საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის 2016-2017 წლის I სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი
მეცნიერებების კათედრა აერთიანებს სხვადასხვა საგნებს: ისტორია, სამოქალაქო განათლება,
გეოგრაფია, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, აგრეთვე არჩევითი საგანს სახელმწიფო
და სამართალი.საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მთავარია ამოცანაა განავითაროს
მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიცაა: ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი,
ასევე ხელი შეუწყოს მოსწავლეების სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებას. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა ხელმძღვანელობს
ესგ-სტანდარტებით, კათედრის წევრები ესგ-დან გამომდინარე გეგმავენ და აქტიურად ახორციელებენ
სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს.კათედრამ წლის დასაწყისშივე შეიმუშავა შეფასების
კრიტერიუმები და დასახა მრავალფეროვანი აქტივობებით შემუშავებული გაკვეთილები და ღონისძიებები,
კათედრის წევრები შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ კოლეგებთან და ასევე ესწრებიან კოლეგების
მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, პრეზენტაციებს.კათედრაზე მრავლად განხორციელდა გასვლითი შემეცნებითი ექსკურსიებიც.კათედრის წევრი
პედაგოგები დაესწრნენ სხვადასხვა საინეტერსო ტრენინგებს და იქ მიღებული გამოცდილება
წარმატებით განახორციელეს კლასებში.ვფიქრობ მთავარ პრობლემას კათედრაზე წარმოადგენს
შემაჯამებელი სამუშაობი, რადგან ძირითადად მოსწავლეების შედეგებისაშუალო ან საშუალოზე
დაბალია, ვფიქრობ ამ კუთხით კარგი იქნება კოლეგების ერთობლივი მუშაობა და ტესტების
დიფერენცირებული შემუშავება. სემესტრის განმავლობაში კათედრის მუშაობას შევაფასებდი
დამაკმაყოფილებლად.კათედრა მეორე სემესტრშიც
იზრუნებს დაგეგმოს და განახორციელოს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები.
ისტორიისა
და სამოქალაქო განათლების პედაგოგი -თეა დოლიძის
მიმდინარე სასწავლო წელს ისტორიას ვასწავლი Xა
Xბ კლასებში, სამოქალაქო განათლებას IXა IXბ IXგ
Xა Xბ Xგ კლასებში. ისტორიის ზოგადი კურსი მოიცავდა
ისტორიის მეცნიერების შესავალს–ისტორიის დამხმარე დისციპლინებს. I სემესტრში განვახორციელე
შემდეგი აქტივობები: შევქმენით შუმერების რუკა, მიმოვიხილეთ საქართველოს ისტორიის უცხოური
წყაროები, ჩავატარე დისკუსია განმანათლებლების გამონათქვამების მიხედვით, Xაკლასში
ჩავატარე პრეზენტაციები, რომელთა დროსაც მოსწავლეებს დავავალე, მოეძიებინათ დამატებითი
ინფორმაცია ისტორიული დისციპლინების შესახებ. მოვაწყვე დებატები გრიგორიანული და იულიუსის
კალენდრების განსხვავების შესახებ. ქართული ენის პედაგოგთან ერთად გადავანაწილე დავალებები
ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ. Xბ კლასში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე
მითოლოგიის შესწავლაზე, შევქმენით არგონავტების მოგზაურობის მარშრუტი, ასევე საკუთარი
აღმავალი და დაღმავალი გენიალოგიური სქემები. მოვაწყვეთ დისკუსია ჰერალდიკასა და ვექსილოგრაფიაზე,
რომელზეც ბავშვებმა იმსჯელეს გერბებისა და დროშების–სახელმწიფოებრივი რეგალიების მნიშვნელობასა
და თავიანთ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.
სამოქალაქო განათლების სწავლებისას მნიშვნელოვან ყურადღებას
ვამახვილებდი მათი პროფესიული ორიენტაციის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებისთვის. ჩავატარეთ
დისკუსია თემაზე: „პროფესია–ოჯახური ტრადიცია თუ დამოუკიდებელი არჩევანი“. ასევე ჩავატარე
დისკუსია თემაზე: „ქორწინება და კანონი“, რომელზეც განვიხილეთ საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი ქორწინების შესახებ. ნოემბერში გავიარე ტრენინგი „ბულინგის პრევენცია სკოლებში“.
მიღებული გამოცდილება კარგად გამოვიყენე აქტივობების დაგეგმვის დროს. X კლასებში გავაცანი
მოსწავლეებს ბულინგის სხვადასხვა სახე. ამის შემდეგ ერთობლივად შეიქმნა სლაიდშოუ აღნიშნულ
თემაზე.
IX კლასებში შევქმენით პლაკეტები ღირსებისა და ნაკლის
შესახებ. ჩავატარე დისკუსია ადამიანთა უფლებების დეკლარაციაზე. ასევე ტრეფიკინგზე.
ქართული ენის პედაგოგთან ერთად მოვაწყვეთ კინოჩვენება რ.თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმისა:
„საგანძურის კვალდაკვალ“. მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია და იმსჯელეს ე.თაყაიშვილის
შესახებ. მოსწავლეებს დავურიგე ფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ,
ტემპერამენტის რომელ ტიპს მიეკუთვნებოდნენ ისინი.
ვფიქრობ, გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ
საჭიროებს აქტივობების გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის გამოყენებას
სწავლების დროს.
ისტორიის პედაგოგი-ფიქრია
ჯაბანიშვილი
2016-2017 სასწავლო წელს ვასწავლიVIა.
VIIIა. IXა.და ბ, XIგ. XIIა კლასებს ისტორიას.
მთელი სემესტრის მანძილიზე ვცდილობდი აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სასწავლო პროცესში,
დამენერგა სიახლეები, ვმუშაობდი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა შეისწავლეს
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისტორიის მოკლე კურსი, მუშაობდნენ სახელმძღვანელოში
მოცემული ტესტებისა და სავარჯიშოების მიხედვით, სწავლების პროცესში ვიყენებდით სააზროვნო
კითხვებს,ვმუშაობდით სხვადასხვა რუბრიკებით „ეს საინტერესოა“, „პიროვნება ისტორიაში“,
„გონებრივი იერიში“, „დებატები“, „დისკუსია“.
VIა კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე
მაღალია მათი მუშაობა აქტიური და საინტერესოა. შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა და
მუშაობა. I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „როგორ დავიცვათ ბუნება“. სადაც ბავშვებმა წარმოადგინეს ნამუშევრები ამ თემასთან
დაკავშირებით ასევე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „წიგნი თუ კომპიუტერი“, რასაც მოყვა დებატები. მათ
თავიანთი არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი პოზიციები. სემესრის ბოლოს ყველა ბავშვი
დადებითად არის შეფასებული რაც მათ მოსწრებას ადასტურებს. მიზნათ დავისახეთ II სემესტრი
უფრო აქტიური და საინტერესო იყოს.
VIIIა კლასში მოსწავლეთა ცოდნის
დონე მაღალია შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მსჯელობა, ანალიზი, ჯგუფური მუშაობა.
I სემესტრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ალექსანდე მაკედონელი“, ასევე ჩატარდა ინტეგრირებული
გაკვეთილი მათემატიკასთან, სადაც დადასტურდა მათი აკადემიური მოსწრების მაღალი დონე
ახალი მასალი გაცნობისას ყოველთვის ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეუძლით თანამშრომლობა .
IXა კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე
საშუალოა ხშირად აქვთ სურვილი იმუშაონ დამოუკიდებლად. შეუძლიათ გაიგონ წაკითხულის შინაარსი,
ახერხებენ ცოდნის გამოყენებას სხვადასხავა სიტუაციებში, ხშირად ვიყენებთ რუბრიკას
„ვენის დიაგრამა“, „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვისწავლო“. I სემესტრში ჩავატარე პრეზენტაცია
VIII კლასელებთან ერთად „აფხაზეთი ჩვენი ტკივილი“ თემასთან დაგავშირებით გამოვუშვით გაზეთი. ასევე
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრეზენტაცია-პროექტი „უძველესი მცხეთის ღირსშსანიშნაობები“
მოვინახულეთ მცხეთა სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად
ნახეს და შეაფასეს უძველესი მცხეთის ეკლესია-მონასტრები,
ასევე ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე „თამარი
და მისი როლი საქართველოში“.
IXბ კლასში მოსწავლეთა ცოდნის
დონე მაღალია მოსწავლეების უმეტესობა მომზადებულია, შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა.
წელს სწავლობენ საქართველოს ისტორიას და მათი მუშაობა უფრო აქტიური და საინტერესოა.
ყველა გაკვეთილს მონდომებით სწავლობენ და ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას,
ამ სემესრში ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „დავით აღმაშენებელი-უდიდესი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ხშირად ვატარებთ
დისკუსიებს. ჩვენი მიზანია საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა.
XIგ კლასში მოსწავლეთა ცოდნის
დონე საშუალოა მოსწავლეთა უმრავლესობა მომზადებულია, შეუძლიათ ისტორიის დამხმარე დარგებზე
მსჯელობა და მათი სპეციპიკის განსაზღვრა, დროსა და სივრცეში ორიენტაცია, პოზიციის შემუშავება
და კრიტიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წყაროებზე“ მუშაობა „დებატები“, „დისკუსიები“. I სემესტრში
ჩავატარეთ პრეზენტაცია „პროფესია ისტორიკოსი“, „ისტორიის დამხმარე დისციპლინები“. მოსწავლეებს შეუძლიათ გაანალიზონ პირველადი და მეორადი წყაროები,
მასზე მუშაობისას ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს. კლასის საერთო დონე ნორმალურია.
XIIა კლასში მოსწავლეთა ცოდნის
დონე საშუალოა. ვმუშაობთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. გათვალისწინებით იმისა,
რომ წელს კლასი აბარებს კატის გამოცდებს ისტორიაში, ხშირად ვმუშაობთ ტესტურ დავალებებზე.
მოსწავლეთა უმეტესობა მობილიზებულია და შეუძლიათ გაანალიზონ და განსზღვრონ ისტორიის
როლი საზოგადოებაში ვმუშაობთ სხვადასხვა რუბრიკებით „დისკუსია“, „დროის ხაზი“ „პლაკატები
და კარიკატურები“. ასრულებენ ტესტურ დავალებებს ღია და დახურული კითხვების საშუალებით.
ჩავატარეთ პრეზენტაცია თემაზე „ნაპოლეონი დიდი მხედარმთავარი“. შუძლიათ გამართულად
და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი, ფაქტებზე და მოვლენებზე მსჯელობა,ანალიზი, კრიტიკა.
ისტორიის პედაგოგი-მარიკა
ჭიკაძე
მე-5 ბ კლასი
-პრეზენტაცია თემაზე : თბილისი ჩემი დედაქალაქია. შექმნეს გაზეთები.
მე 5- გ კლასი პრეზენტაცია თემაზე: მე მიყვარს საქართველო.შექმნეს
გაზეთები.
მე-6 ბ კლასი თბილისის სახელმწიფო მუზეუმი . ჩავატარე
სასწავლო შემეცნებითი გაკვეთილი : ერთი დღე მუზეუმში. თვალით ნანახი გადმოსცეს წერილობით.
მე-7 ბ კლასი
შექმნეს გაზეთები: იერუსალიმი სამი რელიგიის წმინდა ქალაქი“. „მსოფლიოს საოცრებები“.
მე-7 გ კლასი ინტეგრირებული გაკვეთილი „ სულხან საბას
მოგზაურობა ევროპაში“. დაათვალიერეს თბილისის
ბოტანიკური ბაღი, როგორც თბილისის ღირსშესანიშნაობა შექმნეს გაზეთი.
მე-8 გ კლასი სტუმრობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში.
ისტორიის და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების პედაგოგი-თეა ხმალაძე
2016-2017 სასწავლო წლის
პირველ სემესტრში ვასწავლიდი
საგანს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მე-8
და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
მე-8 ა, გ კლასებში
მოეწყო სასწავლო ესკურსია „სახანძრო-სამაშველო“ მუზეუმში, რომლის მიზანი იყო: ცოდნის განმტკიცება;
ცოდნის ინტეგრირება; პრაქტიკული გამოყენების ასპექტების გაცნობა.
მე-5 ა კლასში
მოეწყო პრეზენტაცია თემაზე- 'საქართველოს დაცული ტერიტორიები". აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის, მსჯელობის, შედარების, საკუთარი აზრის გამოთქმის, რუკასა და ტექსტზე მუშაობის
უნარები. მოსწავლეები დანაწილდნენ ოთხ ჯგუფად სურვილისამებრ
და დაიწყეს მუშობა: I ჯგუფი-ლაგოდეხის ნაკრძალი, II-ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, III-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, IV-კოლხეთის ეროვნული პარკი. მოიპოვეს
ინფორმაცია, წარმოადგინეს ფოტომასალა და კედლის გაზეთები.
პრეზენტაციის დრო განსაზღვრული იყო
2-3 კვირა.
მე-VIII ა კლასში
დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი: იმიტირებული
გაეროს სხდომა თემაზე: "თანამედროვე ბუნებრივი კატასტროფები და მათი აღკვეთის
გზები." სხდომაში მონაწილეობდნენ: ექსპერტთა ჯგუფი (მოსწავლეები); სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან (მასწავლებლები).პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საგანგებო სიტუაციის სახე; თავისებურებები;მისი
წამოჭრის მიზეზები და თავისებურებები;კონკრეტული
საგანგებო სიტუაციის გაფრთხილებისა და მისი ლიკვიდაციის საშუალებები; სტატისტიკური მონაცემები;რეზოლუციის მიღება.კლასი დანაწილდა ოთხ ჯგუფად. თითოეულ
ჯგუფს ევალებოდა ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, კედლის გაზეთის შექმნა, სლაიდების გაკეთება, ექსპერტებთან კონსულტაცია და თარჯიმნის როლის
მორგება. პროექტის დრო განისაზღვრებოდა 2-3 კვირა.
მე-10
მე-11 კლასის მოსწავლეებში მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. პროცესის იმიტაციას აკეთებდნენ შემდეგი თანამდებობრივი პირები და რიგითი მოქალაქეები:დაზარალებულის დედა; სახელმწიფოს
დაცვის სპეც. სამსახურის თანამშრომელი;დაზარალებულის სკოლელი; დაზარალებულის მეზობელი; გვირაბის მენეჯერი; ბრალდებული;დაცვის მხარე;პროკურორი; მოსამართლე; ნაფიცი მსაჯულები. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის პროცესს. მოსწავლეებმა მოიძიეს სტატისტიკური ინფორმაცია არასრულწლოვანთა ბრალეულობებზე, იმსჯელეს მათ შესაძლო აღკვეთის
გზებზე, ადამიანის უფლებებზე და იმ კონკრეტულ
საკითხზე: თუ რა უნდა
გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოხდეს დანაშაულის
პრევენცია და შემცირდეს/აღიკვეთოს
ძალადობა ქვეყანაში.
აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდა სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მე-2 სემესტრში დაგეგმილი
მაქვს სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც ვფიქრობ საინტერესო იქნება.
გეოგრაფიის პედაგოგი- ნინო ქევხიშვილი
2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ვასწავლიდი Vკლასიდან
XI კლასის ჩათვლით ყველა კლასს . თითოეულ კლასში სწავლის პროცესი მიმდინარეობდა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით . წლის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად
შეისწავლეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გეოგრაფიის მოკლე კურსი , გეოგრაფიული ნომეკლატურა , მუშაობა როგორც კონტურულ
ისე თემატურ რუკებზე. კლასში სწავლის ხარისხის შემოწმება ხდებოდა შემაჯამებელი ტესტირებებით, საკლასო და საშინაო დავალებების შემოწმებით,
სწავლების პროცესში ვიყენებდით სააზროვნო კითხვებს ასევე ვმუშაობდი სხვა და სხვა რუბრიკებით
: გონებრივი იერიში, დებატებით , დისკუსია
და T დიაგრამა.
VII ა კლასში
მოსწავლეთა ცოდნის დონე კარგია. კლასი არის მოწესრიგებული, მობილიზებული, მათვის ახალი
საგანი საინტერესოა, თუმცა დასაწყისში იყო ხარვეზები, მაგრამ დავძლიეთ. ინტერესი დიდია გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლის. დამოუკიდებლად
მუშაობენ როგორც კონტურულ რუკაზე, ასევე მსოფლიო ფიზიკურ რუკაზე რაც უადვილებთ მათ
თეორიულ მასალის ათვისებას. კლასში არის მაღალი აკადემიური მოსწრება. ჩავატარეთ დისკუსია
თემაზე : „ მსოფლიო გეოგრაფიული რეკორდები
“ , სადაც ყველა მოსწავლე აქტიურად
იყო ჩაბმული.
VII-ბ კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე კარგია.მოსწავლეთა უმრავლესობა მოწესრიგებელია,
მოდის მომზადებელი, ასრულებენ დავალებებს,
რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ამის მიუხედავად დიდია ინტერესი მსოფლიო ფიზიკურ
რუკაზე მუშაობის, რაც მათ ინტერს უჩენს უფრო მეტად დაინტერესდნენ თეორიულ მასალით.
კლასში არიან ერთეული მოსწავლეები რომლებიც კარგად ითვისებენ როგორც თეორიულ ასევე
ნომენკლატურულ მასალას.
VII-გ
კლასში მოსწავლეთა ცოდნის დონე დაბალია , თუმცა
კლასი მოწესრიგებული და მობილიზებულია. მოსწავლეთა მცირე ნაწილი რუსულ ენოვანია და
მიუხედავად ამისა ცდილობენ შეძლებისდაგვარად წაიკითხონ , გაიაზრონ და გადმოსცენ ის
მასალა რომელზეც ვმუშაობთ. დიდი ინტერესით მუშაობენ ნომენკლატურულ მასალაზე . ინტერესი
გაუჩნდათ გეოგრაფიულ რეკორდების შესწავლის პროცესში მეტი ინფორმაცია მოიძიონ
VIII -ა
კლასში ცოდნის დონე მაღალია. კლასი მოწესრიგებულია , შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა
, მსჯელობა , ანალიზი , ჯგუფური მუშაობა . ცდილობენ განამტკიცონ ის მასალა, რომელიც
VII კლასში ისწავლეს
, აანალიზებენ და უკავშირებენ ლექსიკურ
მარაგს ერთმანეთს , რომ ადვილად შეძლონ II
სემესტრში კონტინენტების დეტალურად
შესწავლა. დამატებით მასალას იძიებენ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, რითაც
უფრო უმარტივდებათ თეორიული მასალის შესწავლა.
ჩავატარეთ შიდა სასკოლო წერა, სადაც დაფიქსირდა მაღალი აკადემიური მოსწრება.
IX-ა კლასში
ცოდნის დონე საშუალოა . მოსწავლეების უმრავლესობა
მოუმზადებელია, თუმცა შეუძლიათ
დროსა და სივრცეში ორიენტაცია, დიდად არიან დაინტერესებულნი საქართველოს გეოგრაფიული
მდებარეობის, ევროპა-აზიის საზღვრის გატარების პრინციპებით, აქედან გამომდინარე ხშირად
ვმართავთ დებატებს, დისკუსიებს სადაც ხშირად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.
IX-ბ კლასში ცოდნის დონე საშუალოა. კლასის უმრავლესობა მოწესრიგებულია , მობილიზებული ახალი მასალის ათვისებაში
, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გავდივართ
საქართველოს გეოგრაფიას, ამიტომ უადვილდებათ თეორიული მასალის ათვისება . ასევე დიდ
ინტერეს იჩენენ საქართველოს ნომენკლატურის შესწავლის. ხშირად ვატარებთ მინი ლექციას
თემასთან დაკავშირებით ,რითაც ინტერესი უჩნდებათ უფრო მეტი ინფორმაციის გაგების.
X- ა კლასში ცოდნის დონე დაბალია. უმრავლესობა მოუწესრიგებელია, ხშირად არ აქვთ შესრულებული
მიცემული დავალება, არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, თუმცა არიან მოსწავლეებია რომლებიც
ორიენტირებას აკეთებენ დროსა და სივრცეში. ადარებენ მსოფლიო ქვეყნებს სხვა დასხვა
კრიტერიუმებით, კარგად ითვისებენ ლექსიკურ მარაგს. . ჩავატარეთ პრეზენტაცია
თემაზე: „ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველო “ სადაც ჩართული იყო მოსწავლეების
უმრავლესობა. ასევე ჩავატარეთ სასკოლო წერა,
რომლის შედეგები უმრავლესობისთვის დაბალი აღმოჩნდა
X -ბ კლასში
ცოდნის დონე დაბალი . უმრავლესობა მოსწავლეების აქტიურად არ არის ჩართული საგაკვეთილო
პროცესში,თუმცა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი დაკისრებულ მოვალეობებს პასუხისმგებლობით
ეკიდბა, კარგად ფლობენ გეოგრაფიულ ნომენკლატურას და თავისუფლად აკავშირებენ თეორიულ
მასალასთან, აქვთ დიდი ლექსიკური მარაგი, რაც უმარტივდებათ მათ ცოდნის გაღრმავებას.
ორიენტირებენ დროსა და სივრცეში, დამოუკიდებლად ადარებენ ქვეყნებს სხვადსხვა კრიტერიუმების
მიხედვით.
XI-ა კლასში ცოდნის დონე დაბალია, უმრავლესობა მოუმზადებელი
და მოუწესრიგებელია. I სემესტრის განმავლობაში
ვერ გაითავისეს ის რომ , წლის ბოლოს აქვთ გამოცდა და სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა,
თუმცა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში და ცდილობენ გაიმეორონ ის მასალა რომელიც გამოცდისთვისაა
საჭირო. ჩავატარეთ დებატები თემაზე: „ გლობალიზაცია
სიკეთე და საფრთხე “ რაშიც უმრავლესობა აქტიურად
იყო ჩაბმული . ასევე ჩატარდა შიდა სასკოლო წერა, სადაც დაფიქსირდა დაბალი აკადემიური
მოსწრება.
XI-ბ კლასში
ცოდნის დონე მაღალია, უმრავლესობა ცდილობს გაითავისოს წლის ბოლოს გამოცდისთვის მზადება
და ვატარებთ კვირაში ერთხელ დამატებით გაკვეთილს
ამისთვის. მობილიზებულნი არიან მასალის კარგად ათვისებაში, სასკოლო წერის შედეგებიც
მაღალია. შევეცდებით II სემესტრიდან უფრო მეტად
ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში . ჩავატარეთ დებატები თემაზე : „ გლობალიზაცია სიკეთე
და საფრთხე “ , სადაც მწვავე პოზიციები დაფიქსირდა ამ საკითხთა
დაკავშირებით.სევე ჩავერთედ პროექტში მსოფლიოს ყველაზე დიდი გაკვეთილი,გედერული თანასწორობა
სადაც ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული
ისტორიის პედაგოგი- ნანა ზაზანაშვილი
მიმდინარე
სასწავლო წელს ვასწავლი მე-6 გ,დ
;მე-7 ა; მე-8 ბ; მე-11 ა,ბ; მე-12 ბ
კლასებს.აღნიშნულ კლასებში დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა
კლასგარეშე შემეცნებითი ექსკურსიები, პრეზენტაციები, სახალისო ვიქტორინები, სემესტრის
განმავლობაში ვატარებდი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს კლასებში,
აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლებში მოტივაციის ამაღლებას, ასევე უფრო მრავალფეროვანი
ხდება მათთვის გაკვეთილები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების
განვითარებას.
VI გ
კლასს ვასწავლი მეორე წელი, კლასი საშულო დონის უნარების მაჩვენებელია, ასევე დაკომპლექტებულია
სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასში არის ასევე სსმ მოსწავლე, მისთვის შემუშავებული
მქონდა ინდ-სასწავლო გეგმა, რომელიც მან წარმატებით დაძლია. მე-6 კლასში მოსწავლეები
შეისწავლიან საგანს „ჩვენი საქართველო“, პირველ სემესტრში მათ შეისწავლეს, დრო და ისტორია,
ასევე საქართველოში გავრცელებული რელიგიები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ
შემეცნებითი ექსკურსია ძველი თბილისის უბანში, ბავშვებმა მოინახულეს ერთ სივრცეში განლაგებული
სხვადასხვა რელიგიური შენობა-ნაგებობები ( სომხური ეკლესია,ებრაული სინაგოგა, მუსლიმური
მეჩეთი. მართლმადიდებლური ტაძარი და კათოლიკური ეკლესია), ნანახით მოსწავლეები კმაყოფილები
დარჩნენ და სკოლაში დაბრუნებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები კედლის გაზეთის მეშვეობით
გამოხატეს.
პირველი სემესტრის დეკემბრის თვეში დაკომპლექტდა კიდევ
ერთი მე-6 დ კლასი, ამ კლასის
სასწავლო უნარების საშაულო დონისაა. მეორე სემესტრში ვგეგმავ განვახორციელო უფრო მრავალფეროვანი
აქტივოებები და რაც მთავარია მოსწავლეების საჭიროებებზე და მათ უნარებზე გათვლილი.
VII ა
კლასი
აღნიშნულ
კლასს უკვე მესამე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის
ჩართული როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით
და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი და კრეატიული
ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო კლასში.ვაწყობთ
დისკუსიებს, ვატარებთ ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევს ყველა მოსწავლე თანაბრად
იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
თემის „პრეისტორია“
შესწავლის შემდეგ დავგეგმე შემეცნებითი ექსკურსია თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ
საგანძურში, აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს ვიზუალურად აღექვათ
უძველესი ადამიანების ყოფა-ცხოვრება და კულტურა.ასევე
მოსწავლეებმა მოამზადესპრეზენტაცია თემაზე „ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები“, მათ
მოიძიეს და დაამუშავეს ძველი იმპერიების შესახებ
ინფორმაციები და ისტ-ტექნოლოგიის დახმარებით power point-ის პროგრამის მეშვეობით საკმაოდ
საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კლასი ნამდვილად
იძლევა საშუალებას რომ უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
VIII ბ კლასთან
მუშაობა წელს პირველად დავიწყე,ამიტომ გადავწყვიტე
რომ პირველი სემესტრი მათი შესაძლებლობების და უნარების შესწავლისთვის დამეთმო. კლასი
ამ ეტაპზე ავლენს საშუალო დაინტერესებას ისტორიის საგნისადმი.მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრებაც არ არის დამაკმაყოფილებელი,ამ მხრივ ვცდილობდი ისეთი გაკვეთილების ჩატარებას,რომელი
ძირითადად მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ გონებრივი შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული.
XI ა ბ კლასი
მეთერთმეტე
კლასი განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური სადაც მოსწავლეებმა 3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინონ მაღალი დონის
სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ რათქმაუნდა დაეხმარება სხვადასხვა
სააზროვნო აქტივობები, რასაც თითქმის ყველა გაკვეთილზე ვატარებთ. მოსწავლეები ძირითიდად
კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს რადგან ისტორიის სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა
აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ ჯგუფურად, ასევე რამოდენიმე მოსწავლემ
მონაწილეობა მიიღო ისტორიის ოლიმპიადის პირველ ტურში.ასევე მე-11 ბ კლასის 6 მოსწავლე
მონაწილეობას იღებდა სამგორის რაიონის მიერ გამართულ დებატების კონკურსში,აღნიშნული
კონკურსი რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა და საბოლოოდ
ბავშვებმა ფინალური ტურიც მოიგეს, ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი
საჩუქრებით. მეთერთმეტე კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო
მასალის შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ
საქართველოს და მსოფლიოს ისტორია,გაანალიზონ და განიმტკიცონ ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება
ხშირი შემაჯამებელი დავალებები ტესტების და ღია კითხვების სახით. ყოველი თემის დასრულების
შემდეგ ვაწყობთ პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ მასალას.
XII კლასი
მეთორმეტე კლასი არის სააბიტურიენტო კლასი, ამიტომ
ძირითადი აქცენტი კეთდება მოსწავლეების cat და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაზე.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
VI-გ
|
2
|
2
|
5
|
8
|
5
|
2
|
|
|
VI-დ
|
|
2
|
5
|
2
|
3
|
6
|
2
|
3
|
VII-ა
|
6
|
4
|
4
|
4
|
5
|
5
|
|
|
VIII-ბ
|
|
1
|
1
|
5
|
5
|
13
|
4
|
|
XI-ა
|
2
|
5
|
4
|
6
|
4
|
|
|
|
XI-ბ
|
3
|
2
|
4
|
5
|
5
|
4
|
|
|
XII-ბ
|
1
|
3
|
2
|
8
|
1
|
3
|
|
|
გეოგრაფიის პედაგოგი- ქეთევან ტურიაშვილის
მოგახსენებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წელს ვასწავლი VIII ბ, VIII გ კლასებს გეოგრაფია და IX გ კლასს საქართველოს გეოგრაფიას. ესგ-ს მიხედვით
ამ საგანში კვირეული დატვირთვა შეადგენს 2-2 საათს. საგნის სტანდარტის შესაბამისად საზოგადოებრივი მეცნიერებები სწავლების მიზანია:
v მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი
მეცნიერებების საფუძვლებში.
v დაეხმაროს მას სამყაროს ერთ
მთლიანობად აღქმაში და მიმდინარე
პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
v ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ
და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
v ხელი შეუწყოს მის თავისუფალ
პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
v დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური
მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
v გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა,
განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა
მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა
სახის საგანგებო ვითარებაში.
მე-8 ბ კლასში სწავლობს 31 მოსწავლე. კლასში საშუალო და საშუალოზე
დაბალი მოსწრების ბავშვები არიან, აქვთ დაბალი მოტივაცია და სწავლისადმი ინდეფერენტული
დამოკიდებულება. სიტუაციის ანალიზის საფუძველზე
ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპები იყო:
v ჩვენ
ყველას შეგვიძლია სწავლა;
v მასალის
დამახსოვრება სქემების და საკვანძო საკითხების მიხედვით;
v მარტივი, მკაფიო დავალებების და სავარჯიშოების შესრულება;
პირველი სემესტრის
თემებიდან შედარებით ადვილად აიღეს ცოდნა მიგრაციის და ურბანიზაციის საკთხებზე, თუმცა
გაუჭირდათ ეკონომიკის თემების შესწავლა.ჯგუფური
და წყვილებში მუშაობით, რეფერატების მომზადებიათ, დამრიგებელთნ და მშობლებთნ მუშაობის შემდეგ
სემესტრის ბოლოსთვის შევძელით ,,ყინულის დაძვრა“.
მე-8 ბ და მე-8
გ კლასებში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს
და წარმოადგინეს პრეზენტაციები მსოფლიოს რელიგიების
შესახებ. ასევე მოაწყვეს დისკუსია თემაზე: ,,ქალაქ თბილისის ურბანიზაციის დონე.“
რაც შეეხება VIII
გ და IX
გ კლასებს ( 34—29 მოსწავლე) -- არის
რამდენიმე მოტივირებული მოსწავლე, შეფასებით
9-10 ქულა, მაგრამ პრობლემა იგივეა რაც მე-8
ბ კლასსში. VIII გ და IX გ კლასებში ემატება
ისიც, რომ კლასების დიდი ნაწილი რუსულენოვანია და უჭირთ თემების შინაარსობრივი აღქმა.
IX
გ კლასში მყავს სსსმ მოსწავლე, რომელთნაც ვმუშაობ ადაპტირებული ინდ გეგმით.
პრობლემად რჩება
შემაჯამებელი წერები. შედარებით უკეთესად ართმევენ
თავს ცოდნაზე დამყარებულ ტესტებს, მაგრამ უჭირთ
მაღალ სააზროვნო უანარებზე გასვალა.
კლასის მოსწავლეთა სწავლის
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვფიქრობ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლილებები შევიტანო
მე-2 სემესტრის კალენდარულ-თემატურ გეგმაში, მეტად გამოვიყენო შესაბამისი რესურსები
(რუკები, ტექნოლოგიები), რათა უფრო საინტერესო და ეფექტიანი იყოს მათთვის სასწავლო პროცესი. სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში დამეხმარება აგრეთვე გეოგრაფიის
ტრენინგზე მიღბული გამოცდილება--,,ბავშვზე
ორიენტირებული სწავლება.“ (16-20 დეკემბერი 2016 წელი. ტრენერი მაია ბლიაძე)
მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრება კლასების მიხედვით.
კლასები
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
2 ქულა
|
VIII -ბ
|
|
4
|
2
|
2
|
5
|
3
|
11
|
2
|
|
VIII-
გ
|
1
|
4
|
2
|
3
|
2
|
13
|
1
|
2
|
|
IX
-გ
|
1
|
3
|
2
|
1
|
4
|
6
|
6
|
1
|
1
|
No comments:
Post a Comment