სხდომის ოქმები

სსიპ 108 ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის სხდომის
ოქმი 1

თარიღი: 5. 09. 2016
სხდომის დაწყების დრო: 12:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ:
სკოლის დირექტორი:  მაია მღვდელაძე
დირექტორის მოადგილე: ნინო არობელიძე
კათედრის წევრები:

სახელი და გვარი
საგნის დასახელება
ხელმოწერა
1
ნანა ზაზანაშვილი
ისტორია

2
თეა დოლიძე
სამოქალაქო განათლება

3
თეა ხმალაძე
არჩევითი საგნები

4
ფიქრია ჯაბანიშვილი
ისტორია

5
მარიკა ჭიკაძე
ისტორია


სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე: 5 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1.      კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.      კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.      გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა/განხილვა;
4.      პედაგოგთა საათების განაწილება;
5.      შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა/გადახედვა;
6.      სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
7.      სხვა მიმდინარე საკითხები.



საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა.
მომხსენებელი: სსიპ 108 -ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო არობელიძე

მოისმინეს:  ქალბატონმა ნინო არობელიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, კათედრის მუშაობის პრინციპები, გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ  ნინო არობელიძემ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;    

ქალბატონმა ნინო არობელიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ისიც,  რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს წამოეყენებინათ თავიათი კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:      მასწავლებელმა   თეა დოლიძემ  კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ნანა ზაზანაშვილი, ხოლო მდივნად ფიქრია ჯაბანიშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით  საზოგადოებრივი მეცნიერების    კათედრის     თავმჯდომარედ  არჩეულ იქნეს ნანა ზაზანაშვილი.     კათედრის მდივნად   ფიქრია ჯაბანიშვილი

მომხრე: 5 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებლი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2016-2017 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა:  მარიკა ჭიკაძემ  აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით

კენჭისყრის   შედეგები:
1.    მომხრე 5- მასწავლებელი
2.    წინააღმდეგი-0
3.    თავი შეიკავა-0
დაადგინეს: დამტკიცდეს საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის 2016-2017 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.



საკითხი N3.გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა/განხილვა.
მომხსენებელი: სსიპ 108-ე საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე  ნანა ზაზანაშვილი

მოისმინეს: ქალბატონმა/ბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. სსიპ-108-ე  საჯარო სკოლამ 2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წელს აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5 წლის განმავლობაში.  შესაბამისად 2016-2017 სასწავლო წლისთვის ვადა გასდის I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. ვინაიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არ მომხდარა გრიფის მინიჭება ახალი სახელმძღვანელოებისათვის სკოლა ძალაში ტოვებს 2011-2012 სასწავლო წელს შერჩეულ გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხას კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
კათედრის სხდომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლება განახორციელონ იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

ქალბატონმა/ ბატონმა _ნანა ზაზანაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.    

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
2016-2017 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა   განისაზღვროს დანართის შესაბამისად.                                                                               

მომხრე   ---5-- მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0


საკითხი N3. პედაგოგთა საათების განაწილება.
მომხსენებელი: სსიპ 108-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე

მოისმინეს: ქალბატონმა მაია მღვდელაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:  
1.თეა დოლიძე --კვირაში -19--სთ (კლასების მიხედვით მიუთითეთ)
2.ფიქრია ჯაბანიშვილი --კვირაში -20--სთ.
3.მარიკა ჭიკაძე --კვირაში -20--სთ.
4.ნანა ზაზანაშვილი--კვირაში-20 სთ
5.თეა ხმალაძე-- კვირაში--I სემესტრი- 22 სთ, II სემესტრი-17 სთ

მომხრე 5 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0


საკითხი  N4.  შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა/გადახედვა;
მომხსენებელი: ნანა ზაზანაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა,  რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა  სკოლის  დირექციასთან  ერთობლივად  შემუშავებული  შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, (იხ.  შემაჯამებელი  დავალების  ანალიზის   სქემები),  რომლის  მიხედვითაც  უნდა   იხელმძღვანელონ  მასწავლებელებმა მიმდინარე სასწავლო წელს.

აზრი გამოთქვა: თეა ხმალაძემ აღნიშნა,  რომ  შემაჯამებელი  დავალებების ანალიზი გვიჩვენებს  მოსწავლეების  მიერ   მიმდინარე  თემების   ათვისების  ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ინდივიდუალურად იმუშავოს მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              
                        
       კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:   -5
წინააღმდეგი:-0
თავი  შეიკავა:-0
   
დაადგინეს: კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   წარმოდგენილი  შემაჯამებელი  დავალების ანალიზების   ფორმებით ( იხ.  შემაჯამებელი დავალების ნიმუში)



საკითხი N5.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
მომხსენებელი: სსიპ 108-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების   კათედრის თავმჯდომარე ნანა ზაზანაშვილი.

მოისმინეს:   ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმარტებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.

მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და  სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა წარმოადგინათ  დაგეგმილი ღია გაკვეთილებისა და ღონისძიებების  გეგმები.

აზრი გამოთქვა: ფიქრია ჯაბანაშვილამა აღნიშნა, რომ  ღია გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ თემაზე ახდენს  კონცენტრირებას  და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება  ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მომხრე ---5-- მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.


სხდომის დასრულების დრო: 15:_00_ სთ

კათედრის თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი

მდივანი: ფიქრია ჯაბანაშვილი




საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის სხდომის ოქმი N2

. თბილისის სსიპ 108 საჯარო სკოლა                                                                                18/10/2016 .
სხდომის დაწყების დრო: 15.00

სხდომას ესწრებოდნენ:
სკოლის დირექტორი:   მაია მღვდელაძე, დირექტორის მოადგილე: ნინო არობელიძე
კათედრის წევრები:

#
სახელი, გვარი
საგნის დასახელება
ხელმოწერა
1
ნანა ზაზანაშვილი
ისტორია

2
თეა დოლიძე
სამოქალაქო განათლება

3
მარინა ჭიკაძე
ისტორია

4
ფიქრია ჯაბანიშვილი
ისტორია

5
თეა ხმალაძე
ისტორია

6
ნინო ქევხიშვილი
გეოგრაფია

7
ქეთევან ტურიაშვილი
გეოგრაფია


სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.


დღის წესრიგი:
Ø  საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა/შეფასება;
Ø  ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო  საფეხურისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში შემავალი საგნის - „გეოგრაფიის“  სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსიის განხილვა/შეფასება;
Ø  სამოქალაქო განათლების  სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსიის განხილვა/შეფასება.



კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე -8
მოწინააღმდეგე- 0
თავი შეიკავა- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1. საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა/შეფასება.

მომხსენებელი: სსიპ 108    საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე  ნინო არობელიძე

მოისმინეს: ბატონი/ქალბატონი ნინო არობელიძი ინფორმაცია საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის  შესახებ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული კურსის სწავლება მნიშვნელოვანია  საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რადგან ისტორიის შესწავლა მათ განუვითარებს  ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზის უნარს, ასევე მოსწავლეს ჩამოუყალიბებს ისტორიული ეპოქების აღქმისა და მათი მახასიათებლების  ერთმანეთთან  შედარების  უნარს. 

ნინო არობელიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიის  სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის  ყურადღებით განხილვა და შეფასება, რადგან  ისტორიის შესწავლამ ხელი უნდა  შეუწყოს მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
საზოგადოებრივი კათედრის  თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარმოდგენილი სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით.
აზრი გამოთქვა: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა  ფიქრია ჯაბანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს. ისტორიის სასწავლო პროგრამა ემსახურება სწორედ იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება, ასევე შეძლოს გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ცვლილება  შეიძლება მოხდეს ახალი წყაროების აღმოჩენისა და მიდგომების შემუშავების პირობებში.
მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია  სრულად პასუხობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.ფიქრია ჯაბანიშვილის აზრით, სწავლის პროცესზე დადებით გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ სასწავლო პროგრამაში დაწვრილებით არის მოცემული, სწავლების პროცესის შეფასების კომპონენტები, დავალებათა ტიპები და მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ განსაზღვრული დავალებები.  ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თითოეული თემის დასასრულს მოცემულია სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან დამაკავშირებელი კითხვები, რომელიც მოსწავლეს ეხმარება უკეთ გაიაზროს სასწავლო პროგრამაში მოცემული თემები. ასევე სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალებები.
აზრი გამოთქვა: ისტორიის მასწავლებელმა ნანა ზაზანაშვილმა.მან განაცხადა, რომ მისი აზრით ისტორიის  სწავლება დადებითად იმოქმედებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ისტორიის სწავლებისას განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოხდება წყაროს გარჩევა, ჩატარდება პრეზენტაციები, დისკუსიები, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ მუზეუმებს,  გაკვეთილის მსვლელობისას განახორცილეონ ისტორიული ვიდეომასალისა და ფილმების გარჩევა; ჩაატარონ გამოკითხვები/კვლევები, დადგან პიესები და განახორცილეონ სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც მათ დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ და გაიაზრონ მოცემული თემა თუ დავალება.
აზრი გამოთქვა: ისტორიის მასწავლებელმა მარინა ჭიკაძემ. ის დაეთანხმა ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებებს და დამატებით განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამუშაო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესში აქცენტი, პირველ რიგში კეთდება ისტორიული მოვლენის ანალიზზე და წარსულში მომხდარი ფაქტის დღევანდელობასთან რელევანტურობის ჩვენების მცდელობაზე. სამუშაო გეგმაში ასევე აქცენტი კეთდება მოსწავლეების მიერ ჯგუფურ მუშაობაზე. ჯგუფური    მუშაობა კი ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარებას. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის  გათვალისწინებას და აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
აზრი გამოთქვა ნანა ზაზანაშვილმა „ მიმაჩნია,რომ ის სრულად შეესაბამება საგნის სწავლების პრინციპებს.კარგია რომ, VII-VIII-IX კლასებში საქართველოს ისტორია ისწავლება პერიოდიზაციის მიხედვით, პარალელურად მსოფლიოს ისტორიასთან შესაბამისობაში მოდის.ასევე  ვეთანხმები შეფასების კრიტერიუმებს,რადგან მიმაჩნია,რომ სტანდარტით გათვალისწინებული აქტივობებით მოსწავლეთა შეფასება უფრო მრავალფეროვანი გახდება.სასურველია,იყოს მეტად ორიენტირებული მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე. სასურველი იქნებოდა  რომ სახელმძღვანელოები გამდიდრებული იყოს ილუსტრაციებით და წყაროებით, რათა მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ეფექტრად აღიქვან ისტორიული პერიოდი და შეძლონ მართებული მსჯელობა ფაქტის ირგვლივ.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ  იმსჯელა წარმოდგენილი საკითხის შესახებ და კენჭი უყარა საგნის ისტორიის სტანდარტის სამუშაო ვერსიის დადებითად ან უარყოფითად შეფასების საკითხს.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე  -8
მოწინააღმდეგე - 0
თავი შეიკავა - 0

კენჭისყრის შედეგად საზოგადოებრივი მეცნიერებების  კათედრამ დაადგინა:

დადებითად შეფასდეს საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ისტორიის სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია.

საკითხი N2. ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო  საფეხურისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში შემავალი საგნის - „გეოგრაფიის“  სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსიის განხილვა/შეფასება.

მომხსენებელი: სსიპ 108 ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო არობელიძე.
მოისმინეს: ნინო არობელიძის ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაში შემავალი საგნის  - „გეოგრაფიის“ სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიის შესახებ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული კურსის სწავლება მნიშვნელოვანია   მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რადგან ეს საგანი ხელს უწყობს მოსწავლეებს კრიტიკულად გაიაზრონ და  შეაფასონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დროსა და სივრცესთან მიმართებით.

გეოგრაფიის  სწავლებისას, მოსწავლეები გააცნობიერებენ გეოგრაფიული აზროვნების მნიშვნელობას  ყოველდღიურ ცხოვრებაში,  მოსწავლეები გამოიმუშავებენ გლობალურ და ლოკალურ დონეზე სხვადასხვა სახის ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებით გამოწვეული კატასტროფების იდენტიფიცირების, წარმოქმნის მიზეზების დადგენის, შემდგომში მათი თავიდან აცილების/შერბილების და უსაფრთხო ქცევის უნარ-ჩვევებს. მოსწავლე შეძლებს ასაკის შესაბამისი სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარების ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: გეოგრაფიის მასწავლებელმა  ნინო ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით,  ზემოთ დასახელებული საგნის სწავლება დადებითად იმოქმედებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ საგნის სწავლებისას განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეადგინონ კროსვორდები გეოგრაფიული შინაარსით, შექმნან პლაკატები გარემოსდაცვით საკითხებზე  და ა.შ. მან ასევე აღნიშნა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება და ზემოაღნიშნული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების გაკვეთილის პროცესში ჩართულობასა და მათ მიერ მაალის უკეთესად ათვისებას.
აზრი გამოთქვა: სამოქალაქო განათლების  მასწავლებელმა თეა დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ გეოგრაფიის  შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული განვითარებისა და  ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის. ასევე განაცხადა, რომ გეოგრაფიის შესწავლა,   მოსწავლეს ეხმარება გაათვითცნობიეროს და გაიზაროს დედამიწაზე მიმდინარე გეოგრაფიული პროცესები, გაიაზროს გეოგრაფიული გარემოს განვითარების კანონზომიერებები, დაადგინოს დროისა და სივრცის ურთიერთმიმართება და მათში მიმდინარე მოვლენების და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. აღნიშნული საგანი  ეხმარება მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას, უცხო გარემოში ადეკვატურად მოქმედებისა და  თვითგამოხატვის უნარის განვითარებას, რაც მთავარია მოსწავლე აცნობიერებს სამშობლოსადმი სიყვარულს. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გააცნობიეროს გეოგრაფიული ცოდნისა და შესაბამისი ქმედებების მნიშვნელობა უსაფრთხო და მდგრადი განვითრების უზრუნველსაყოფად, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერის აუცილებლობა და ა.შ.
აზრი გამოთქვა: ფიქრია ჯაბანიშვილმა მან აღნიშნა რომ  გეოგრაფია ერთადერთი სასკოლო საგანია, რომელიც ერთდროულად განიხილავს და სწავლობს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ ობიექტებსა და მოვლენებს, რის გამოც მისი ამოცანები საკმაოდ ფართო და მრავალმხრივია. ამ კურსის მიმდინარეობისას, მოსწავლე შეძლებს გაიაზროს რა მნიშნველობა აქვს რუკას და მისი გამოყენების აუცილებლობას გეოგრაფიული კველვების დროს. ასევე შეისწავლის რუკის პრაქტიკულ  გამოყენებას.  რუკის წაკითხვა დაეხმარება მოსწავლეს   ვიზუალიზაციის საშუალებით თეორიული ცოდნის გაღრმავებაში.  საბაზო საფეხურზე აღნიშნული კურსის გავლის შედეგად მოსწავლეს  შესაძლებლობა ექნება კომპლექსურად დაახასიათოს და  გაიაზროს კონტინენტები, დიდი ქვეყნები, რეგიონები და ასევე  საქართველოს ცალკეული მხარეები.

საზოგადოებრივი მეცნიერებების  კათედრამ იმსჯელა  წარმოდგენილი საკითხის შესახებ და კენჭი უყარა საგნის „გეოგრაფიის“ - დადებითად ან უარყოფითად შეფასების საკითხს.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე  -8
მოწინააღმდეგე - 0
თავი შეიკავა -0
კენჭისყრის შედეგად საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ  დაადგინა:

დადებითად შეფასდეს ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურისთვის საგნის  „გეოგრაფიის“  სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსია.

საკითხი N3. სამოქალაქო განათლების  სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსიის განხილვა/შეფასება

მომხსენებელი: სსიპ 108ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე
მოისმინეს: მაია მღვდელაძის ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების ერთ-ერთი საგნის - სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსიის შესახებ. მისი მოსაზრებით, მისასალმებელია და საკმაოდ კარგი შედეგის აღნიშნული კურსის სწავლება საბაზო კლასის მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რათა მათ უკეთესად შეიცნონ თავიანთი როლი საზოგადოებაში და იცოდნენ მისი მნიშვნელოვანი ასპექტები.

ამ საგნის სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნობიერონ თავიანთი და სხვისი უფლებები, რათა შეძლონ მათი დაცვა; აღიქვან თავიანთი თავი საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის წევრად; შეეძლებათ ინიციატივების გამოჩენა და სამომავლო მიზნების დასახვა; ასევე, აღნიშნული კურსი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გააკეთონ სწორი არჩევანი მომავალი პროფესიის არჩევისას.

მოსწავლეები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს, თუ როგორ მოიქცნენ ჯგუფურად მუშაობის დროს, როგორია თანამშრომლობა სხვადასხვა საზოგადოებებთან თუ პირთა ჯგუფებთან. ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემასა და თავიანთი გადაწყვეტილებების დასაბუთებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ როგორ მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. შეძლებენ გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობრივი როლის შესრულება საზოგადოებაში.

შესაბამისად, მოსწავლეებს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, ექნებათ უნარი აქციონ იდეები საქმედ, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამოიცნონ მნიშვნელოვანი პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის გზები და ასაკის შესაბამისად გამოავლინონ ეკონომიკური უნარ-ჩვევები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა  თეა დოლიძემ. ქალბატონმა თეა დოლიძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება წლებია მიმდინარეობს სკოლაში და, მისი აზრით, მოსწავლეების თვითშეგნება და ცნობიერება დღითიდღე იზრდება. შესაბამისად,  ზემოთ დასახელებული საგნის სწავლება დადებითად მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებაზე. 
ქალბატონმა თეა დოლიძემ აღნიშნა, რომ დირექტორის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო განათლების სტანდარტის მიხედვით, საგნის სწავლება, ფაქტობრივად, სამ ეტაპად იყოფა კლასების მიხედვით. კერძოდ, VII კლასში ისწავლება საგანი „ინდივიდი და საზოგადოება“, VIII კლასში „მოქალაქე და სახელმწიფო“, ხოლო  IX კლასში „მოქალაქე  და გლობალური პროცესები“. მან განიხილა თითოეული ეტაპი ცალ-ცალკე:
·         ინდივიდი და საზოგადოება - წარმოდგენილი თემა ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საცხოვრებელი გარემო,  სასკოლო გარემო და სასკოლო საზოგადოება,  ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სამოქალაქო უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც თავის მხრივ კიდევ იშლება თემებად და მოიცავს კონკრეტულ საკითხებს.
·         მოქალაქე და სახელმწიფო - მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები სახელმწიფოში, ადგილობრივი თვითმმართველობა; ცენტრალური ხელისუფლება; სამოქალაქო საზოგადოება; ეკონომიკა და სახელმწიფო; გარემოს დაცვა და სამოქალაქო უსაფრთხოება.
·         მოქალაქე  და გლობალური პროცესები - აღნიშნული ეტაპი კი ეხება სამშვიდობო პროცესებს/მშვიდობასა და განიარაღებას; ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს; გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას და მსოფლიო ბაზარს.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების სწავლებისას განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან პროექტები; შეადგინონ კითხვარები; ჩაატარონ ინტერვიუები; დაწერონ სტატიები; იმუშაონ ჯგუფურად; აწარმოონ სასკოლო გაზეთი; ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში; მოაწყონ დისკუსიები აქტუალურ თემებზე და სხვა. გაკვეთილის მიმდინარეობისას ინტერაქტიული, ლექციური, გონებრივი იერიშისა და სხვა მეთოდების გამოყენება და ზემოაღნიშნული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების გაკვეთილის პროცესში ჩართულობასა და მათ მიერ მასალის უკეთესად ათვისებას.
სამოქალაქო განათლების შესწავლა ძალზე მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნული განვითარებისა და  ჩამოყალიბებისათვის. ქალბატონმა თეა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ სამოქალაქო განათლების შესწავლის გზით მოსწავლე შეიმეცნებს საზოგადოებაზე ზრუნვის აუცილებლობას, ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემას, თანაგრძნობასა და მზრუნველობას, სამართლიანობასა და შემწყნარებლობას. ისინი გასცდებიან ასევე თავიანთ საზოგადოებას და იფიქრებენ, შეიმეცნებენ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს გლობალურად. ცნობიერებას აიმაღლებენ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, ეკონომიკური ინტეგრაცია, სამართლებრივი აქტების ცოდნა და მათი გამოყენების მნიშვნელობა და სხვა.
ქალბატონმა თეა დოლიძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლება მოსწავლეს ამზადებს დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და ეხმარება მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას, უცხო გარემოში ადეკვატურად მოქმედებისა და  თვითგამოხატვის უნარის განვითარებას, რაც მთავარია მოსწავლე იცნობს მის და სხვა ადამიანის უფლებებს, იცის მათი დაცვის მნიშვნელობა და  იცის თავისი როლი საზოგადოების განვითარებისთვის.
აზრი გამოთქვა:  მასწავლებელმა ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლების ასეთი ფორმით სწავლება ძალიან კარგია მოსწავლეებისათვის, თუმცა, მან მიიჩნია, რომ VIII და განსაკუთრებით IX კლასებისთვის განკუთვნილი გარკვეული თემები საკმაოდ სერიოზული და მასშტაბურია.  შესაბამისად, მოსწავლეებისათვის მათი მიწოდება დაკავშირებულია პრობლემებთან იმდენად, რამდენადაც, მისი აზრით, მოსწავლეებს გაუჩნდებათ ძალიან ბევრი კითხვა. გარდა ამისა, თემების სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული სპეციალიზაციის გავლა, რათა მასწავლებელმა შეძლოს საკითხების მოსწავლეებამდე ისე მიტანა, რომ არ მოხდეს მათი მხრიდან აგრესიის გამოხატვა.  მაგ., სანამ მასწავლებელი IX კლასში ახსნის, თუ რატომ განვითარდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, საერთოდ რა დანიშნულება აქვთ ასეთ ორგანიზაციებს, რა არის ადამიანის უფლებები, რა უფლებები გააჩნია ადამიანს და სწორედ, ამ ყველაფრის მერე გახდეს ცნობილი ორგანიზაციების განვითარების მიზეზები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლის მიერ გამოხატული აზრი ან/და წარმოდგენა ამა თუ იმ თემაზე არ იქნეს უგულვებელყოფილი ისე, რომ შემდგომში აღარ მოუნდეს აზრის გამოხატვა.
აზრი გამოთქვა: ისტორიის  მასწავლებელმა ქალბატონმა თეა ხმალაძემ. მან აღნიშნა, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე ადრეული ასაკიდან შეძლებს გაეცნოს თავის უფლება-მოვალეობებს, თავი იგრძნოს საზოგადოების წევრად, თავიდანვე გაერკვეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რა უწყობს ხელს ადამიანის ინდივიდუალიზაციას, რამდენად მნიშვნელოვანია მისი უფლებების განხორციელება, იგრძნოს პასუხიმგებლობა  სკოლისა და საზოგადოების წინაშე.
სამოქალაქო განათლების სწავლებას უფრო მეტი ეფექტი ექნება, თუ სწავლება განხორციელდება კონკრეტული სიტუაციების განხილვით, სიტუაციური მაგალითებით, კონკრეტულ ორგზანიზაციებთან თუ პირებთან შეხვედრით, დაწესებულებებში ვიზიტებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით, იმიტირებული პროცესებითა და სხვა მეთოდებით.


მოცემული სტანდარტი სრულყოფილადაა გათვლილი საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის და ესგ-ს გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. მთლიანად ვეთანხმები მოცემულ სტანდარტებს, სწავლების მეთოდებს, წარმოდგენილ მიმართულებებს და ყველა იმ სიახლეს, რომელიც გათვალისწინებულია წიგნის სწავლებისას. მაგრამ უფრო მეტი სრულყოფისათვის, ვფიქრობ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლო პროგრამას, კონკრეტულად მეტი აქცენტირებაა საჭირო სასწავლო ტექსტებზე. საჭიროა ასევე პერიოდიზაციის დახვეწა. დამატებითი საკითხავი მასალის მიწოდება სახელმძღვანელოს მეშვეობით.
მოცემული სტანდარტი სრულყოფილადაა გათვლილი საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის და ესგ-ს გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად.  ვეთანხმები მოცემულ სტანდარტებს, სწავლების მეთოდებს, წარმოდგენილ მიმართულებებს და ყველა იმ სიახლეს, რომელიც გათვალისწინებულია  სწავლებისას.  საჭიროა მეტი თვალსაჩინოობა კანონებისა და საზოგადოებრივი მოვალეობების შეთავსებისა. ინფორმირებისათვის სასწავლო პროგრამებით მეტი მასალის მიწოდებასამოქალაქო კოდექსის შესახებ.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ იმსჯელა წარმოდგენილი საკითხის შესახებ და კენჭი უყარა საგნის - სამოქალაქო განათლების - დადებითად ან უარყოფითად შეფასების საკითხს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე  -8
მოწინააღმდეგ - 0
თავი შეიკავა - 0

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

დადებითად შეფასდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებების, კერძოდ, სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმის სამუშაო  ვერსია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

სხდომის დასრულების დრო: 17.00 სთ.

კათედრის თავმჯდომარე:                                                               /ნანა ზაზანაშვილი/

კათედრის მდივანი:                                                                          /ფიქრია ჯაბანიშვილი/






კათედრის სემესტრული სხდომის ოქმი N3

თარიღი:  10 /01 2017 წელი
სხდომის დაწყების დრო: 13:00 სთ
სხდომის დასრულების დრო:14:00 სთ
კათედრის თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მდივანი:    ფიქრია ჯაბანიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:
დირექტორის მოადგილე: ნინო არობელიძე
კათედრის წევრები:


#
სახელი, გვარი
საგნის დასახელება
ხელმოწერა
1
ნანა ზაზანაშვილი
ისტორია

2

თეა დოლიძე
ისტორია, სამოქალაქო განათლება

3

ფიქრია ჯაბანიშვილი

ისტორია

4

მარინა ჭიკაძე

ისტორია

5

თეა ხმალაძე

ისტორია, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

6

ნინო ქევხიშვილი
გეოგრაფია

7
ქეთევან ტურიაშვილი
გეოგრაფია


დღის წესრიგი:
1.    პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;
2.    ოლიმპიადის II ტურში გადასულ მოსწავლეებთან მუშაობა;
3.     I სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
4.    II სემესტრის სამუშაო გეგმის დამტკიცება;


კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე :8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა : 0

საკითხი N1. პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;


მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მენიერებების კათედრის თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა პირველ სემესტრში კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, რეიტინგულ სისტემაზე, გაცდენებზე.  მან აღნიშნა, რომ სემინარების, სასკოლო თემატური პრეზენტაციებისა და ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი შედეგები, რაც მასწავლებლების მუშაობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. 2016-2017 სასწავლო წლის I სემესტრში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში გაერთიანებული საგნების საშუალო აკადემიური მაჩვენებელი არის შემდეგი:
1.      ისტორია: 8;
2.      გეოგრაფია: 8;
3.      სამოქალაქო განათლება: 9 ;
4.      სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება: 8
5.      საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

ქალბატონმა ნანა ზაზანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან კარგია  და მასწავლებელთა დაუღალავი შრომის შედეგად მოსწავლეები კიდევ უკეთეს შედეგს აჩვენებენ მომავალში. სასურველი იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სსიპ ქალაქ თბილისის  N-108  საჯარო სკოლის მოსწავლეები. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. მან ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე. ასევე აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N 108 საჯარო სკოლის პრიორიტეტია სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზარდოს პროექტული აქტივობების ხვედრითი წილი, რათა შესაძლებელი გახდეს ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება. აქვე აღინიშნა, რომ კათედრის მუშაობაში, წინა წლებთან შედარებით, პროგრესიც შეინიშნება. ქალბატონმა .... აღნიშნა, რომ აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მისაღები ფორმაა ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.

2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრი აქტიური  იყო შიდა სასკოლო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისითაც. მე-10-12 კლასებში ჩატარდა პრეზენტაციები, რომელშიც კლასები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პრეზენტაციების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული 11 ბ  კლასის სახით.
მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ინტერაქტიული შეხვერდა, სადაც განხილული იქნა ცალკეული გეოგრაფიული პრობლემები, ასევე მოყვანილი იყო დასაბუთებული არგუმენტები მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე, რომელშიც პარალელური კლასები იღებდნენ მონაწილეობას. ინტერაქტიულ შეხვედრაზე გამოვლინდა გამარჯვებული 11ბ კლასი, რომელაც ყველაზე კარგად წარმოაჩინა და დაასაბუთა მის მიერ წარმოდგენილი პოზიცია.
მე-10-12 კლასებში ჩატარდა პრეზენტაცია იმ მოღვაწეებზე, რომლებმაც დამოუკიდებლობას აზიარეს საქართველო. პრეზენტაციის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - მე 12 ბ კლასი.



აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ისტორიის მასწავლებელმა - მარინა ჭიკაძემ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების მასწავლებელმა -თეა ხმალაძემ, რომლებმაც აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება სხვადასხვა პროექტებისადმი. ასევე, აღნიშნეს ეროვნული ოლიმპიადის შედეგები და დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში გაწეული მუშაობა.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეორე სემესტრიდან, ცალკეული საგნების შესაბამისად, კათედრის მიერ დაიგეგმოს სხვადასხვა პროექტები. მასწავლებლებს დაეკისროთ სხვადახვა პროექტების განხორციელების ვალდებულება.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე :8
წინააღმდეგი :0
თავი შეიკავა : 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნეს მიღებული პირველი სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები


საკითხი N2. ოლიმპიადის II ტურში გადასულ მოსწავლეებთან მუშაობა;
მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N 108  საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო არობელიძე
მოისმინეს: ქალბატონი ნინო არობელიძის ინფორმაციით 2016 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა N 108 საჯარო სკოლის 8 მოსწავლე, საიდანაც 4-- მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. სკოლა ასევე ჩართული იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიცირებულ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში, სადაც მონაწილეობას იღებდა სსიპ ქალაქ თბილისის N 108 საჯარო სკოლის მოსწავლეები 3 რომელთაგან ოლიმპიადის მეორე ტურში ასპარეზობას გააგრძელებს  1 მოსწავლე.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ნინო ქევხიშვილმა, ქეთევან ტურიაშვილმა- აღნიშნეს მოსწავლეთა მონდომება და წარმატება. მათი აზრით, საჭიროა, მასწავლებლებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს სათანადოდ მომზადებაში.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე : 8
წინააღმდეგი :0
თავი შეიკავა :0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას მიღებული ინფორმაცია ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ და დაიგეგმოს მოსწავლეებთან მოსამზადებელი მუშაობა მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად.



საკითხი N3. 2016-2017 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N 108 საჯარო სკოლის  საზოგადოებრივი კათედრის თავმჯდომარე - ნანა ზაზანაშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა  ნანა ზაზანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

აღნიშნულ საკითხზე  აზრი გამოთქვეს: ისტორიის მასწავლებელმა  თეა დოლიძემ აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში მუშაობისას.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე :8  
წინააღმდეგი :0
თავი შეიკავა: 0

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნას მიღებული სსიპ ქალაქ თბილისის  N 108. საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.



საკითხი N4.  II სემესტრის სამუშაო გეგმის შემუშავება/დამტკიცება.
მომხსენებელი: სსიპ ქალაქ თბილისის N 108  საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
მოისმინეს: ქ-ნ ნანა ზაზანაშვილის ინფორმაცია კათედრის სამუშაო გეგმის შესახებ. სამუშაო გეგმაში გათვალისწინებულია ორი სხდომა, 1 სხდომა გამოსაშვები გამოცდის დაწყებამდე და 1 სხდომა კი სასწავლო წლის დასრულებისას.
სხდომაზე შემუშავდა კათედრის სამუშაო გეგმა, სადაც ჩამოთვლილია კათედრის სხდომების სავარაუდო დღის წესრიგი.
დაიგეგმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით ტრეინინგებისა და სემინარების ჩატარება. აგრეთვე, დაიგეგმა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.

კენჭისყრის შედეგები:
მომხრე :8
წინააღმდეგი :0
თავი შეიკავა: 0

კენჭისყრის შედეგად პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა:

დამტკიცდეს კათედრის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის II სემესტრის სამუშაო გეგმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის.


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომის თავმჯდომარე: ნანა ზაზანაშვილი
სხდომის მდივანი: ფიქრია ჯაბანიშვილი.







No comments:

Post a Comment