთ გამოცდილების გაზიარება. მე, როგორც კათედრის ხელმძღვანელი და ფასილიტატორი მაქსიმალურად ვცდილობდი დავხმარებოდი კოლეგებს სქემით გათვალისწინებული კარიერული საფეხურების წარმატებით დაძლევაში. ასევე ერთობლივად ვქმნიდით დიაგნოსტიკურ ტესტებს და დიდ ყურადღებას ვუთმობდით შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებისას მიზნის შედეგთან ორიენტირებას. 
     ვფიქრობ კათედრის მუშაობა დაკმაყოფილებელია. მეტი ქფექტური მუშაობისთვის საჭიროა აქტივობების გამრავალფეროვნება და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისთვის საჭირო მეთოდების ჩართვა კათედრის წევრების მიერ.

ქვემოთ იხილავთ კათედრის წევრებს წლიურ ანგარიშებს.



ისტორიის პედაგოგის ნანა ზაზანაშვილის
2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი საგნობრივი ანგარიში
  მიმდინარე სასწავლო წელს ვასწავლი მე-6 გ,დ ;მე-7 ა; მე-8 ბ; მე-11 ა,ბ; მე-12 კლასებს.აღნიშნულ კლასებში დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობა, როგორებიცაა კლასგარეშე შემეცნებითი ექსკურსიები, პრეზენტაციები, სახალისო ვიქტორინები, სემესტრის განმავლობაში ვატარებდი საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს კლასებში, აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლებში მოტივაციის ამაღლებას, ასევე უფრო მრავალფეროვანი ხდება მათთვის გაკვეთილები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებას.
VI კლასს ვასწავლი მეორე წელი, კლასი საშულო დონის უნარების მაჩვენებელია, ასევე დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასში არის ასევე სსმ მოსწავლე, მისთვის შემუშავებული მქონდა ინდ სასწავლო გეგმა, რომელიც მან წარმატებით დაძლია. მე-6 კლასში მოსწავლეები შეისწავლიან საგანს „ჩვენი საქართველო“, პირველ სემესტრში მათ შეისწავლეს, დრო და ისტორია, ასევე საქართველოში გავრცელებული რელიგიები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ შემეცნებითი ექსკურსია ძველი თბილისის უბანში, ბავშვებმა მოინახულეს ერთ სივრცეში განლაგებული სხვადასხვა რელიგიური შენობა-ნაგებობები ( სომხური ეკლესია,ებრაული სინაგოგა, მუსლიმური მეჩეთი. მართლმადიდებლური ტაძარი და კათოლიკური ეკლესია), ნანახით მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ და სკოლაში დაბრუნებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები კედლის გაზეთის მეშვეობით გამოხატეს.
მე II სემესტრში კლასში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ისტორიული მოვლენის შესახებ, მოძიებული ინფორმაციები წარმოადგინეს კედლის გაზეთებში და მონაწილეობა მიიღეს სასკოლო გამოფენაში. ამ კლასში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილბდი პრეზენტირების უნარის განვითარებაზე, ასევე  ისტორიული მოვლენების გაგება-გააზრებაზე.
პირველი სემესტრის დეკემბერში დაკომპლექტდა კიდევ ერთი მე-6 კლასი, ამ კლასის სასწავლო უნარების საშაულო დონისაა. მეორე სემესტრში ამ კლასში ჩემი საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებული იყო ქცევითი პრობლემების აღმოფხვრაზე და ასევე მათთვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე.
VII კლასი
   აღნიშნულ კლასს უკვე მესამე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული, როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი და კრეატიული ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო კლასში.ვაწყობდით დისკუსიებს, ვატარებდით ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევდა, ყველა მოსწავლე თანაბრად ყოფილიყო ჩართული სასწავლო პროცესში.
   თემის „პრეისტორია“ შესწავლის შემდეგ დავგეგმე შემეცნებითი ექსკურსია თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურში, აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ვიზუალურად აღექვათ უძველესი ადამიანების ყოფა-ცხოვრება და  კულტურა.ასევე მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე „ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები“, მათ მოიძიეს და დაამუშავეს  ძველი იმპერიების შესახებ ინფორმაციები და ისტტექნოლოგიის დახმარებით power point-ის პროგრამის მეშვეობით საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
II სემესტრიდან ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „დამოუკიდებლობის 1001 დღე“, რის შემდეგაც იმსჯელეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე და  ასევე წინასწარ მოძიებული მასალების მიხედვით სცენური სახით წარმოადგინეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ქრონიკა.
   კლასი ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
VIII კლასთან მუშაობა წელს პირველად  დავიწყე,ამიტომ გადავწყვიტე რომ პირველი სემესტრი მათი შესაძლებლობების და უნარების შესწავლისთვის დამეთმო. კლასი ამ ეტაპზე ავლენს საშუალო დაინტერესებას ისტორიისადმი  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაც არ არის დამაკმაყოფილებელი,ამ მხრივ ვცდილობდი ისეთი გაკვეთილების ჩატარებას,რომელი ძირითადად მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ გონებრივი შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული. მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით მოვაწყვე შემეცნებითი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში, რის შემდეგ დავავალე მოსწავლეებს წერილობითი სახით წარმოედგინათ მიღებული შთაბეჭდილებები.
XI ა ბ  კლასი
  მეთერთმეტე კლასი განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური, სადაც მოსწავლეებმა  3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინონ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ, რა თქმა უნდა, დაეხმარება სხვადასხვა სააზროვნო აქტივობები, რასაც  ყველა გაკვეთილზე ვატარებდით. მოსწავლეები ძირითიდად კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ ჯგუფურად, ასევე რამდენიმე მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ისტორიის ოლიმპიადის პირველ ტურში.ასევე მე-11 ბ კლასის 6 მოსწავლე მონაწილეობდა სამგორის რაიონის მიერ გამართულ დებატების კონკურსში,აღნიშნული კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და საბოლოოდ  ბავშვებმა ფინალური ტურიც მოიგეს, ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.  მეთერთმეტე კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო მასალის შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს და მსოფლიოს ისტორია,გააანალიზონ და განიმტკიცონ ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება ხშირი შემაჯამებელი დავალებები ტესტებისა და ღია კითხვების სახით. ყოველი თემის დასრულების შემდეგ ვაწყობთ პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ მასალას.
XII კლასი
   მეთორმეტე კლასი არის სააბიტურიენტო კლასი, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება მოსწავლეების cat და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაზე.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
VI-
2
2
5
8
5
2

VI-დ

2
5
2
3
6
2

VII-ა
6
4
4
4
5
5


VIII-

1
1
5
5
13
4

XI-ა
2
5
4
6
4


XI-ბ
3
2
4
5
5
4


XII-ბ
1
3
2
8
1
3



ვფიქრობ სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები რელევანტურია მიზნის შედეგთან ორიენტირებისთვის, მაგრამ საჭიროა ინდივიდუალური მეთოდების დახვეწა ეფექტიანი სწავლებისთვის. საჭიროა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დიაგნოსტიკური თვითშეფასების წარმოება და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისთვის განკუთვნილი აქტივობების დაგეგმვა.
პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია
     სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები განვახორციელე შემდეგი თანმიმდევრობით, კონკრეტულად კოლეგებთან ეფექტური უკუკავშირის მისაღებად ვმართავდი სამუშაო შეხვედრებს, როგორც საგნის მასწავლებელი და კათედრის ხელმძღვანელი. ვსჯელობდით შეფასების კრიტერიუმების დახვეწაზე და სასწავლო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე. სსმ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად თვითრეფლექსიის შემდეგ ვქმნიდი ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, რომლებშიც მაქსიმალურად ვითვალისწინებდი შედეგზე გამსვლელ ეფექტურ აქტივობებს და მივმართავდი იმ კოლეგებთან უკუკავშირს, რომლებიც ასწავლიდნენ კონკრეტულ მოსწავლეებს.პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გასაუმჯობესებლად ვიყენებდი ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პროექტი, დისკუსია, დებატები, ასევე ვქმნიდი თვითშეფასების ცხრილს, რაც მეხმარებოდა ხარვეზების აღმოფხვრაში.

  ვფიქრობ, პროფესიული მუშაობის გასაუმჯობესებლად მომდევნო სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში ავსახო ისეთი აქტივობები, რომლებიც დამეხმარება სქემით გათვალისწინებულ კარიერულ წინსვლასა და გამოცდილების გაღრმავებაში.


ფიქრია ჯაბანიშვილის საგნობრივი 2016-2017              სასაწავლო წლის    ანგარიში

   2016-2017 სასწავლო წელს ვასწავლიVI. VIII. IX.და ბ, X. XII კლასებს ისტორიას. მთელი სემესტრის მანძილიზე ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სასწავლო პროცესში, დამენერგა სიახლეები, ვმუშაობდი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა შეისწავლეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისტორიის მოკლე კურსი, მუშაობდნენ სახელმძღვანელოში მოცემული ტესტებისა და სავარჯიშოების მიხედვით, სწავლების პროცესში ვიყენებდით სააზროვნო კითხვებს,ვმუშაობდით სხვადასხვა რუბრიკებით „ეს საინტერესოა“, „პიროვნება ისტორიაში“, „გონებრივი იერიში“, „დებატები“, „დისკუსია“.
      VI კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია მათი მუშაობა აქტიური და საინტერესოა. შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა და მუშაობა. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე  „როგორ დავიცვათ ბუნება“.  სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს ნამუშევრები ამ თემასთან დაკავშირებით  ასევე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე  „წიგნი თუ კომპიუტერი“, რასაც მოყვა დებატები. მათ თავიანთი არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი პოზიციები. სემესრის ბოლოს ყველა ბავშვი დადებითათ არის შეფასებული რაც მათ მოსწრებას ადასტურებს. მიზნათ დავისახეთ II სემესტრი უფრო აქტიური და საინტერესო იყოს.
      VIII კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მსჯელობა, ანალიზი, ჯგუფური მუშაობა. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ალექსანდე მაკედონელი“, ასევე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასთან, სადაც დადასტურდა მათი აკადემიური მოსწრების მაღალი დონე ახალი მასალი გაცნობისას ყოველთვის ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეყძლით  თანამშრომლობა .
       IXკლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა ხშირად აქვთ სურვილი იმუშაონ დამოუკიდებლად. შეუძლით გაიგონ წაკითხულის შინაარსი, ახერხებენ ცოდნის გამოყენებას სხვადასხავა სიტუაციებში, ხშირად ვიყენებთ რუბრიკას „ვენის დიაგრამა“, „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვისწავლო“. I სემესტრში ჩავატარე პრეზენტაცია VIII კლასელებთან ერთად „აფხაზეთი ჩვენი ტკივილი“   თემასთან დაგავშირებით გამოვუშვით გაზეთი. ასევე სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრეზენტაცია-პროექტი „უძველესი მცხეთის ღირსშსანიშნაობები“ მოვინახულეთ მცხეტა  სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახეს და შეაფასეს უძველესი მცხეთის  ეკლესია-მონასტრები, ასევე ჩატარდა პრეზენტაცია თმაზე  „თამარი და მისი როლი საქართველოში“.
        IX კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე მაღალია მოსწავლეების უმეტესობა მომზადებულია, შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა. წელს სწავლობენ საქართველოს ისტორიას და მათი მუშაობა უფრო აქტიური და საინტერესოა. ყველა გაკვეთილს მონდომებით სწავლობენ და ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, ამ სემესრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „დავით აღმაშენებელი-უდიდესი  სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ხშირად ვატარებთ დისკუსიებს. ჩვენი მიზანია საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა.
         X კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა მოსწავლეთა უმრავლესობა მომზადებულია, შეუძლიათ ისტორიის დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღვრა, დროსა და სივრცეში ორიენტაცია, პოზიციის შემუშავება და კრიტიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წყაროებზე“   მუშაობა „დებატები“, „დისკუსიები“. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია  „პროფესია ისტორიკოსი“,  „ისტორიის დამხმარე დისციპლინები“. მოსწავლეებს  შეუძლიათ გაანალიზონ პირველადი და მეორადი წყაროები, მასზე მუშაობისას ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს. კლასის საერთო დონე ნორმალურია.
        XII კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე საშუალოა. ვმუშაობთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. გათვალისწინებით იმისა, რომ წელს კლასი აბარებს კატის გამოცდებს ისტორიაში, ხშირად ვმუშაობთ ტესტურ დავალებებზე. მოსწავლეთა უმეტესობა მობილიზებულია და შეუძლიათ გაანალიზონ და განსაზღვრონ ისტორიის როლი საზოგადოებაში. ვმუშაობთ სხვადასხვა რუბრიკებით „დისკუსია“, „დროის ხაზი“ „პლაკატები და კარიკატურები“. ასრულებენ ტესტურ დავალებებს ღია და დახურული კითხვების საშუალებით. ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ნაპოლეონი დიდი მხედარმთავარი“. შუძლიათ გამართულად და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი, ფაქტებზე და მოვლენებზე მსჯელობა,ანალიზი, კრიტიკა.
 ისევე როგორც I სემესტრი IIსემესტრიც აქტიურად დავიწყეთ, დავგეგმეთ და განვახორციელეთ ჩვენი იდეები ჩავატარეთ რამდენიმე პრეზენტაცია.
VI კლასში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ პრეზენტაცია სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალა განვიხილეთ და გავაანალიზეთ ამ დღის როლი ისტორიაში. ასევე ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ვამაყობ საქართველოს ისტორიით“, რომელსაც თან დავურთეთ გაზეთი ამ თემასთან დაკავშირებით. აქტიურად იყო ყველა მოსწავლე ჩართული სასწავლო პროცესში სისტემატიურად მუშაობდნენ დავალებებზე.
VIII კლასი როგორც ყოველთვის გამორჩეულია აქტივობებით IIსემესტრში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „25 თებერვალი“ ოკუპაციის დღე“, სადაც წარმოდგენილი იყო პლაკატები. ასევე მოძიებული ინფორმაცია სხვადასხვა ეროვნულ გმირებზე. 9 აპრილთან დაკავშირებით ჩავატარეთ ღონისძიება,  რომელშიც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიება საინტერესოდ ჩაიარა, ასევე  ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე  „ქართველები II მსოფლიო ომში“ ამთემასთან დაკავშირებით ვუყურეთ ფილმს „ღიმილის ბიჭები“
IX კლასში ჩატარდა პრეზენტაცია „ოკუპაციის დღე“  ამ კლასის სამმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ეროვნული არქივის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სადაც მონაწილეობას იღებდა 76 სკოლა უნდა ღინიშნოს მათი თავდადება და მონდომება, მართალია ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ მიზნად დაისახეს მომავალში უკეთესი შედეგი აჩვენონ. წლის ბოლოს ჩატარდა გამოცდა, რომელშიც ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა.
IX კლასი გამორჩეულია ისტორიისადმი სიყვარულით, ამიტომ ხშირად ვატარებდით პრეზენტაციებს, ვმართავდით დისკუსიებს საინტერესო თემებზე: „რეპრესიები საქართველოში“, „ქართველები I  მსოფლიო ომში“, ასევე ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე  „საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში.წლის ბოლოს ჩატარდა გამოცდა ისტორიაში სადაც ბავშვებმა კარგი შედეგები.

X კლასში ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია თემაზე:პიროვნების როლი ისტორიაში“ , „დავით აღმაშენებლის პორტრეტი“. მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ამ თემებთან დაკავშირებით უკეთ აღიქვეს და გაანალიზეს მათი როლი ისტორიაში.
XII კლასში II სემესტრი აქტიურად დავიწყეთ რათა უკეთ მოვმზადებულიყავით გამოცდებისთვის ხშირად ვმუშაობდით ტესტურ დავალებებზე რათა აგვემაღლებინა ცოდნის დონე. კატის გამოცდა ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა.

 მარიკა ჭიკაძის წლიური საგნობრივი ანგარიში 2016 2017 სასწ. წელი
        2016-2017 სასწავლო წელს ვასწავლიდი  მე-5, მე-6,  მე-7, და მე-8 კლასებს .თითოეულ კლასში  სიით ირიცხება 25-დან 32- მოსწავლემდე. წლის განმავლობაში ვცდილობდი უფრო მეტი სიახლე შემეტანა , მეტად დამეიენტერესებინა და მეტი სტიმული მიმეცა.აღნიშნულ კლასებში არიან როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები , ასევე დაბალი მოსწრების მოსწავლეებიც.ვცდილობდი ყველა მოსწავლისთვის გაკვეთილები გასაგებად მიმეწოდებინა.
VII -ბ  კლასი ჩემი სადამრიგებლო კლასია,რომელიც გამოირჩევა  კარგი დისციპლინით,კლასში ყველა მოსწავლე ასწრებს . პედაგოგები აქტიურად მუშაობენ ინდივიდუალურად.
          მე-7-ბ კლასში ჩემს მირ განხორციელებული ღონისძიება იყო შემდეგი:კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად , თითოეულ ჯგუფში იყო 7-7 მოსწავლე, თითოეულმა ჯგუფმა შექმნა კედლის გაზეთები თემებზე:“ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები “, „იერუსალიმ სამი რლიგიის წმინდა ქალაქი“, „ძველი მსოფლიოს მიღწევები „, „ამბები ისტორიიდან.“ ჯგუფების წევრებმა მოაგროვეს ინფორმაცია აღნიშნული თემების ირგვლივ  , ასევე ფოტოები, როდესაც თავი მოუყარეს ამ რესურსებს შექმნეს კედლის გაზეთები და გააკეთეს პრეზენტაცია. მშობლებმაც შეიტანეს წვლილი ამ პროცესში,ისინი ზრუნავენ კლასისა და სკოლის იმიჯზე.მოსწამვლეები შევაფასე წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით.ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე „ გამოჩენილი ქართველი მეფეები“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პარალელური კლასის მოსწავლეები.
        მე-7 გ კლასი საშუალო დონისაა .ამ კლასში არის როგორც დაბალი აკადემიური მოსწრების, ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.ნოემბერში ჩავატარე პროექტი:  „მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები“.კლასი დაყოფილი იყო 8 ჯგუფად მათი სურვილის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში იყო 4-5 მოსწავლე, თითოეულ ჯგუფს ჰქონდა გეგმა, ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მუშაობდა სლაიდზე. გააკეთეს კედლის გაზეთი ზემოთ აღნიშნულ თემაზე.  ეს პროექტი შეფასდა პროექტის რუბრიკის მიხედვით.  წლის დასაწყისში კლასი წავიყვანე ბოტანიკურ ბაღში, სადაც ნახეს ულმაზესი ადგილები და გაეცნენ ბაღს ,როგორც თბილისის ღირსშესანიშნაობას. დაბრუნების შემდეგ დაწერეს  თავიაანთი შთაბეჭდილებები. ასევე შუმერული ცივილიზაციის აღმოჩენა - საწერ მასალად თიხის გამოყენება და მათაც  შექმნეს საინტერესო თიხის ფირფიტები,რომელზეც  გადმოიტანეს  ლურსმული წარწერები.
          მე-6 კლასში ნოემბრის თვეში ჩავატარე ვიქტორინა:“ საქართველოს ისტორია „. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ. იყო 40 კითხვა საქართველოს ისტორიიდან და შესწავლილი მასალიდან.
           მე-8 კლასში სიით ირიცხება 29 მოსწავლე, კლასში არიან სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები. პირველ სემესტრში ვეწვიეთ თბილისის სახელმწიფო მუზეუს, სადაც მათ მოინახულეს ეროვნული საგანძური და მუზეუმის სხვა განყოფილიბები.  შექმნეს გაზეთი  ცხრა აპრილის თემაზე.
          მე-5 -ბ  კლასში არიან აკადემიურად მაღალი მოსწრების მოსწავლეები, პირველ სემესტრში შავატარე პრეზენტაცია თემაზე :   „ თბილისი ჩემი დედაქალაქია“ , იმუშავა ყველა მოსწავლემ, მოამზადეს როგორც თემები თბილისის ერგვლივ ,ასევე თბილისი გერბის ისტორიაც მოგვიტხრეს, იყო თბილისზე ლექსები, თბილისის  გამოჩენილ ადამიანებზე ინფორმაციებიდა შესაბამისი გაზეთებიც წრმოადგინეს. პრეზენტაცია შევაფასე რუბრიკით და მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარით.
                                      აღნიშნულ კლასებში წლის ბოლოს ყველა მოსწავლე შევაფასე  დადებითი შეფასებით. საშემოდგომო გამოცდა არც ერთ მოსწავლეს არ გამოყოლია. მეშვიდე და მერვე კლასებში სამ მოსწავლეს გაცდენილი საათების გამო დაუგროვდა განსაზღვრულზე მეტი გაცდენა და შააბარებენ ექსტერნის გამოცდებს.
            მთელი წლის მანძილზე ვმუშაობდი ამ მიმართულებით:
          1)  სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება.
          2)  მოსწავლეთა ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების სრულყოპფლი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
          3)  სამოქალააქო აქტივობებისა  და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის  ჩამოყალიბება.  





10
9
8
7
6
5
4
ექსტერნი


V-ბ
6
3
7
6
5
2





V-გ
4

8
4
6
4
5




VI-ბ
1
7
5
6
4
2



VII-ბ
1

5
9
7
6

1



VII_



VIII-
1




2
3




2
5




4
6




2
6




7
6




9






2

   ექსტერნის გამოცდის მოსწვლეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და მიიღეს შესაბამისი შეფასება.

 ხმალაძის 2016-2017 სასწავლო წლის

    შესრულებული

    სამუშაოს

                                                


     2016-2017  სასწავლო  წლის პირველ სემესტრში  ვასწავლიდი საგანს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მე-8 , კლასებში მოეწყო სასწავლო ესკურსიასახანძრო-სამაშველომუზეუმში, რომლის მიზანი იყო: ცოდნის განმტკიცება; ცოდნის ინტეგრირება; პრაქტიკული გამოყენების ასპექტების გაცნობა.
    მე-5 კლასში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე- 'საქართველოს დაცული ტერიტორიები". აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის, მსჯელობის, შედარების, საკუთარი აზრის გამოთქმის, რუკასა და ტექსტზე მუშაობის უნარები. მოსწავლეები დანაწილდნენ ოთხ ჯგუფად სურვილისამებრ და დაიწყეს მუშობა: I ჯგუფი-ლაგოდეხის ნაკრძალი, II-ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, III-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, IV-კოლხეთის ეროვნული პარკი.  მოიპოვეს ინფორმაცია, წარმოადგინეს ფოტომასალა და კედლის გაზეთები. პრეზენტაციის დრო განსაზღვრული იყო 2-3 კვირა.
     მე-VIII კლასში დაიგეგმა და განხორციელდა  პროექტი:  იმიტირებული გაეროს სხდომა თემაზე: "თანამედროვე ბუნებრივი კატასტროფები და მათი აღკვეთის გზები."
     სხდომაში მონაწილეობდნენ:
     ექსპერტთა ჯგუფი (მოსწავლეები);
     სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან (მასწავლებლები).
   პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
    საგანგებო სიტუაციის სახე; თავისებურებები;
    მისი წამოჭრის მიზეზები და თავისებურებები;
    კონკრეტული საგანგებო სიტუაციის გაფრთხილებისა და მისი                                   ლიკვიდაციის საშუალებებისტატისტიკური მონაცემები;
    რეზოლუციის მიღება.
     კლასი დანაწილდა ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ევალებოდა ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, კედლის გაზეთის შექმნა, სლაიდების გაკეთება, ექსპერტებთან კონსულტაცია და თარჯიმნის როლის მორგება. პროექტის დრო განისაზღვრებოდა 2-3 კვირა.
      მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეებში მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. პროცესის იმიტაციას აკეთებდნენ შემდეგი თანამდებობრივი პირები და რიგითი მოქალაქეები:
 დაზარალებულის  დედა
 სახელმწიფოს დაცვის სპეც. სამსახურის თანამშრომელი;
 დაზარალებულის სკოლელი;
 დაზარალებულის მეზობელი;
 გვირაბის მენეჯერი;
 ბრალდებული;
 დაცვის მხარე;
 პროკურორი;
 მოსამართლე;
 ნაფიცი მსაჯულები.
       საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის პროცესს. მოსწავლეებმა მოიძიეს სტატისტიკური ინფორმაცია არასრულწლოვანთა ბრალეულობებზე, იმსჯელეს მათ შესაძლო აღკვეთის გზებზე, ადამიანის უფლებებზე და იმ კონკრეტულ საკითხზე: თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოხდეს დანაშაულის პრევენცია და შემცირდეს/აღიკვეთოს ძალადობა ქვეყანაში.
აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდა სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 
 ,, კლასის მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და კარიერული დაიგეგმვის პროგრამის ფარგლებში დავგეგმე და განვახორციელე სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია საზოგადოებრივ  კოლეჯ  „აისში“.
     ექსკურსიის მიზანი იყო:
·         მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
·         მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
·         მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სამუშაო გარემოს და მუშაობის სპეციფიკას.

   კოლეჯსპექტრისწარმომადგენლის და ჩვენი  ინიციატივით სკოლის ტერიტორიაზე  პროფესიის არჩევის მიზნით მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა. მოსწავლეები გაეცნენ კონკრეტულ პროფესიებს;პროფესიის დასაუფლებლად და შემდგომში დასაქმებისთვის ქვეყანაში არსებულ რესურსებს; დასვეს კითხვები და გაიაზრეს კონკრეტულ სფეროში კომპეტენტური ადამიანების გამოცდილება.                               
   IV ,,, კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. სახანძრო და სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებულმა სკოლის მოსწავლეებმა,  სამსახურის ისტორია დეტალურად მოისმინეს.მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანებიც დაათვალიერებინეს და საჭირო რჩევებიც                                            მისცეს.                                                                               
   საგანმანათლებლო აქტივობა ,,უფროსკლასელები-  უმცროსკლასელებს".  მე-9 კლასის მოსწავლეებმა პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია (მათთვის გასაგებ ენაზე)   9 აპრილის ტრაგედიის და ეროვნული ერთიანობის დღის"  შესახებ, აუხსნეს გაზაფხულის ყვავილის "ტიტების" სიმბოლო, პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს, მოაწყვეს საინფორმაციო კამპანია "ფილმის ჩვენება" მთელი სკოლის მასშტაბით. აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც. მონაწილეობა მიიღეს პლაკატების, მაკეტის და ტიტების დამზადებაში.  
     მე-5 კლასში მოეწყო სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიება თემაზე -"სცენაზე გაცოცხლებული თბილისი".  სცენარი სამი ნაწილისგან შედგებოდა: 1) მე-5 საუკუნე: თბილისის დაარსება და მეფე ვახტანგ გორგასლის ეპოქა; 2) მე-19 საუკუნე: შავჩოხიანი ყარაჩოხელების ყოფა-ცხოვრება; 3) 21- საუკუნის თანამედროვე თბილისი. მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ როლების მორგება. ერთი სასიამოვნო დღე აჩუქეს მსმენელს და მაყურებელს.                     
  მე-4 ,,, კლასებში ჩავატარე ვიქტორინა ,,რა, სად, როდის?" სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. პირველი ადგილის მფლობელი გახდა მე-4 კლასის გუნდი "ფარი", ხოლო ყველაზე ჭკვიანის ტიტული მოიპოვა მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ ნინოშვილმა. აქტივობის მიზანია მოზარდებში ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება, ასევე მოსწავლეებში ზოგადი განათლების დონის ამაღლება.
    აღნიშნული წელი ვფიქრობ საინტერესო იყო, გამოირჩეოდა აქტივობების მრავალფეროვნებით და შემოქმედებითობით. მომავალი სასწავლო წელიც მინდა იყოს ასეთივე აქტიური და შინაარსიანი. ზაფხულის არდადეგებს გამოვიყენებ ახალი პროექტების და პრეზენტაციების დაგეგმვაში და შემდგომ უკვე განხორციელებაში.       
                                                                                      
                                                                           12.06.2017
                                                                            .ხმალაძე           


გეოგრაფია
მასწავლებელი    ქეთევან ტურიაშვილი
 2016-2017 სასწავლო წლის  წლიური  ანგარიში

მოგახსენებთ, რომ  2016-2017 სასწავლო წელს ვასწავლიდი  VIII ბ,  VIII გ კლასებს გეოგრაფია  და IX გ კლასს საქართველოს გეოგრაფიას. ესგ-ს მიხედვით ამ საგანში კვირეული დატვირთვა შეადგენს 2-2 საათს.   საგნის სტანდარტის შესაბამისად  საზოგადოებრივი მეცნიერებები სწავლების მიზანია: 
v  მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სმართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
v  დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
v  ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
v  ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
v  დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
v  გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.

მე-8 ბ კლასში  სწავლობს 32 მოსწავლე. კლასში საშუალო და საშუალოზე დაბალი მოსწრების ბავშვები არიან, აქვთ დაბალი მოტივაცია და სწავლისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება.  სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპები იყო:
v  ჩვენ ყველას შეგვიძლია სწავლა;
v  მასალის დამახსოვრება სქემების და საკვანძო საკითხების მიხედვით;
v  მარტივი,  მკაფიო დავალებების და სავარჯიშოების შესრულება;

პირველი სემესტრის თემებიდან მოსწავლეებს შედარებით გაუადვილდათ მიგრაციის და ურბანიზაციის საკთხები, თუმცა გაუჭირდათ  ეკონომიკის თემების შესწავლა.
ჯგუფური და წყვილებში  მუშაობით, რეფერატების მომზადებიათ,  დამრიგებელთნ და მშობლებთნ მუშაობის  შემდეგ  სემესტრის ბოლოსთვის შევძელით ,,ყინულის დაძვრა“.
მე-8 ბ და მე-8 გ კლასებში მოსწავლეებმა ჯგუფურად  იმუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები  მსოფლიოს რელიგიების შესახებ. ასევე მოაწყვეს დისკუსია თემაზე: ,,ქალაქ თბილისის ურბანიზაცია. ‘’
 საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვიყენებდი სხვადასხვა სტრატეგიებს: კოგნიტურს სქემებს, დიდაქტიკურ თამაშებს,   ჯგუფური მუშაობა,  ბარათების გამოყენების მეთოდები, დიკუსია.
მე-2 სემესტრში  მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი იყვნენ საგაკვეთილო პროცესში, ფიზიკური გეოგრაფიის თემატიკა შედარებით გაუადვილათ. თუმცა მოსწავლეთა ნახევარმა გამოყენების დონე დაძლია მხოლოდ.

რაც შეეხება VIII გ და   IX გ კლასებს  ( 34—29 მოსწავლე)  -- არის  რამდენიმე  მოტივირებული მოსწავლე, შეფასებით 9-10 ქულა,  მაგრამ პრობლემა იგივეა რაც მე-8 ბ კლასსში. VIII გ და   IX გ კლასებში ემატება ისიც, რომ კლასების დიდი ნაწილი რუსულენოვანია და უჭირთ თემების შინაარსობრივი აღქმა.
ამ კლასებშიც  საშუალო და საშუალოზე დაბალი მოსწრების ბავშვები არიან, აქვთ დაბალი მოტივაცია და სწავლისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება.  სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპები იყო:
v  ჩვენ ყველას შეგვიძლია სწავლა;
v  მასალის დამახსოვრება სქემების და საკვანძო საკითხების მიხედვით;
v  მარტივი,  მკაფიო დავალებების და სავარჯიშოების შესრულება;

IX გ კლასში მყავს სსსმ მოსწავლე, რომელთნაც ვმუშაობ ადაპტირებული ინდ გეგმით.
პრობლემად რჩება შემაჯამებელი წერები. შედარებით უკეთესად  ართმევენ თავს ცოდნაზე დამყარებულ ტესტებს, მაგრამ უჭირთ  მაღალ სააზროვნო უანარებზე გასვალა.
მოსწავლეთა  სწავლის  ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,  ვფიქრობ  მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ისე დავგეგმო სასწავლო პროცესი, რომ  მეტად გამოვიყენო შესაბამისი რესურსები (რუკები, ტექნოლოგიები), რათა უფრო საინტერესო და ეფექტიანი  იყოს მათთვის სასწავლო პროცესი. სწავლის  ხარისხის გაუმჯობესებაში დამეხმარება აგრეთვე გეოგრაფიის ტრენიემ.ნგზე მიღბული გამოცდილება--,,ბავშვზე  ორიენტირებული სწავლება.“ (16-20 დეკემბერი 2016 წელი. ტრენერი მაია ბლიაძე)
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით.
კლასები
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
7 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
2 ქულა
I სემ -VIII -ბ

4
2
2
5
3
11
2

II-სემ VIII -ბ
1
3
1
3
5
8



I სემ.  VIII- გ
1
4
2
3
2
13
1
2

II სემ    VIII- გ 
2
2
4
1
5
12



I სემ.     IX -გ
1
3
2
1
4
6
6
1
1
II სემ.  IX -გ
3
1
1
2
5
6




სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლის ქეთევან ტურიაშვილის პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის რეფლექსია
2016-17 სასწავლო წელი

2016-17 სასწავლო წლის მასწავლებლის თვითშეფასებიდან გამომდინარე  დავგეეგმე ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა,სადაც ორი აქტივობა მქონდა დაგეგმილი.
სასწავლო პროცესის  დაგეგმვასა  და მართვაში  მნიშვნელოვნად მივიჩნიე ბავშვზე ორიენტირებული სწავლება. გავეცანი ლიტერატურას, დავესწარი ტრენინგს - შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში. ჩემთვის  საინტერესო იყო  გოეგრაფიის სწავლების კუთხით ახალი გამოწვევების გაცნობა და მოსწავლეზე ორიენტირებული  მიდგომებში სახალისო. პრაქტიკული და  შემეცნებითი სტრატეგიების განხილვა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სტრატეგიის გამოყენებით დავგეგმე და ჩავატარე გაკვეთილი. მაგ.პროექტით სწავლება, გეოგრაფიული კარნახი, ფილმების ჩვენება.
ასეთი მეთოდების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები ნამდვილად იყო მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და შედეგიანი.
მეორე აქტივობა,  რომელიც მქონდა დაგეგმილი -- მოსწავლეთა საჭიროების კვლევა, ვერ განვახორციელე. მხოლოდ ლიტერატურის გაცნობა არ არის საკმარისი, კარგი იქნება თუ შესაბამის ტრენინგს დავესწრები.




No comments:

Post a Comment