სამოქალაქო განათლების გაკვეთილის გეგმები-თეა ხმალაძე


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თეა ხმალაძე
საგანი: სამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/IX  
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები
 გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ  ხელისუფლების დანაწილების მნიშვნელობაზე; განსაზღვრავენ საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცეს; გამიჯნავენ ხელისუფლების შტოებს  და ფუნქციებს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით; შეძლებენ დემოკრატიული სახელმწიფოს სხვა რეჟიმებთან შედარებას.

განსავითარებელი უნარები: მოსწავლეს განუვითარდება ინფორმაციის ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის და აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ორგანიზების  ფორმა: ინდივიდუალური და ჯგუფური.
ძირითადი სასწავლო რსურსები: სახელმძღვანელო, მაგნიტური დაფა, ფლიპჩატი, პროექტორი, თაბახის ფურცელი, ცარცი, მარკერი, საწერი კალამი.
შეფასების მეთოდი:  განმსაზღვრელი, მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები- მოსწავლეს ეცოდინება: 1.საქართველოს სახელმწიფო მმართველობის თანამედროვე სისტემა, სტრუქტურა, მისი ნაწილების ფუნქციები და ურთიერთკავშირი; 2. ხელისუფლების შტოები და თითოეულ შტოში შემავალი ერთეულები.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1
აქტივობა-1      
 მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს საორგანიზაციო საკითხებით: მისალმება, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა და  შეფასების კრიტერიუმების შეხსენება.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
კედლის გაზეთი, შეფასების კრიტერიუმების ცხრილი.
2 წთ
2


აქტივობა-2        
 მოტივაციის შესაქმნელად და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი იყენებს გონებრივ იერიშს.
 1. დაასახელეთ და განმარტეთ მმართველობის ფორმები;  
2. დაასახელეთ და განმარტეთ პოლიტიკური რეჟიმები;
3.მმართველობის რომელი ფორმაა საქართველოში?      

ფრონტალური, კითხვები გონებრივი იერიში.
მთელი კლასი
სახელმძღვანელო-, დაფა, ცარცი.
2 წთ
3


აქტივობა-3            
მასწავლებელი power point-ის დახმარებით,  
კითხვა-პასუხის რეჟიმში მოკლედ აცნობს მოსწავლეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს  და ამყარებს კავშირს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას შორის.
  1.შეიძლება თუ არა მმართველობის ფორმას რესპუბლიკური ვუწოდოთ იმ შემთხვევაში, თუკი მას მონარქი მართავს? რატომ?
2. დაასახელეთ მონარქიული მმართველობის ფორმები
3. რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო?
4.  რა არის სასამართლო?
5. რას უნდა ნიშნავდეს თემიდას ქანდაკება?
მინი-ლექცია
ფრონტალური კითხვები
მთელი კლასი
სლაიდ-შოუ, პრეზენტაცია power point-ის დახმარებით
5 წთ
4


აქტივობა-4
ინდივიდუალური მუშაობა
ახალი მასალის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ინდივიდუალურ სამუშაოს მოკლე ტექსტური დავალების სახით,
ადაც ხუთი ფაქტობრივი შეცდომა იქნება დაშვებული და  შეცდომების გასწორების სქემას.
დროის ამოწურვის შემდეგ, შემთხვევითი გამოძახების პრინციპით-იძახებს 3  მოსწავლეს  და აფასებს  მათთან ერთად შემუშავებული კრიტერიუმის გამოყენებით. შეფასების დასრულების შემდეგ მასწავლებელი, რომელსაც წინასწარ გამზადებული და გამოკრული აქვს ფლიპჩატი დაფაზე, შერჩევითი გამოძახების პრინციპით გამოჰყავს მოსწავლე, რომელიც  მარკერით ასრულებს დავალებას, დანარჩენები კი ამოწმებენ თავიანთ ნამუშევარს.
შეცდომის პოვნა
1 ქულა
გასწორება-1 ქულა
ვერბალური ახსნა


ინდივიდუალური
მთელი კლასი
თაბახის ფურცელი
საწერი კალამი
მაგნიტური დაფა, ფლიპჩარტი
10 წთ
5
აქტივობა-5
ჯგუფური მუშაობა
დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლის აღქმის და სხვა რეჟიმთან შედარების მიზნით მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად,  ურიგებს ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილ, წინასწარ მომზადებულ დავალებას  და უხსნის შესრულების ინსტრუქციას.
მოსწავლეები ჯგუფებში განიხილავენ, მსჯელობენ, აყალიბებენ აზრს, ნააზრევს აფიქსირებენ ფლიპჩატზე, შეარჩევენ პრეზენტატორს და დროის ამოწურვის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას. პრეზენტაციის დასრულებისთანავე მოსწავლეები კლასში წინასწარ შემუშავებული რუბრიკის გამოყენებით ახდენენ ურთიერთშეფასებას.  შემდეგ მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და სვამს კითხვას:
1.რა იყო დავალების მიზანი? მოსწავლეები პასუხობენ
2. შეძლეს თუ არა დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებლის გაგება? მოსწავლეები პასუხს ასაბუთებენ.
ვერბალური ახსნა
ჯგუფური
თაბახის ფურცელი,
საწერი კალამი
20-წთ
6
აქტივობა-6        
საშინაო დავალება
ახალი ინფორმაციის გაანალიზების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს დავალებას სახლში შესასრულებლად და აცნობს  შესრულების სტრუქტურას: თვალი მიადევნონ სატელევიზიო არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებს და ერთი და იგივე ფაქტი   შეადარონ ერთმანეთს, თუ რამდენად ობიექტური და ტენდენციურია თითოეული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმსჯელონ მსგავსება/განსხვავებებზე და დავალება შემდეგ გაკვეთილზე წარმოადგინონ. შერჩეული ტელევიზიები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი.
ვერბალური ახსნა
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი
1- წთ



ესგ- სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
მიმართულება: მდგრადი განვითარება
მოქ.X.7. მოსწავლეს შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი საფუძვლების კვლევა.
·         მონაწილეობს დისკუსიაშირას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება? გამოთქვამს მოსაზრებას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის როლის შესახებ საქართველოში; ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.
·         საკუთარ დასახლებაში (რეგიონში) ირჩევს ერთ-ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მოიძიებს ინფორმაციას მის შესახებ; მსჯელობს ამ ორგანიზაციის შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე;
მიმართულება: თვითმმართველობა და მმართველობა
მოქ.X.9. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.

  • რომელიმე სამართალდამცავი სახელმწიფო ორგანოს ( აგ: პოლიცია, სასამართლო, ახალხო დამცველი ან  სხვა)  ან  საზოგადოებრივი  ორგანიზაციის  მაგალითზე განიხილავს მათ უფლებამოსილებას, დანიშნულებას (ან მიზნებს) და საქმიანობას მართლწესრიგის  დაცვაში;  აფასებს  არსებული  პრაქტიკის  ნაკლოვან  და წარმატებულ მხარეებს; 
  • დროის სკალაზე აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის განვითარებისთვის რამდენიმე (3-5) მნიშვნელოვან მოვლენას; მსჯელობს თითოეული მოვლენით გამოწვეულ შედეგებზე; ავლებს პარალელებს იმავე პერიოდის სხვა სახელმწიფოებთან (მაგ.: მეზობელი ქვეყნები, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ აზია ან ამერიკა);

მოქ.X.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

·         საქართველოს ან სხვა ქვეყნის ისტორიიდან ასახელებს მოვლენებს, როდესაც სახელმწიფო მმართველობაში ცვლილებები მოხდა საზოგადოების ზეგავლენით; აფასებს ამ მოვლენების შედეგებს დემოკრატიის მშენებლობაში წინსვლის (ან უკუსვლის) თვალსაზრისით;
·         საქართველოს კონსტიტუციაში მოიძიებს მუხლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებს ეხება; მათი გაანალიზების საფუძველზე მსჯელობს მათ შესაბამისობაზე დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან (მაგ.: საყოველთაობა, პირდაპირობა, კენჭისყრის ფარულობა, თანასწორობა); საკუთარი სკოლის, დასახლების ან რეგიონის მაგალითზე აფასებს სხვადასხვა საარჩევნო (მაგ.: მაჟორიტარული, პროპორციული და ..) სისტემებს მოქალაქის უფლებების დაცვის პოზიციიდან;


                                
      მოსწავლის ინდივიდუალური სამუშაო ფურცელი

            ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები
                                            ხელისუფლების  დანაწილება
      ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ნიშნავს, როდესაც ის გადანაწილებული აქვთ პარლამენტს, მთავრობას და სასამართლოს. პარლამენტი ახორციელებს მართლმსაჯულებას, მთავრობა- საკანონმდებლო საქმიანობას და სასამართლო- აღმასრულებელ საქმიანობას. სამივე ხელისუფლება თანაბრად დამოუკიდებელია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და კონტროლს უწევს დანარჩენ ორ ხელისუფლებას.  
     საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მთავრობის მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ინსტრუქცია: 1.თითოეული  შეცდომის პოვნა ფასდება 1 ქულით
                       2. მართებულად გასწორებული ფასდება 1 ქულით

               შეცდომა
               უნდა იყოს










                                   



                                  განმსაზღვრელი  შეფასების  კრიტერიუმები

  10 ქულა
   9 ქულა
   8 ქულა
   7 ქულა
   6 ქულა
   5 ქულა
  4 ქულა
   3 ქულა
   2 ქულა
   1 ქულა
   5 შეცდომის პოვნა და გასწორება
    4-5
შეცდომის პოვნა და გასწორება
   4
შეცდომის პოვნა და გასწორება
    3-4   შეცდომის პოვნა და გასწორება
    3
შეცდომის პოვნა და გასწორება
  2-3
შეცდომის პოვნა და გასწორება
   2 შეცდომის პოვნა და გასწორება
    1-2
შეცდომის პოვნა და გასწორება
    1 შეცდომის პოვნა და გასწორება
    1 შეცდომის პოვნა


          ჯგუფში  მუშაობისთვის განკუთვნილი დავალება

                     შექმენი დემოკრატიული სახელმწიფო

სავარჯიშოს შესრულების ინსტრუქცია: წარმოიდგინეთ, რომ აყალიბებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თქვენ დაგევალათ იმ ძირითადი პრინციპებისა და ნიშნების ამორჩევა, რომელზედაც თქვენი სახელმწიფო უნდა იდგეს. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული დებულებები და ამოარჩიეთ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის აუცილებელი, რელევანტური(მნიშვნელოვანი) თეზები. პასუხი დაასაბუთეთ. იმსჯელეთ, რატომ არ აირჩიეთ სხვა დებულებები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი პრინციპებიც.
ნახატის სახით შექმენით დროშა, გერბი ან სიმბოლო.

·         პარლამენტს აკომპლექტებს  პრეზიდენტი;
·         ხელისუფლების წყაროა მთავრობა;
·         ხელისუფლება სრულად ეკუთვნის პრეზიდენტს;
·         პრეზიდენტი ერთდროულად არის სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური;
·         დისკრიმინაცია აკრძალულია;
·         მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაწესდეს ცენზურა;
·         ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ;
·         ხელისუფლება დაყოფილია 3 შტოდ:საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. თითოეული მათგანი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში;
·         სასამართლო ექვემდებარება მონარქს;
·         არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული;
·         ქვეყანაში ფუნქციონირებს ერთი მმართველი პარტია;
·         ხელისუფლების წყაროა ხალხი;
·         აკრძალულია სხვა რელიგია, გარდა სახელმწიფო რელიგიისა;
·         არჩევნებში ონაწილეობის უფლება აქვთ 18-დან 80 წლამდე მოქალაქეებს


                                    მოსწავლეთა ურთიერთშეფასების რუბრიკა


ჯგუფები

 რომელი                    
პრეზენტაცია
მოგეწონა ყველაზე
მეტად?
რატომ მოგეწონა?
რა დაგამახსოვრდა ამ პრეზენტაციიდან?

1.



2.



3.



4.






      ხელისუფლების დანაწილების თეორიის ავტორი
                            შარლ ლუი დე მონტესკიე
                                             (1689-1755წ.წ.)









    საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლება

               პარლამენტი
საკანონმდებლო   ხელისუფლება                      
        პრეზიდენტი
 

         სასამართლოები                   სასამართლო ხელისუფლება
                  მთავრობა
  აღმასრულებელი ხელისუფლება





 








                                                                                                                        
                                                                                                                       







                                       სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოები

საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი               სასამართლო


საქალაქო/რაიონული სასამართლო

სააპელაციო                                  სასამართლო



ხელისუფლება






















                               სამართლიანობის ქალღმერთის
                                          თემიდას ქანდაკება
                                                  
                                                                                                        9.06.2018 წ.
                                                                                                         თ.ხმალაძე



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარიპირადი ნომერი: თეა ხმალაძე/40001007225
საგანისამოქალაქო განათლება
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/X  
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა:  გაერო და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ  საერთაშორისო სამართლის არსსა და მნიშვნელობაზეგანასხვავებენ სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებსგანსაზღვრავენ კონსტიტუციის არსს და გაიაზრებენ მის მნიშვნელობას სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვისშეძლებენ იმ უფლების გააზრებასრომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიან და თავისუფალ არსებობას განაპირობებს.

ესგ- სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
 მიმართულებათვითმმართველობა და მმართველობა

მოქ.X.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი.

  • მსჯელობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და I კონსტიტუციისმნიშვნელობაზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვისასახელებს კონსტიტუციური მემკვიდრეობითობის დამადასტურებელ ფაქტებს დააანალიზებს ცვლილებებს (მაგ.: სახელმწიფო მოწყობამმართველობასაარჩევნო სისტემა და ..); ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას მომხდარი ცვლილებების მიმართ;
  • საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის განხილვისას მსჯელობს მისი მიღების წინაპირობებსა და შედეგებზესაკუთარ მოსაზრებებს ჩამოწერს ცხრილის სახით;
მოქ.X.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა:
  • მსჯელობს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა დამოვალეობებზე და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციითმინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე და ადარებს მათ;
  • ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანისუფლებებსა და მოვალეობებსსაკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილისაერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციაადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენციაბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
  • ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან დათანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციასშესაძლებლობებსა და ხარისხსშესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის წასახალისებლად;

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1
აქტივობა-1        მისალმებაგაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობაშეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების მკაფიოდ გაცნობა.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
კედლის გაზეთიშეფასების კრიტერიუმების ცხრილი.
წთ
2


აქტივობა-2         1.მოტივაციის შექმნა და წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვების საშუალებით: 1.რა არის უფლებაუნარიანობა? 2. როდის დგება ადამიანის უფლებაუნარიანობა? 3. რა არის ქმედუნარიანობა? 4. რას ნიშნავს იყო ქმედუნარიანირას ნიშნავს ემანსიპაცია?
2გონებრივი იერიშის რუკის გამოყენებით მასწავლებელი წერს  სიტყვას საერთაშორისო ორგანიზაცია და თითოეული მოსწავლის მოსაზრებას აფიქსირებს დაფაზე.  
ფრონტალურიკითხვები გონებრივი იერიში.
მთელი კლასი
სახელმძღვანელოდაფაცარცი.
წთ
3


აქტივობა-3              ახალი მასალის ახსნამასწავლებელი მოკლედ აცნობს მოსწავლეს გაეროს შექმნის ისტორიასძირითად საერთაშორისო დოკუმენტებს და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივაქტებს ადამიანის უფლებათა შესახებ.
მინი-ლექცია
მთელი კლასი
სლაიდ-შოუპრეზენტაცია power point-ის დახმარებით
წთ
4


აქტივობა-4
მასწავლებელი ატარებს მონიტორინგსთუ როგორ გაიგეს ახალი მასალა და მიმართავს კითხვა-პასუხის მეთოდსწინასწარ მომზადებული რესურსისშეკითხვების ყუთის გამოყენებით,  აძლევს ინსტრუქციასყუთიდან ამოიღონ თითო შეკითხვაგაიაზრონ მეწყვილესთან ერთად და წარმოადგინონ პასუხი.
კითხვები:
1.რომელ წელს იქნა რატიფიცირებული  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება? 2.რა ეწოდება 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს?  3. ვის სახელს უკავშირდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება? 4. რომელ წელს გახდა საქართველო გაეროს წევრი?  5.რას ეწოდება პოლიტიკური იზოლაცია?
6. რას ნიშნავს პეტიცია? 7. რომელ წელს მიიღოეს ინგლისის პეტიცია უფლებათა  შესახებ? 8
რას ნიშნავს სიტყვასიტყვით ჰაბეას კორპუსი? 9. 1678 წლის ჰაბეას კორპუსის აქტით  რა ენიჭებოდა სასამართლოს? 10. რას ნიშნავს რატიფიცირება? 11. რომელ წელს მიიღეს პირველი კონსტიტუცია და რამდენი დღე იარსება? 12. რომელ წელს მიიღეს დღევანდელი მოქმედი კონსტიტუცია და ვინ მოახდინა რატიფიცირება? 13. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ევროპის რეგიონისთვის? 14. რომელ წელს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია? 15.სად მდებარეობს გაეროს შტაბბინა? 16.რა სანქციას დააკისრებენ იმ ქვეყანასრომელიც დაარღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსმაგაგრესიას გამოავლენს?
ფრონტალური კითხვები
წყვილებიჯგუფებიმთელი კლასი.
შეკითხვების ბანკიფერადი ფურცლები.
წთ
5
აქტივობა-5            ჯგუფური მუშაობა- “გამოსცადე შენი თავიმოსწავლეები წინასწარ მომზადებულ ცხრილშირომელიც თვალსაჩინო ადგილას იქნება გაკრული, (კედლის ცხრილის იდენტური მოსწავლეებს ჯგუფებშიც დაურიგდებათადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მუხლებს დაუკავშირებენ თემატიკას და ცხრილში შესაბამის ადგილას განათავსებენ.  (კონსტიტუციის მუხლები წინასწარ იქნება დაწერილი ფერად წებოვანებზე და მოსწავლეებს დაურიგდებათ ჯგუფებში. I ჯგუფი-წითელი, II  ჯგუფი-ყვითელი, III ჯგუფი-მწვანე, IV  ჯგუფი-ვარდისფერი, V ჯგუფი-ლურჯი)
პრეზენტაცია
ჯგუფური
სლაიდ-შოუპრეზენტაცია power point-ის დახმარებითფორმატის ქაღალდიფერადი წებოვანებითაბახის ფურცელი.
წთ
6
აქტივობა-6      ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს შესაძლო შეცდომების გამოვლენა და გასწორებამოსწავლეები სლაიდის დახმარებით არკვევენ და აზუსტებენ ჯგუფური დავალების სისწორეს და ახდენენ დაშვებული შეცდომის გასწორებას.   მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის დროს აწარმოებს ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვებას და მიმართავს განმავითარებელ შეფასებას ჯგუფური მუშაობის რუბრიკის გამოყენებით.
პრეზენტაცია
ჯგუფური
სლაიდ-შოუპრეზენტაცია power point-ის დახმარებითთაბახის ფურცელიკედლის გაზეთიფერადი წებოვანები.
წთ
7
აქტივობა-7  მასწავლებელი ახდენს უკუკავშირსრა იყო  მიზანიდაძლიეს თუ არა ახალი მასალა და იყენებს გამოკითხვის მეთოდს: “რა გავიგე.  ყველა მოსწავლეს გადასცემს წინასწარ მომზადებულ  ქეისსრომელშიც განთავსებული იქნება ბარათიმოსწავლე წერს ბარათზერა გაიგორა მიაქვს მას ამ გაკვეთილიდანშემდეგ თავის დაწერილს წაიკითხავს და ბარათს დააბრუნებს ქეისშირომელიც სამახსოვრო იქნება თითოეული მოსწავლისთვის.
კითხვა-რა გავიგე?
ინდივიდუალური
ფორმატის ქაღალდიქეისი,  ბარათი.
წთ
8
აქტივობა-8            საშინაო დავალებამასწავლებელი აცნობს წინასწარ მომზადებულ და ამობეჭდილ  სიტუაციურ ამოცანას-დავითის ერთი დღეუხსნის შესრულების ინსტრუქციას და გადასცემს ყველა მოსწავლეს შესასრულებლად.
ვერბალური ახსნა
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი
წთ

შეფასებაჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)

                         ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელიაჯგუფის წევრები ვერ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია.
ჯგუფის წევრები ნაწილობრივ აკავშირებენ სამართლებრივი დოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია.
ჯგუფის წევრები უშეცდომოდ  აკავშირებენ სამართლებრივიდოკუმენტების მუხლებს თემატიკასთან.
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული.
ჯგუფის წევრი არ არის ჩართული ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
უმრავლესობა ჩართულია
ჯგუფის წევრი ნაწილობრივ არის ჩართული  ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
ყველა ჩართულია
ჯგუფის წევრი  ჩართულია ჯგუფისთვის მიცემული დავალებების შესრულებაში.
ურთიერთმოსმენისადა აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაურიარ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი


მოსწავლის თვალსაჩინოებისთვის განკუთვნილი და ჯგუფური მუშაობის       სამაგიდო ცხრილი

საერთაშორისო და კონსტიტუციური კანონები
თემატიკა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია(1948)
საქართველოს კონსტიტუცია(1921)
თანასწორობა კანონის წინაშე
სიცოცხლის უფლება
თავისუფლების აღკვეთის შემთხვევა
საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის კონფიდენციალობა
საცხოვრებლისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება
აზრისსინდისისაღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება
ქორწინების უფლება


                            მონიტორზე საჩვენებელი  ცხრილი

საერთაშორისო და კონსტიტუციური კანონები
თემატიკა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია(1948)
საქართველოს კონსტიტუცია(1921)
თანასწორობა კანონის წინაშე
ყველა ადამიანი თავისი ღირსებითა და უფლებებით თავისუფალი და თანასწორი იბადებამათ მომადლებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ.

                  მუხლი 1
მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

                               მუხლი 16
სიცოცხლის უფლება
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლისთავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

                    მუხლი 3
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

                               მუხლი 19
თავისუფლების აღკვეთის შემთხვევა
ყოველ ადამიანსსადაც უნდა იმყოფებოდესაქვს უფლება ცნონ მისი სამართალსუბიექტობა.

                     მუხლი 6
არ შეიძლება დასჯილ იქნეს სხვაფრივთუ არ სასამართლოს წესით.

                                 მუხლი 20
საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის კონფიდენციალობა
არავინ არ უნდა განიცადოს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში თვითნებური ჩარევამისი საცხოვრებელი ბინის შეუვალობისმისი კორესპონდენციის საიდუმლოების ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის თვითნებური ხელყოფა.

                      მუხლი 12
ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალიამხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

                                    მუხლი 28
საცხოვრებლისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება
ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.

                          მუხლი 13
ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალიაამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

                                     მუხლი 30
აზრისსინდისისაღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება
ყოველ ადამიანს აქვს აზრისსინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებაეს უფლება შეიცავს თავისუფლებას შეიცვალოს თავისი რელიგია და მრწამსიროგორც ერთპიროვნულადისე სხვებთან ერთადსაჯაროდ თუ კერძოდ წესით მოძღვრებაში და რელიგიურ რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში.

                              მუხლი 18
ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვითბეჭვდით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველადყოველი დანაშაულისათვისრომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენსპასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

                                       მუხლი 32
ქორწინების უფლება
სრულასაკოვან მამაკაცებსა და ქალებს აქვთ უფლება რასისეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახიისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებით შეუღლებისასქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას.

                                მუხლი 16
ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას... ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებით და მოვალეობით თანასწორნი არიან...

                                     მუხლი 40

                                            საშინაო დავალების ფურცელი 
 რომელი უფლების გამოყენებას აქვს ადგილი-დავითის ერთი დღე
სავარჯიშოს მიზანიმოსწავლემ შეძლოს იმ უფლების გააზრებარომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სამართლიან და თავისუფალ არსებობას განაპირობებს.
ინსტრუქცია მოსწავლისათვისწაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ისტორია-"დავითის ერთი დღედა განსაზღვრეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რა უფლებების რეალიზაციას აქვს ადგილი ამ ერთი დღის განმავლობაში და რაში გამოიხატება აღნიშნული.
       16 წლის დავითისათვის ერთ-ერთი რიგითი ორშაბათი დღე გათენდაისჩვეულებისამებრმოწესრიგდაოჯახის წევრებს დაემშვიდობა და სკოლისაკენ გაემართასკოლაში 6 გაკვეთილს დაესწრო და შეთანხმებისამებრგაკვეთილების შემდეგთავის მეგობრებთან ერთად 1 საათიანი მშვიდობიანი აქცია მოაწყოსახელწოდებით "ცხოველები შველას ითხოვენ" (დავითს და მის მეგობრებს ამავე სახელწოდებით საზოგადოებრივი გაერთიანება აქვს ჩამოყალიბებული). ერთ-ერთი არხის კორესპონდენტმამასროგორც აქციის ორგანიზატორსინტერვიუც ჩამოართვადავითმა ჟურნალისტს განუცხადარომ ორი თვის წინ უპატრონო ძაღლებთან და მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის მერიისგან ოფიციალური მონაცემები გამოითხოვადავითის თქმითცხოველების მდგომარეობა სავალალოარის შესახებაც მან ორი კვირის წინ საგაზეთო სტატიაც კი დაბეჭდა ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაშიაქციაზე მოსწავლეებმა ცხოველთა გაუსაძლისი მდომარეობის თემატიკაზე თავიანთი შესრულებული ნახატებიც გამოფინესაქციის დასრულების შემდეგდავითი საჯარო ბიბლიოთეკისკენ გაემართასადაც ის ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), გაკვეთილების შემდეგ საღამოს 6 საათამდებიბლიოთეკარის დამხმარედ მუშაობსსახლში მისულმა დავითმასაღამოს 9 საათზეერთ-ერთ ტელეარხზე საინფორმაციო გამოშვებას უყურასიუჟეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების მდგომარეობას შეეხებოდაჟურნალისტის კვლევა აჩვენებდარომ ამ ტიპის დაწესებულებებში მყოფ ადამიანებზე ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა აღარ ხდებადავითი კმაყოფილია საკუთარი თავითმიაჩნიარომ დღემ ნაყოფიერად ჩაიარადღის დასრულებამდე მან კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შეიტყომამამ მას ერთკვირიანი საგზური აჩუქა რომის მიმართულებითასერომ ზაფხულში ოჯახთან ერთად იტალიაში იმოგზაურებს.
უფლებები და თავისუფლებები-სიცოცხლის უფლებაპატივისა და ღირსების უფლებათავისუფალი გადაადგილების უფლებასაკუთრების უფლებაშეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაგანათლების უფლებაგაერთიანების უფლებაჯანმრთელობის დაცვის უფლებაინფორმაციის თავისუფლებაპირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასინდისისაღმსარებლობის და რწმენის თავისუფლებაოჯახის დაცვის უფლებასასამართლო წესით დაცვის უფლებაუდანაშაულობის პრეზუმცია.

No comments:

Post a Comment