სსიპ
108-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების
კათედრის სხდომის
ოქმი
№ 1
ქ.
თბილისი
06.09.2017წ.
სხდომის
დაწყების დრო: 13:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
წევრები:
ისტორიის პედაგოგი
|
ნანა ზაზანაშვილი
|
ისტორიის პედაგოგი
|
მარინა ჭიკაძე
|
ისტორიის პედაგოგი
|
ფიქრია ჯაბანიშვილი
|
სამოქალაქო გაათლების და ისტორიის პედაგოგი
|
თეა დოლიძე
|
სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგი
|
თეა ხმალაძე
|
გეოგრაფიის პედაგოგი
|
ნინო ქევხიშვილი
|
გეოგრაფიის პედაგოგი
|
ქეთევან ტურიაშვილი
|
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და
დირექტორის მოადგილე.
სხდომას
საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:
სხდომა გახსნა დირექტორის
მოადგილემ. მან დამსწრე
საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა
მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის
დამატება.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე : 9 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის
წესრიგი:
1.
კათედრის
თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.
კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.
გრიფირებული
და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა;
4.
პედაგოგთა
საათების საორიენტაციო განაწილება;
5.
შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
7.
საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის
არჩევა
მომხსენებელი: სსიპ 108-ე
საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო არობელიძემ
მოისმინეს:
ქალბატონმა ნინო არობელიძემ დამსწრე
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და
გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ ნინო არობელიძემ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;
ქალბატონმა ნინო არობელიძემ დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის
თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს
წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: მასწავლებელმა
თეა ხმალაძემ კათედრის თავმჯდომარედ დაასახელა
ნანა ზაზანაშვილი, ხოლო მდივნად ფიქრია ჯაბანიშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული
კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას,
მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ნანა
ზაზანაშვილი, კათედრის მდივნად ფიქრია ჯაბანიშვილი
მომხრე ;8
წინააღმდეგი; 1
საკითხი N2.
კათედრის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე
ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა
თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის
მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.
კათედრის ეფექტურად
მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება
კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი
განხორციელების პერიოდი. მან კათედრის
წევრებს გააცნო 2017-2018 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა: ფიქრია ჯაბანიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში
გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას ეფექტურად
წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა
კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე
:9
წინააღმდეგი:
0
დაადგინეს: დამტკიცდეს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3.გრიფირებული
სახელმძღვანელოების არჩევა
მომხსენებელი: სსიპ 108 -ე საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა/ბატონმა დამსწრე ნანა ზაზანაშვილმა საზოგადოებას
შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11
მარტის N 36/ნ ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის
განმავლობაში’’. სსიპ 108- ე საჯარო სკოლამ 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წელს
აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5 წლის
განმავლობაში. შესაბამისად 2016-2017
სასწავლო წლისთვის ვადა გაუვიდა I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს,
რომელიც უცვლელად დატოვა სკოლამ ახალი სახელმძღვანელოების არსებობის გამო.
რაც შეეხება VII-XII კლასის სახელმძღვანელოებს, კათედრის
სხდომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII კლასის გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2017-2018 სასწავლო წლისათვის სწავლება
განახორციელონ იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
ქალბატონმა/
ბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო
გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს
უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით
გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის
სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების
შერჩევა.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
2017-2018 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი
გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.
მომხრე :9
წინააღმდეგი:0
საკითხი N4. პედაგოგთა
საათების საორიენტაციო განაწილება
მომხსენებელი: სსიპ 108-ე საჯარო სკოლის დირექტორი -მაია
მღვდელაძე
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია მღვდელაძემ დამსწრე საზოგადოებას
გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა
კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ
ბადეს და შენიშვნები არ
გამოუთქვამთ.
კათედრის თავმჯდომარემ
კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:
ნანა ზაზანაშვილი კვირაში 21სთ VII გ-დ; VIII ა;IX ბ;XII
ა-ბ
მარინა ჭიკაძე კვირაში -20სთ.VI ბ-გ;VII ბ;VIII
ბ-გ; 9 გ
თეა ხმალაძე კვირაში 21 სთ. Vდ; VIII ა-ბ-გ; X ა-ბ;
XI ა-ბ-გ; XII ა-ბ
ფიქრია ჯაბანიშვილი კვირაში 23 სთ. V ა; VI ა; VII ა; IX ა; XI გ
ნინო ქევხიშვილი კვირაში 25 სთ. VI ა; VII ა; VIII ა-ბ-გ;
IX ა; X ა-ბ; XI ა-ბ
ქეთევან ტურიაშვილი კვირაში 8სთ. VII
გ-დ; IX ბ-გ
მომხრე: 9 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
საკითხი N5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების
განხილვა
მომხსენებელი: ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული
სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა.
აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები,
რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები,
რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის
მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი
ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. კათედრის
ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას
და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების ანალიზი.
საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა სკოლის
დირექციასთან ერთობლივად შემუშავებული
შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, (იხ. შემაჯამებელი
დავალების ანალიზის სქემები),
რომლის მიხედვითაც უნდა
იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა
მიმდინარე სასწავლო წელს.
აზრი გამოთქვა: ნინო
ქევხივილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი გვიჩვენებს
მოსწავლეების მიერ მიმდინარე
თემების ათვისების ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს
ინდივიდუალურად იმუშავოს მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი
ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:
9
წინააღმდეგი:
0
დაადგინეს: კათედრის წევრებმა
იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმებით (
იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი
N3))
საკითხი N6. სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი
სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ 108-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერბების კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა ნანა
ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ
ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა
ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად
სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის
წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის
აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის
მოსწავლეები.
მან ასევე ისაუბრა
კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის
აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია
და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი
ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე
აქტივობა განახორციელოს.
კათედრის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2017-2018 სასწავლო
წლის განმავლობაში განსახორცელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.
აზრი
გამოთქვა: ქეთევან ტურიაშვილმა აღნიშნა,
რომ ღია გაკვეთილის ჩატარებისას
მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს
უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე
კონკრეტულ თემაზე ახდენს
კონცენტრირებას და მეტად არის
ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის
თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის
მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მომხრე : 9
წინააღმდეგი- 0
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 14:00 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა
ზაზანაშვილი
მდივანი:
ფიქრია ჯაბანიშვილი
სსიპ
108-ე
საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სხდომის
ოქმი
№2
ქ.
თბილისი
8.11.2017წ.
სხდომის
დაწყების დრო: 15:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
წევრები:
ისტორიის პედაგოგი
|
ნანა ზაზანაშვილი
|
ისტორიის პედაგოგი
|
მარინა ჭიკაძე
|
ისტორიის პედაგოგი
|
ფიქრია ჯაბანიშვილი
|
სამოქალაქო გაათლების და ისტორიის პედაგოგი
|
თეა დოლიძე
|
სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგი
|
თეა ხმალაძე
|
გეოგრაფიის პედაგოგი
|
ნინო ქევხიშვილი
|
გეოგრაფიის პედაგოგი
|
ქეთევან ტურიაშვილი
|
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და
დირექტორის მოადგილე.
სხდომას
საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:
სხდომა გახსნა დირექტორის
მოადგილემ. მან დამსწრე
საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში
რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე : 9 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის
წესრიგი:
1.
ეროვნული
და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
2.
პროფესიული
განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
3.
კათედრის
წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა;
საკითხი. ეროვნული
და კერძო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეების მომზადების საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო
დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. მან კათედრის წევრებს შეახსენა, რომ აუცილებელია
დაიწყოს მოსწავლეების აქტიური მზადება ეროვნული და კერძო ოლიმპიადებისათვის. ნანა
ზაზანაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიმპიადების მიზანია სწავლისადმი ინტერესების
გაღვიძება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და მათი წახალისება, რაც
მნიშვნელოვანია არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სკოლისთვისაც.
ნანა
ზაზანაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ მასწავლებელთს პროფესიული განვითარების ცენტრის
დირექტორის 2017 წლის 28 თებერვლის N39 ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის შიდა
შეფასების სტანდარტული ინსტრუმენტების“ შესაბამისად, ოლიმპიადისათვის მოსწავლეების
მომზადებისათვის მასწავლებელს მიენიჭება 0.5 კრედიტქულა. ამისათვის კი
მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად მოსწავლეებთან
ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული
განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა და მათი შესაბამისობა საქმიანობის
მიზანთან. აგრეთვე მასწავლებელმა უნდა წარადგინოს ოლიმპიადაში მოსწავლეთა
მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მასწავლებლის რეფლექსია. მომხსენებელმა კათედრის წევრებს ასევე შეახსენა,
რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება
შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, და მოუწოდა მათ, აქტიურად დაიწყონ ოლიმპიადისათვის
მოსწავლეების მომზადება.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: მარიკა ჭიკაძემ
აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და წარმატება წინა სასწავლო წლებში. მათი აზრით,
საჭიროა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის
სათანადოდ მომზადებაში, რათა კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნეს მიღწეული.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე
საზოგადოებას კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის
მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეროვნულ და კერძო ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელი
სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საკითხი N2. პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში
გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე
ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: კათედრის
თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობის
2015 წლის 20 თებერვლის „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ N68 დადგენილების მე-5 თავის შესაბამისად, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას. შეფასების ჯგუფი მასწავლებელთან ერთად
განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და გონივრულ ვადაში აძლევს მას
განმავითარებელ შეფასებას და ანიჭებს კრედიტქულებს. დამსწრე საზოგადოებას ნანა
ზაზანაშვილმა შეახსენა, რომ უფროსი
მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია ჩაატაროს 2
გაკვეთილი და თითოეული გაკვეთილის დადებითად შეფასებისთვის მას მიენიჭება 2 კრედიტქულა. უფროსმა
მასწავლებელმა კი სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა ჩაატაროს 2 გაკვეთილი და
დააგროვოს 4 კრედიტქულა.
ნანა
ზაზანაშვილმა აგრეთვე განმარტა, რომ
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აკვირდება უფროსი/წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ
სამოდელო გაკვეთილს, შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას და ანიჭებს
კრედიტქულებს. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ წამყვანი მასწავლებლის
სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია სხვა აქტივობებთან ერთად,
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ჩაატაროს 2 სამოდელო გაკვეთილი (თითოეული 1
კრედიტქულა), რომელსაც აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, ხოლო მენტორის
სტატუსის მისანიჭებლად, წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია სხვა აქტივობებთან
ერთად ჩაატაროს არანაკლებ 4 სამოდელო
გაკვეთილი (თითოეული 1 კრედიტქულა)
მომხსენებელმა
დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სსიპ 108-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის
შეფასების ჯგუფის დებულებით განსაზღვრულია გაკვეთილის შესაფასებლად მასწავლებლის
მიერ შეფასების ჯგუფისთვის მიმართვის პროცედურა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელი
წერილობით მიმართავს შეფასების ჯგუფს გაკვეთილზე დაკვირვების მოთხოვნით.
მასწავლებელი უფლებამოსილია წარადგინოს
გაკვეთილის გეგმა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაციები საგაკვეთილო
გეგმაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ნანა ზაზანაშვილმა კათედრის წევრებს შეახსენა, რომ მასწავლებელთა
პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სკოლის
განვითარებისათვის, ისე თითოეული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და
მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
აზრი
გამოთქვა: ფიქრია ჯაბანიშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება ხელს
შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და ზოგადი განათლების სფეროში არსებული
პრობლემების გადაჭრას. იგი ემსახურება თითოეული მასწავლებლისათვის მოტივაციის
ამაღლებასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დანერგვას. მან კიდევ ერთხელ ხაზი
გაუსვა იმას, რომ ეს არის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი
საშუალება.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე :9
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად
კათედრამ დაადგინა:
ცნობად
იქნეს მიღებული ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების
ჩატარებასთან დაკავშირებით.
საკითხი N3. კათედრის წევრთა შორის
ურთიერთდასწრების დაგეგმვა;
მომხსენებელი:
კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: თავმჯდომარემ
დამსწრე საზოგადოებას
განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2011
წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო
გეგმის“ მე-7 მუხლის მეორე
პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის
წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და
პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისათვის“. მან კათედრის წევრებს შეახსენა წინა წლებში კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული
შეფასებები და გატარებული ღონისძიებები, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. მისი მოსაზრებით რაც უფრო ხშირი იქნება გაკვეთილებზე
ურთიერთდასწრება, უფრო მეტი პრობლემა იქნება აღმოფხვრილი. ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ
აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება.
ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას.
აზრი
გამოთქვა: ნინო
ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრების დაგეგმვა და
განხორციელება პედაგოგებს დაეხმარება აღმოფხვრან ის პრობლემები, რომელიც აქტიურად
ხვდებათ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მასწავლებლები შეძლებენ გაიუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა და ასევე ეს
დაეხმარება მათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე :9
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია, კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 16:00 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი.
მდივანი:
ფიქრია ჯაბანიშვილი
სსიპ
108 ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
სხდომის
ოქმი N3
ქ.
თბილისი 5იანვარი
2018 წელი
სხდომის
დაწყების დრო: 15 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მდივანი: ფიქრია ჯაბანიშვილი
კათედრის
წევრები:
N
|
სახელი,
გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
თეა დოლიძე
|
სამოქალაქო განათლება
|
2
|
თეა ხმალაძე
|
სამოქალაქო განათლება
|
3
|
მარიკა ჭიკაძე
|
ისტორია
|
4
|
ნინო ქევხიშვილი
|
გეოგრაფია
|
5
|
ქეთევან ტურიაშვილი
|
გეოგრაფია
|
6
|
ნანა ზაზანაშვილი
|
ისტორია
|
7
|
ფიქრია ჯაბანიშვილი
|
ისტორია
|
დღის
წესრიგი:
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
2.
პირველი სემესტრის
შედეგების განხილვა/ანგარიში;
3.
პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე :7
წინააღმდეგი: 0
საკითხი
№ 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში
მონაწილეობის დაგეგმვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც
მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული ჩატარებული გაკვეთილის
პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
თითოეულ
მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ორგანიზებით დაესწროს სხვადასხვა უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა
აქტუალურ თემაზე, მაგ: გაკვეთილის დაგეგმვაზე, სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე
სწავლება-სწავლის პროცესში, გაკვეთილის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებზე, შეფასების
პრინცეპებზე და ა.შ. აღნიშნულ ტერნინგებზე
მასწავლებელებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესებზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად; გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო
რესურსის შეფასების რუბრიკას; აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერნინგები
მასწავლებელებს ჩაეთვლებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის
ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ აქტივობად და მიიღებენ შესაბამის კრედიტქულებს.
აზრი
გამოთქვა: მარიკა
ჭიკაძემ აღნიშნა, რომ კათედრის წევრები
მზად არიან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე :7
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
საკითხი N2. პირველი სემესტრის შედეგების
განხილვა/ანგარიში
მომხსენებელი:
კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა ნანა
ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას
გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ.
დეტალურად ისაუბრა კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა
საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც მასწავლებლების მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია.
სსიპ 108-ე საჯარო სკოლის პრიორიტეტია
მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის აქტივობების ხვედრითი
წილი. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა
მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. სასურველი იქნება II
სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად
ჩაერთვებიან სსიპ 108 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მან ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე,
რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე. აქვე აღინიშნა, რომ
აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ
შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი
ღონისძიებების ჩატარება.
2017-2018
სასწავლო წლის პირველი სემესტრი აქტიური
იყო შიდა სასკოლო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისითაც. მე-8,9 ე
კლასებში ჩატარდა დებატების კონკურსი, რომელშიც კლასები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
დებატების შედეგად გამოვლინდა
გამარჯვებული 8 ბ კლასის სახით.
წლის
განმავლობაში საზოგადოებრი მეცნიერებების კათედრა უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის
ღონისძიებების განხორციელებას, კათედრაზე დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა
პროექტები, პრეზენტაციები, დებატები სხვადასხვა კლასებში.
2017-2018 სასწავლო წლის პირველ
სემესტრში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, ისტორიაში მე -10,11,12 -ე
კლასში ჩაატარა ტესტირება/რეიტინგული წერა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის
დონის შემოწმება. სწავლაში არსებული ხარვეზების და ძლიერი მხარეების გამოვლენა.
ტესტირების შედეგების ანალიზის
საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირვება განეხორციელებინა
ზოგად ტენდენციებზე სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიეღო მხედველობაში არსებული
შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დაესახა სხვადასხვა გზები/აქტივობები. კათედრამ
იმსჯელა, თუ რა ქმედითი ნაბიჯები იყო საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად და დაგეგმა
ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები.
ტესტირების ჩატარების შედეგად
აღმოჩნდა, რომ მე-10 კლასის მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული ინფორმაციის
მოპოვების და დახარისხების უნარი, კარგად ფლობენ ამ საგანში გამოსაყენებელ ტესტური
დავალებების წესებსა და და სხვა დანაწესებს;
ასევე, არიან კომუნიკაბელურები და აქვთ სივრცეში ორიენტირების უნარი. არიან
შემოქმედებითები და შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, თუმცა კრიტიკულ
პირობებში (ტესტი, საკონტროლო და სხვა) უჭირთ ცოდნისა და უნარ-ჩვევების
გამომჟღავნება და არსებული პრობლემების გააზრება.
ტესტირების ანალიზის შედეგად
გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეებიც, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ
მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში მუშაობისას.
მე-12 კლასის მოსწავლეებს
შეუძლიათ ისტორიის თემატიკაზე კითხვების დასმა და ასეთსავე კითხვებზე პასუხის
გაცემა, ასევე შეუძლიათ კითხვების გაანალიზება, და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
დადგენა ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის. ტესტირების შედეგად ასევე
გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეები ძირითადად კარგად ართმევენ თავს ისტორიის
მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა ერთ-ერთ სირთულედ რჩება ქრონოლოგიური ტიპის
დავალებები, და არგუმენტირებული მსჯელობა.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ისტორიის მასწავლებლებმა - ფიქრია ჯაბანიშვილმა დანანა
ზაზანაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება
სხვადასხვა პროექტებისადმი. დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში კათედრის
მიერ გაწეული მუშაობა.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე
:7
წინააღმდეგი :0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული პირველი სემესტრის
შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
საკითხი N3. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე
ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა ნანა
ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას
კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა
მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების
ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში
წარმოდგენილი უნდა
იყოს: სტანდარტის
ის შედეგი/შედეგები,
რომლის შეფასებასაც
ემსახურებოდა კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება;
კრიტერიუმები, რომლითაც
შეფასდა შესრულებული
დავალებები; მოსწავლეების
მიერ შესრულებული
და მასწავლებლის
მიერ შეფასებული
ნამუშევარის რამდენიმე
ნიმუში ან
შესრულებული დავალების
ამსახველი ვიზუალური
მასალა; თითოეული
კლასის მოსწავლეთა
მიერ მიღებული
ქულები. ზასოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ
საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი
დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ
ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 10,11 კლასის მოსწავლეებისგან
განსხვავებით 12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ
კავშირებისა და მიმართებების სწორად და ზუსტად დადგენა. ასევე, საგნობრივი
კვლევის ჩატარება და ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. საგნობრივ თემატიკაზე
კითხვების ადეკვატურად
დასმა და ასეთივე კითხვებზე პასუხის გაცემა ნასწავლი მასალის შესაბამისად.
მსჯელობის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის,
რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების
შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა; მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, ,,სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (მოხსენება, რეფერატი,
პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვ.)“ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც
გამოიყენეს მხოლოდ დახურული
ტიპის დავალებები, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ
მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს
შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და
ა.შ). აღნიშნული გამოიწვია, იმან, რომ მოსწავლეების მიერ მრავალფეროვანი
დავალებების შესრულება მათ უვითარებთ სხვადასხვა უნარებს.
სკოლაში
ასევე, პრობლემაა ის, რომ მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის ზუსტად შემაჯამებელი დავალების
ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ
მთელი კვირა მოლოდინის რეჟიმშია). მაშინ, როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი
მიზანი არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები, შეაფასოს საკუთარი
პრაქტიკა, შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის
გაკეთება და ბავშვიც ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ.
შესაბამისად, მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.
ზემო
აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და
ინტენსიურად შეაგროვონ მოსწავლეებზე ინფორმაცია შეფასების სხვადასხვა მეთოდით.
მაგალითად, თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომი შეაგროვოს საქაღალდეში და
გააკეთოს კომენტარები და შენიშვნები მოსწავლის შეფასებებზე, ასახოს როგორც
თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება
კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე
დაყრდნობით, იმსჯელოს მთელი კლასის
მიღწევებსა და საჭიროებებზე.
ასევე,
მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის
მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა
გამოიყენონ ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს
სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან
შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის
საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება
დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს
მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა
გზები/აქტივობები.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვეს: გეოგრაფიის
მასწავლებელმა, ნინო ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა
ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში
განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2017-2018 სასწავლო წლის შემაჯამებელი
დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც
მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო
პროცესის განმავლობაში მუშაობისას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე
:7
წინააღმდეგი -
0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად
იქნას მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 16:00 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა
ზაზანაშვილი
მდივანი:
ფიქრია
ჯაბანიშვილი
სსიპ
108
საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
სხდომის ოქმი N4
ქ.
თბილისი 10.
04. 2018წ.
სხდომის
დაწყების დრო: 15:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ კათედრის წევრები:
N
|
სახელი,
გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
თეა დოლიძე
|
სამოქალაქო განათლება
|
2
|
თეა ხმალაძე
|
სამოქალაქო განათლება
|
3
|
მარიკა ჭიკაძე
|
ისტორია
|
4
|
ნინო ქევხიშვილი
|
გეოგრაფია
|
5
|
ქეთევან ტურიაშვილი
|
გეოგრაფია
|
6
|
ნანა ზაზანაშვილი
|
ისტორია
|
7
|
ფიქრია ჯაბანიშვილი
|
ისტორია
|
სხდომას
საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:0
სხდომას
აგრეთვე ესწრებოდა: დირექტორის მოადგილე ნინო არობელიძე
სხდომა გახსნა
კათედრის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე
საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ ხომ არ სურდათ
რაიმე საკითხის დამატება.
დღის
წესრიგი:
- 2017-2018
სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსამზადებელი
სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების
დაგეგმვა/განხილვა.
- კათედრის წვრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების
შესახებ:
მომხრე
:8
წინააღმდეგი:0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით:
საკითხი N1: 2017-2018 სასწავლო წლის
გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან
დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა/განხილვა
მომხსენებელი: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი.
მოისმინეს: ქალბატონმა/ბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართი N1 დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო
გეგმის“ 235 მუხლის მიხედვით, სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს
საშუალო საფეხური და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული უნდა ჰქონდეს დადებითი
შეფასება.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესი და
პირობები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011
წლის 7 აპრილის N48/ნ ბრძანებით.
მოხსენებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრაში შემავალი საგნებიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასში ტარდება ცენტრალიზებული
ფორმით შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ხოლო მე-12 კლასში შემდეგ საგნებში: ისტორია. სკოლის
გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებული
შედეგები იძლევა საშუალებას გაკეთდეს ანალიზი სკოლაში მიმდინარე სასწავლო
პროცესისა და სწავლების ხარისხის თაობაზე. მოსწავლეთა დადებითი შედეგების
დაფიქსირება კი გავლენას ახდენს სკოლის ავტორიტეტზე. შესაბამისად, კათედრის
წევრები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი წინასაგამოცდო მზადებისა და მოსწავლეთა
დახმარების პროცესში. თითოეული საგნის მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს თუ რაში
სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება და დასახოს კონკრეტული გეგმა სწავლა-სწავლების
ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მომხსენებელმა კათედრის წევრებს შეახსენა, რომ კათედრის
ერთ-ერთი ფუნქციაა საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების
კოორდინირება,
მოსწავლეებისათვის კონსულტაციის გაწევა. შესაბამისად, კათედრის წევრები აქტიურად
უნდა ჩაერთონ გამოსაშვები გამოცდებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში.
კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს გააცნო 2017-2018
სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამა, რის შემდეგაც კათედრის
თავმჯდომარემ კოლეგებს შესთავაზა ერთობლივად
დაგეგმონ და ჩაატარონ დამატებითი მეცადინეობები და ეცადონ მაქსიმალურად
დააინტერესონ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლები. ასევე, გააცნონ მოსწავლეებს
სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით დაძლევის მნიშვნელობა და უარყოფითი
შეფასების მიღებით გამოწვეული შესაძლო შედეგები.
კათედრის თავმჯდომარემ რეკომენდაცია გაუწია
კათედრის წევრებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებამდე დარჩენილი საგაკვეთილო პროცესი
დაუთმონ განვლილი მასალის სიღრმისეულ გამეორებას, გამოკვეთონ პრობლემური თემები და
მეტი დრო დაუთმონ მათი აღმოფხვრის მცდელობას. საჭიროების შემთხვევაში, აქტიური
კონტაქტი იქონიონ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვა: გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო ქევხიშვილი,
დაეთანხმა კათედრის თავმჯდომარეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით
სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის საჭიროებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ
სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა მეტნაკლებად მიჰყვება სასწავლო პროგრამას და
აქტიურად ემზადება გამოსაშვები გამოცდებისთვის, თუმცა, მოსწავლეთა ნაწილისთვის საჭიროა
დამატებითი მეცადინეობების ჩატარება. ნინო ქევხიშვილის განცხადებით განვლილი
მასალის გამეორება ხდება თითქმის ყოველ გაკვეთილზე, თუმცა, გამოცდების
მოახლოებასთან ერთად ცოდნის აკუმულირება და რთული საკითხების განმეორებით ახსნა
სასარგებლო იქნებოდა დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვა: ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია ჯაბანიშვილმა,
რომელმაც აღნიშნა რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში (ისტორია,გეოგრაფია)
2016-2017 წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური დადებითი შეფასება ვერ
მიიღო მე-11 კლასელმა, რომლებსაც
2017-2018 სასწავლო წელსაც მოუწევთ ზემოაღნიშნული საგნების გამოცდებზე გასვლა.
ქალბატონი ფიქრია ჯაბანიშვილის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათთან მუშაობას და არსებული
პრობლემების აღმოფხვრას.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:8
წინააღმდეგი:0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან
დაკავშირებით.
საკითხი N2. კათედრის წევრთა შორის
ურთიერთდასწრების განხილვა
მომხსენებელი:
კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:
თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული
,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის
თანახმად, კათედრის ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება,
წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“,
,,ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მისი
მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ
აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება.
ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას.
კათედრის სხდომაზე განხილულ იქნა კათედრის წევრთა
ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები, რა დროსაც გამოიკვეთა
პრობლემები, რომელთა გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის უნდა დაიგეგმოს
განსახორციელებელი ღონისძიებები.
კათედრის წევრებმა ასევე განიხილეს დირექტორის
მოადგილისა და კათედრის თავმჯდომარის მონიტორინგის შედეგები. კათედრის თავმჯდომარის
აზრით, სასურველია უფრო აქტიურად მოხდეს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება, რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე
გამოყენებული იყოს თვალსაჩინოებები,
ასევე შეფასების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უმჯობესი
იქნებოდა მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ შეფასების რუბრიკა. თავმჯდომარის
მოსაზრებით ურთიერთმონიტორინგი პედაგოგებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ
აქტუალური პრობლემები, შეიმუშავონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება.
ყოველივე ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას.
აზრი
გამოთქვა ქეთევან ტურიაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრება
პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უკეთესი შედეგის მიღწევაში.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა
კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე :8
წინააღმდეგი:0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია, კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრებასთან დაკავშირებით.
დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის
დასრულების დრო: 16:00
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მდივანი:
ფიქრია ჯაბანიშვილი
სსიპ
108-ე
საჯარო სკოლის
საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრის
სხდომის
ოქმი N 5
ქ.
თბილისი 13 ივნისი 2018
წელი
სხდომის
დაწყების დრო 15 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მდივანი: ფიქრია ჯაბანიშვილი
სხდომას
ესწრებოდნენ კათედრის წევრები:
N
|
სახელი,
გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
თეა დოლიძე
|
სამოქალაქო განათლება
|
2
|
თეა ხმალაძე
|
სამოქალაქო განათლება
|
3
|
მარიკა ჭიკაძე
|
ისტორია
|
4
|
ნინო ქევხიშვილი
|
გეოგრაფია
|
5
|
ქეთევან ტურიაშვილი
|
გეოგრაფია
|
6
|
ნანა ზაზანაშვილი
|
ისტორია
|
7
|
ფიქრია ჯაბანიშვილი
|
ისტორია
|
სხდომას
აგრეთვე ესწრებოდა დირექტორის მოადგილე:ნინო არობელიძე
დღის წესრიგი:
1.
მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;
2.
2017-2018
სასწავლო წლის II სემესტრის
განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;
კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე
:8
წინააღმდეგი:
0
საკითხი N1.
მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;
მომხსენებელი: სსიპ 108-ე-
საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა
ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა მეორე სემესტრის აკადემიური მოსწრების
შესახებ. მან საგნების მიხედვით განიხილა თითოეული კლასის მოსწავლეთა მეორე
სემესტრის შეფასებები და აღნიშნა, რომ შეიმჩნევა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების
გაუმჯობესება, რაც მასწავლებლების ეფექტური საქმიანობის შედეგია. მან იმედი
გამოთქვა, რომ მასწავლებლები მომავალ სასწავლო წელსაც განაგრძობენ აქტიურ
მუშაობას.
ნანა
ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ წარმატებით განხორციელდა II
სემესტრში დაგეგმილი ღონისძიებები, კლასგარეშე აქტივობები და პროექტები, რომელშიც სსიპ
108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, კათედრაზე
განხორციელებულ თემატურ კვირეულებში
„საქართველოს ოკუპაცია“, „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი“, ასევე დებატებში
და სამოქალაქო კლუბ „მაინდერების“ მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და სკოლის მიერ
ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა ისაუბრა
მოსწავლეთა აკადემიური განვითარებისთვის კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობაზე.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: ისტორიის
მასწავლებელმა - მარიკა ჭიკაძემ და გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო ქევხიშვილმა
რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით იღებენ მონაწილეობას
მსგავს პროექტებში. მეორე სემესტრში განხორციელებულ პროექტებში მოსწავლეთა
მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. ქალბატონმა ნინო
ქევხიშვილმა ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე,
რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე.
მასწავლებლებმა დადებითად
შეაფასეს მეორე სემესტრში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ გაწეული
მუშაობა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა
დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე :8
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნეს
მიღებული მეორე სემესტრის
შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური
შედეგები.
საკითხი N2. 2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი: სსიპ 108-ე
საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის
თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა
ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის 36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო
გეგმის’’ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი
ფუნქციაა შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი. ხოლო მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ
ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება, კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა, თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა
სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა
მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
კათედრის
სხდომაზე ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი დავალებების ანალიზის სქემების შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ,,სტანდარტის მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი
დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი,
საველე-გასვლითი სამუშაო და სხვ.)“ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის ცოდნას.
სკოლაში
ასევე, პრობლემაა ის, რომ ზოგიერთ მასწავლებელს ბოლომდე არ ესმის შემაჯამებელი
დავალების მნიშვნელობა. მოსწავლემ ზოგჯერ ზუსტად არ იცის შემაჯამებელი დავალების
ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ
მთელი კვირა მოლოდინის რეჟიმშია). მაშინ, როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი
მიზანი არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის
ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი
დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, ბავშვი
ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე,
შესაძლებელია მოსწავლემ ზოგადად ინტერესი დაკარგოს სწავლის მიმართ.
ზემო
აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და
ინტენსიურად იმუშაონ შემაჯამებელ დავალებებზე. მაგალითად, მოსწავლეთა ინტერესების
შესაბამისად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის
შემაჯამებებლი დავალებები, თითოეული
მოსწავლის ნაშრომები მასწავლებელმა დროულად შესწოროს და თითოეულ მოსწავლეს
განმარტებები მისცეს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით. შეადგინოს თითოეული
მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ
მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, სხვადასხვა უნარების გაუმჯობესება,
ცოდნის გაღრმავება და ა.შ), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით,
იმსჯელოს მთელი კლასის მიღწევებსა და
საჭიროებებზე.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვა: ისტორიის
მასწავლებელმა ფიქრია ჯაბანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და თავად
მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა გამოიყენონ შეფასებების
რაოდენობრივი ანალიზი (დიაგრამები), დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების მიხედვით,
შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა
ექნება დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. გაანალიზოს
არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა გზები/აქტივობები.
კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ
წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე :8
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას მიღებული სსიპ 108-ე საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ
წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 16:00 სთ
სხდომის
თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
სხდომის
მდივანი: ფიქრია ჯაბანიშვილი
No comments:
Post a Comment