საკლუბო მუშაობის რეფლექსია
2017 წლის ოქტომბერში სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბე სამოქალაქო განათლების კლუბი „მაინდერები“. მოსწავლეებისთვის
საჭირო იყო, მისცემოდათ შესაძლებლობა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა
პრაქტიკაში გამოეყენებინათ, რის გამოც გაჩნდა
კლუბის შექმნის იდეა. კლუბში საქმიანობით მოსწავლეები შეძლებდნენ მონაწილეობა მიეღოთ
სკოლისა და თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში, უკეთესობისკენ შეეცვალათ
გარემო, ეწარმოებინათ თანატოლთა საგანმანათლებლო კამპანიები, შეხვედროდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათთან ერთად განეხილათ
ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. კლუბში მუშაობა დაეხმარებათ მომავალი წარმატებული
ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდნენ
კარგ მოქალაქედ, აკეთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული
სახელმწიფოს მშენებლობაში.
მოსწავლეთა
ინიციატივით გადავანაწილეთ ფუნქციები, შევარჩიეთ კლუბის სახელი, ლოგო, სლოგანი- ჩვენ
ვვაზროვნებთ უკეთესი მომავლისთვის; გვაქვს შემუშავებული წესდება და კლუბში გაწევრიანების განაცხადის ფორმა;
სოციალური ქსელი-Facebook-ი, სადაც ეტაპობრივად იტვირთება საკლუბო აქტივობების ამსახველი
ფოტო/ვიდეო მასალა; გვყავს არჩევნების წესით
გამარჯვებული ლიდერი, რომელთან ერთადაც კოორდინაციას ვუწევდი კლუბის მუშაობას, საჭიროების
შემთხვევაში ვერთვებოდი პროექტის განხორციელების
სხვადასხვა ეტაპზე, ვეხმარებოდი სკოლის დირექციასთან ურთიერთობაში. კლუბი აერთიანებს IX-X კლასის მოსწავლეებს.
კლუბის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის კლუბის წევრებთან ერთად შევქმენი სამუშაო ჯგუფები:
საგანმანათლებლო ჯგუფი - აერთიანებს 2 ქვეჯგუფს:
ა. კლუბის წევრთა განვითარებაზე პასუხისმგებელი
ქვეჯგუფი, რომელიც ადგენს კლუბის წევრთა საჭიროებებს და ორგანიზებას უწევს შეხვედრებს;
ბ. ქვეჯგუფი პასუხისმგებელია ტრენინგბის და
ლექციების ჩატარებაზე სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვის.
კვლევის ჯგუფი - აგროვებს და კრებს საჭირო
ინფორმაციას კლუბის საქმიანობისთვის;
ადვოკატირების ჯგუფი - ირჩევს პრობლემას,
რომლის მოგვარებისთვის სასკოლო კლუბის ძალები საკმარისი არაა. ჯგუფი ცდილობს, პრობლემის
მოგვარებაში ჩართოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
PR ჯგუფი ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის
ჯგუფი - უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობას და აერთიანებს
შემდეგ ჯგუფებს:
ა. PR ღონისძიებების ჯგუფი აკეთებს
პრეზენტაციებს, აწყობს
გამოფენებს და ავრცელებს ინფორმაციას კლუბის მუშაობის შესახებ.
ბ. სოციალური მედიის
ჯგუფი ინტერნეტსივრცეში ავრცელებს ინფორმაციას კლუბის მუშაობის შესახებ, პასუხისმგებელია
გააცნოს სხვა კლუბის წევრებს სიახლეები, რომლებიც კლუბის მუშაობისთვისაა საჭირო.
კლუბის მიზანი: სამოქალაქო
განათლების ხელშეწყობა ; შემოქმედ მოსწავლეთა
უნარების აღმოჩენა და განვითარება; მოსწავლეთა ინიციატივებით ღონისძიებების და პროექტების
დაგეგმვა-განხორციელება; სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება.
კლუბის
მიერ განხორციელებულ პირველ აქტივობას წარმოადგენდა, პროექტი თემაზე-წიგნიერების დონის
ამაღლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:
·
კლუბის
წევრებმა დაგეგმეს იმიტირებული არჩევნები და კანდიდატებად შეარჩიეს წიგნები. ხუთმა
მოსწავლე კანდიდატის წარდგენის მიზნით სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს გააცნეს არჩევნებში
მონაწილე წიგნების ავტორები და მათი შემოქმედება.
·
მეორე ეტაპზე გაიმართა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების
იმიტირებული არჩევნები. მონაწილეობა მიიღეს მე-9/10 კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული
გახდა ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღი“.
·
დასკვნით ეტაპზე კლუბის წევრებმა სცენაზე გააცოცხლეს
წიგნის გმირები და ჩაატარეს მინი სპექტაკლი. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო წიგნიერების დონის ამაღლება და დემოკრატიული არჩევნების მახასიათებლის გამოვლენა.
კლუბის
წევრების ინიციატივით მე-8/9 კლასის მოსწავლეებში გაიმართა დებატების კონკურსი. მონაწილე
გუნდებმა დაამუშავეს შემდეგი თემები: ბულინგი, ეკოლოგია, გლობალიზაცია, არასრულწლოვანთა
დანაშაული. აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებს განუვითარა აზრის ურთიერთგაცვლის, პრობლემის
გადაჭრის გზების მოძიების, დებატების კულტურის ათვისებისა და კრიტიკული აზროვნების
უნარი. https://www.facebook.com/mainderebi/photos/a.122690295084892.1073741828.120789741941614/129282321092356/?type=3&theater
21 ნოემბერი-მისალმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა
1-4 კლასის მოსწავლეებს გააცნეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის კულტურა, მისალმების
ფორმები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს მსგავსებისა და
განსხვავების საფუძვლები, ჩამოუყალიბდათ ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური
დამოკიდებულება, გაიაზრეს, რომ მრავალფეროვან ეთნიკურ გარემოში წარმატებული ორიენტაციისათვის აუცილებელია კომუნიკაციის
და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
https://www.facebook.com/mainderebi/videos/130794874274434/
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2153647351586556&set=pcb.2153647798253178&type=3 &theater
კლუბში
მოსწავლეებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ, ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ შეიმნა
ჟურნალისტთა ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო საინფორმაციო გადაცემების მომზადება. გადაცემისთვის
თემის შერჩევა ერთობლივად, კლუბის შეხვედრაზე ხდებოდა, ხოლო შემდეგ ფუნქციებს ინაწილებდნენ.
პირველი გადაცემის თემას წარმოადგენდა-სიყვარული ლიტერატურაში, ხოლო მეორე გადაცემის
თემა სპორტის შესახებ. ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი და ენთუზიაზმი ძალიან დიდი
იყო, მაგრამ დიდ შრომას და დროს მოითხოვდა, რისი შესაძლებლობაც მოსწავლეებს
არ ჰქონდათ და კლუბის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეწყდა მუშაობა.
კლუბმა
სკოლის თვითმმართველობასთან ერთად საახალწლო განწყობა შეიტანა და დამდეგი ახალი წელი
მიულოცა მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. იყვნენ
აჭარლები, ბოშები, ჯოკერი, კლოუნი,პეპი გრძელი წინდა, ვამპირები, მარეხი და სანტა კლაუსი.
ცეკვისა და სიმღერების გარდა სტუმრებს შესთავაზეს სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული,
მულტფილმის და სატელევიზიო პერსონაჟების კომედიური ნომრები, სკეტჩები და თამაშები.
დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა.
ქალთა
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კლუბმა „მაინდერებმა“ სლაიდის გამოყენებით 8 მარტი
მიულოცეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მოამზადეს საინფორმაციო პრეზენტაცია და გამართეს
დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, როგორც მოსწავლეებისთვის,
ასევე კლუბის წევრებისთვის.
კლუბის
წევრები შეუერთდნენ 108-ე საჯარო სკოლისა და პროგრამა „მომავლის თაობის“ ინიციატივას
დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დაამზადეს სლოგანები, პოსტერები და გადაიღეს
ვიდეო რგოლი.
სამოქალაქო
კლუბ „მაინდერებმა“ მომავლის თაობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმეს და განახორციელეს
საკლუბო ინიციატივა/პროექტი. პროექტის თემას წარმოადგენდა „დედაშვილობა“. 3 მარტს,
დედის დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა მე-8 კლასის მოსწავლეებთან გამართეს პრეზენტაცია/დისკუსია
სლაიდ შოუს გამოყენებით. შემდეგ აქტივობაზე მოსწავლეებმა მოაწყვეს ფილმ „ოთარაანთ ქვრივის’’ ჩვენება და დაგეგმეს მინი სპექტაკლი.
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოაწყვეს თეატრის კვირეული:
დაამზადეს კედლის გაზეთები, 1-4 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას მოირგეს ანიმატორის
როლი. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა 30 მარტს. პირველ ნაწილს წარმოადგენდა პრეზენტაცია
თეატრის შექმნის ისტორიაზე, ხოლო დასკვნით ნაწილში სცენაზე გააცოცხლეს „ოთარაანთ ქვრივი“
და დადგეს მინი სპექტაკლი.
კლუბის
წევრები აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მიერ განხორციელებულ კონკურსში „ნაბიჯი თანადგომისკენ“(თემა
ბულინგი), დაამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები, მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში,
ნახეს ფილმი „ყვირილი“, გამართეს დისკუსია, გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს მათი
აღმოფხვრის გზებზე.
კლუბის
წევრებს არც 9 აპრილი გამორჩენიათ, პირიქით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოეკიდნენ
9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით
წარსდგნენ მე-5 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს. უკეთ გაიაზრეს 9 აპრილის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა 9 აპრილს საკუთარი ლექსი მიუძღვნა.
კლუბ „მაინდერებმა“ მე-5/6 კლასის
მოსწავლეებში ჩაატარეს ინტელექტუალური ვიქტორინა „რა, სად, როდის“. თამაში საკმაოდ
აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. მშობლები გულშემატკივრობდნენ შვილებს, რაც
უფრო ხალისიან და პოზიტიურ გარემოს ქმნიდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული
გუნდები და გადასცეს სიგელები.
16 აპრილს
N108 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში „დედამიწა ჩემი სახლია“ კვირეული
გახსნა კლუბის წევრებმა. პირველი შეხვედრა გამართეს მე-4 კლასის მოსწავლეებთან, ჩაატარეს
პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით, ისაუბრეს დედამიწის აგებულებაზე, საინტერესო ფაქტებსა
და ეკოლოგიაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ნარჩენების გადამუშავების საკითხზე
და დასვეს კითხვები, მაგალითად: რატომ აგროვებენ ჯართს? რისგან მზადდება მანქანის ძრავა?
საიდან მიაქვთ მანქანებს ნარჩენები გადასამუშავებლად? და ა. შ. კლუბის წევრებმა ასევე
ისაუბრეს 22 აპრილის აღნიშვნის ტრადიციასა და მნიშვნელობაზე, ამავე კლასებში გამოაცხადეს
გაზეთების და სლოგანების კონკურსი. ჩატარდა სასკოლო, ფარული კენჭისყრა, გამოვლინდა
გამარჯვებული კლასი(მე-4 ა) და საჩუქრად გადაეცათ გლობუსი, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეებს
სიგელები- კონკურსში მონაწილეობისთვის, ხოლო პროექტის დასკვნით ნაწილში კლუბის წევრებმა
ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე-„დედამიწა და ადამიანი“.
სკოლაში
ხალისიანი განწყობის შემოტანის მიზნით, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ამერიკიდან გადმოეღოთ
ანალოგი „ჩაეხუტე მეგობარს“. სკოლის ეზოსა და ფოიეში დახვდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს,
მასწავლებლებს და მოუწოდეს, რომ ჩახუტებოდნენ მეგობარს. შესვენებებზე კი დაარიგეს ფერადი
ფურცლები წარწერით „ჩაეხუტე მეგობარს“.
1.
კლუბის ჩამოყალიბებისას გაწერილი წლიური
გეგმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ
მიზნები მიღწეულია. მოსწავლეებმა შეძლეს წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობების რეალიზება.
2.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე
ჩემი კლუბის მუშაობიდან: ერთობლივად შექმნილი კლუბის მოკლევადიანი და გრძელვადიანი
სამუშაო გეგმა, სწორად შედგენილი წლიური გეგმა,
საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, ხალისიანი და
თანასწორუფლებიანი გარემო.
3.
კლუბის მუშაობისას გარკვეული ხარვეზიც
გამოიკვეთა, გვქონდა დამაბრკოლებელი ფაქტორები, ზოგჯერ მოსწავლეთა მხრიდან იყო
ნაკლები ჩართულობა, დროის უქონლობის გამო შეწყდა მთელი წლის მანძილზე
გაწერილი მედია-გადაცემები, რომელიც დიდ შრომას და ხანგრძლივ
პროცესებს მოიცავდა.
4.
მომავალი სასწავლო წლისთვის ცხადია
გავითვალისწინებ ამ წლის გამოცდილებას და სხვაგვარად დავგეგმავ და წარვმართავ იმ აქტივობას, რომელშიც ხარვეზი
დაფიქსირდა. კერძოდ, შევამცირებ გადაცემების რაოდენობას და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებ დროის
მენეჯმენტის სწორად გადანაწილებას და აქტივობების რეალურ დროში დაგეგმვას.
თ.
ხმალაძე
15.06.2018 წ.
კლუბის ლოგო
![](file:///C:/Users/user/AppData/Local/Temp/msohtmlclip1/01/clip_image002.jpg)
კლუბის წესდება
1.ურთიერთგაგება.
2.ლიდერის არჩევნების ჩატარება სასწავლო წლის დასაწყისში.
3.დანიშნულ დროზე მოსვლა.
4.კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.
5.ხუთი გაცდენის უფლება წელიწადში.
6.დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
7.აზრის გამოხატვის თავისუფლება.
8.კლუბის სამოქმედო გეგმა და კლუბის წესდება მტკიცდება ხმათაუმრავლესობით.
9.კლუბი იკრიბება თვეში არანაკლებ ოთხჯერ.
10.ყოველი წევრი ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო კლუბის წესდება.
კლუბის წევრები:
1.მარიამ ქოქოშვილი
2.მარიამ ჩხარტიშვილი
3.მარიამ რუაძე
4.გვანცა ასათაშვილი
5.გიგა შავლიაშვილი
6.ელენე მელიქიშვილი
7. გიორგი შენგელია
8.სალომე ლუსპარიანი
9.მარიამ ხოკერაშვილი
10.ქეთი სარდლიშვილი
11.ქეთი ალადოშვილი
12.თამარ მსხილაძე
13.ანა ყოჩიშვილი
14.დიანა ბაბაევი
15.თინათინ გოგინაშვილი
16.მარიამ შონია
17.მირიან წიკლაური
18.მარიამ წიკლაური
19.ვიკა მამულაშვილი
20.თამარ ჭანტურია
კლუბის წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს
მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს,
წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის
მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო
კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების
წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია
შეავასოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს
კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
სამოქალაქო კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების
მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს
კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის
ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის
შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და
ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო
კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი
წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად
ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან
ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში
გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა
აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების,
სპეციალური სტუმრების მიწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების
შემთხვვში
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და
ვრცელდება ყველა წევრზე.
1.კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს,
უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით
არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული
ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას,
ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ
მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3.კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები,
განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები,
ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული
ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი,
რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4.სამოქალაქო კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული
შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება)
პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო
კლუბის მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი მიზნები:
- ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება
და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
- ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა
და ქცევის შეცვლაში;
- ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული
საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
- სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა;
- მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის
ამაღლების ხელშეწყობა;
- მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება
და გამომუშავება;
- განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს
შექმნა;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
- აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი
უნარის განვითარება;
- სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
- საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
- ინტელექტუალური,კულტურული,სპორტული ღონისძიებების
ორგანიზება.
სამოქალაქო კლუბის ამოცანები:
1. სკოლის სხვადასხვა შიდა და სათემო
პრობლემის გადაწყვეტა;
2. მოსწავლეების ინტერესების დაცვა
სკოლის ადმინისტრაციასთან;
3. სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე
სათემო აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
4. ადგილობრივ თვითმმართველობებთან
თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა
5. ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში;
6. მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების
სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
2017-2018 წლის კლუბის სამუშაო გეგმა
N
|
თარიღი
|
ღონისძიება
|
განხორციელების ადგილი
|
1.
|
25.10.2017 წ
|
კანდიდატი „წიგნების“ წარდგენა მე-9/10 კლასის
მოსწავლეებთან
|
108-ე საჯარო სკოლა
|
2.
|
26.10.2017 წ
|
იმიტირებული „არჩევნები“
|
108-ე საჯარო სკოლა
|
3.
|
8.11.2017 წ
|
„ილიაობის“ დღესთან დაკავშირებით მე-5 დ კლასის
მოსწავლეების მომზადება და ღონისძიების ორგანიზება.
|
108-ე საჯარო სკოლა
|
4.
|
10.11.2017 წ
|
გამარჯვებული „წიგნის“ პრეზენტაცია; მინი
სპექტაკლი
|
108-ე საჯარო სკოლა
|
5.
|
13.11.2017 წ
|
დებატების კონკური
მე-9ა და მე-9ბ კლასებს შორის |
108-ე
საჯარო სკოლა
|
6.
|
14.11.2017 წ
|
დებატების კონკურსი
მე-8ა და მე-8ბ კლასებს შორის |
108-ე
საჯარო სკოლა
|
7.
|
20.11.2017 წ
|
დებატების კონკურსის -ფინალი
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
8.
|
21.11.2017 წ
|
„მისალმების საერთაშორისო დღე“. სხვადასხვა
ქვეყნების მისალმების წესების გაცნობა და
უმცროსკლასელებთან ინსცენირება.
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
9.
|
30.11.2017 წ
|
ჯურნალისტური გუნდის ჩამოყალიბება და
ყოველკვირეული გადაცემების დაგეგმვა. პირველი გადაცემა თემაზე-„ბულინგი“
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
10.
|
7.12.2017 წ
|
სატელევიზიო გადაცემა
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
11.
|
28.12.2017წ
|
საახალწლო კარნავალის მოწყობა
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
12.
|
8.02.2018 წ
|
სატელევიზიო გადაცემა
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
13.
|
9.02.2018 წ
|
შემეცნებითი აქტივობა-„რა სად
როდის“ მე-5/6 კლასის მონაწილეობით.
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
14.
|
2.03.2018წ
|
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
|
108-ე
საჯარო სკოლა
|
15.
|
27.03.2018 წ
|
ქართული თეატრის დღე
მინი სპექტაკლის დადგმა
|
108-ე საჯარო სკოლა
|
16.
|
9.04.2018 წ.
|
9 აპრილი-ჩვენი ტკივილი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება
|
108-ე საჯარო სკოლა
|
17.
|
12.04.2018 წ
|
„ნაბიჯი თანადგომისკენ“(თემა ბულინგი)
|
108-ე საჯარო სკოლა
|
18.
|
16. 04.2018 წ.
|
პროექტი-„დედამიწა ჩემი სახლია“
|
108-ე საჯარო სკოლა
|
19.
|
26.04.2018 წ
|
სატელევიზიო გადაცემა
|
108-ე საჯარო სკოლა
|
20.
|
12.05.2018 წ
|
აქტივობა-„ჩაეხუტე მეგობარს“
|
108-ე საჯარო სკოლა
|
21.
|
31.05.2018 წ
|
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ -დისკუსია უფროსკლასელებთან
|
108-ე საჯარო სკოლა
|
22.
|
7.06.2018 წ
|
შემაჯამებელი შეხვედრა,
განხილვა, პრეზენტაცია კლუბის მუშაობასთან
დაკავშირებით.
|
108-ე საჯარო სკოლა
|
განაცხადი კლუბის წევრობაზე
სსიპ ქალაქ
თბილისის
N108 საჯარო
სკოლის
სამოქალაქო კლუბი „მაინდერების“
კურატორს თეა ხმალაძეს
ამავე
სკოლის
---კლასის
მოსწავლის----------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი
მაქვს
გავწევრიანდე
სამოქალაქო
კლუბ ,,მაინდერებში’’. გთხოვთ ,დააკმაყოფილოთ
ჩემი
სურვილი.
განმცხადებელი:
თარიღი:
მოსწავლეთა/მშობელთა შეფასების კითხვები სამოქალაქო კლუბ
,,მაინდერების” მუშაობის შესახებ
N
|
მშობელთა შეფასების კითხვები
სამოქალაქო კლუბ ,,მაინდერების ‘’ მუშაობის შესახებ
|
შეესაბამება
|
ნაწილობრივ
შეესაბამება
|
არ
შეესაბამება
|
1.
|
კლუბის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია და
იზიარებთ თუ არა სამოქალაქო კლუბის ხედვას/მისიას?
|
|
|
|
2.
|
თქვენი აზრით სამოქალაქო კლუბის ყველა წევრი თავს კომფორტულად და
მისაღებად გრძნობს
კლუბის მუშაობისას?
|
|
|
|
3.
|
კლუბის ხელმძღვანელისა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პოზიტიურია და
ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული ?
|
|
|
|
4.
|
ახალგაზრდები იჩენენ
ინიციატივას და კლუბის კორდინატორის დახმარებით საინტერესო
და მრავალფეროვანი აქტივობების ,ინიციატივებისა და იდეების
რეალიზებისთვის,სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის ახორციელებენ პროექტებს?
|
|
|
|
5.
|
კლუბის წევრებს აქვთ შესაძლებლობა,
საჭიროების შემთხვევაში აიმაღლონ
თვითშეფასება და გამოიმუშავონ საკუთარი
თავისა და სხვების პატივისცემის უნარი ?
|
|
|
|
6.
|
როგორ გგონით , სამოქალაქო კლუბში შექმნილია კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, მუშაობა
ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს?
|
|
|
|
7.
|
როგორ ფიქრობთ , ახალგაზრდები იძენენ თემთან მუშაობის გამოცდილებას
და იღრმავებენ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში?
|
|
|
|
8.
|
როგორ გგონიათ , კლუბისწევრები
აქტიურად ჩაერთვებია
ნგადაწყვეტილებების მიღების პროცესში
თემში არსებული პრობლემების მოგვარების
მიზნით ?
|
|
|
|
9.
|
როგორ ფიქრობთ , ამ ტიპის სამუშაო ხელს უწყობს კლუბის წევრებში კომუნიკაციის, ანალიტიკური
აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ?
|
|
|
|
მე-10 კლასის მოსწავლის შეფასება
მარიამ წიკლაური
სამოქალაქო კლუბი ჩემს სკოლაში 2017 წლის ოქტომბერში
ჩამოყალიბდა. მახსოვს, კლუბის პირველ შეხვედრაზე, როცა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა
კლუბის მიზნები და ინიციატივები გაგვაცნო, ოდნავ შემეშინდა და ყველაფერი რთული მომეჩვენა,
თუმცა ბავშვების ერთად დგომითა და კლუბის კურატორის დახმარებით ბევრი სახალისო და საინტერესო
აქტივობა განვახორციელეთ. ძალიან შთამბეჭდავი იყო ღონისძიებების დაგეგმვა, შემდეგ იყო
ემოციები, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდებოდა.
ვთვლი, რომ აუცილებელია სამოქალაქო კლუბების
პოპულარიზაცია, რადგან მისი საშუალებით ვიღებთ საჭირო გამოცდილებას და ვხდებით უფრო
რაციონალურები,კომუნიკაბელურები და მიზანდასახულები, ის გვეხმარებასამოქალაქო ცნობიერების
ამაღლებასა და განვითარებაში.
მ. წიკლაური
06.06.2018 წ.
მე-10 კლასის მოსწავლის
შეფასება
მარიამ შონია
სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მაინდერები’’
108-ე სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში შეიქმნა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის,
თეა ხმალაძის ინიციატივით. პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთე ჯგუფის სამუშაო პროცესში.
განვახორციელეთ უამრავი პროექტი და აქტივობა. შედეგად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
განვავითარე პრეზენტირების უნარი, გავხდი უფრო კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ინფორმირებული
ამა თუ იმ საკითხში და გამიჩნდა მეტის კეთების სურვილი.
მას შემდეგ, რაც
ჩვენი კლუბი ,,მომავლის თაობის’’ პროექტში ჩაერთო, გაიზარდა კლუბის მიერ განხორციელებული
აქტივობების სივრცე, ხარისხი და რაოდენობა. აქვე ვიტყვი, რომ პროექტის ორგანიზატორებთან,
სხვადასხვა სკოლებთან და გამგეობასთან უამრავი შეხვედრების შედეგად უკეთ ვისწავლე თანამშრომლობა.
კლუბის წევრობამ მომცა საშუალება შევხვედროდი უამრავ გავლენიან ადამიანს, ასევე გამეცნო
ბევრი სხვა მოსწავლე, რომლებთან ერთადაც უამრავი პროექტი თუ აქტივობა დავგეგმეთ და
განვახორციელეთ. ამასთან ერთად, ბევრი დადებითი ემოცია მივიღე.
ყოველივე აღნიშნულის
წინაპირობა იყო კლუბის კურატორის დაუღალავი ჩართულობა ჩვენს საქმიანობაში. იგი მუდმივად
გვთავაზობდა ახალ იდეებს და ჩვენი ინიციატივების განხორციელებაში ყოველთვის გვეხმარებოდა.
იყო საკმაოდ მომთხოვნი, რაც ჩვენი განვითარებისა და პროგრესის საფუძველი გახდა.
საბოლოო ჯამში,
,,მაინდერებში’’ გაწევრიანებას მივიჩნევ პირველ ნაბიჯს იმისკენ, რომ გავხდე აქტიური
სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
მ. შონია
05.06.2018 წ.
მე-9 კლასის მოსწავლის შეფასება
მარიამ ჩხარტიშვილი
2017 წლის ოქტომბერში N108 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა
სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის მთავარი მიზანი იყო სკოლაში სხვადასხვა აქტივობების
განხორციელება მასში გაწევრიანებული მოსწავლეების მონაწილეობით და კურატორის ხელმძღვანელობით.
ჩვენი კურატორი გახლავთ თეა ხმალაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა კლუბი სახელწოდებით "მაინდერები". სახელწოდება და წესდება
თითოეული წევრის მონაწილეობით შეიქმნა. ჩვენივე ინიციატივით დაიგეგმება და განხორციელდა
სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობები, რომლის ძირითადი მიზანი იყო ცნობიერების
ამაღლება და მოსწავლეების გახალისება სასწავლო
პროცესში. 2017-2018 წლებში კლუბი აქტიურად
გეგმავდა სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობებს, რომლებიც წარმატებულად განხორციელდა
და უამრავი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ მომდევნო წლებშიც აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს
საქმიანობას ახალი იდეებითა და შემართებით.
მ. ჩხარტიშვილი
08.
06.2018 წ.
მე-9 კლასის მოსწავლის შეფასება
მარიამ ქოქოშვილი
2017
წლის ოქტომბერში
108-ე საჯარო სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი,რომელშიც გაერთიანებულია
ბავშვების ის ჯგუფი რომელმაც გამოიჩინა ინტერესი და სიხარულით ჩაერთვნენ კლუბის შექმნაში.
ამ კლუბმა გააერთიანა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები რისი წყალობითაც მოსწავლეებმა
უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. კლუბს სახელი დაერქვა კლუბის მონაწილეებისა
და კურატორის თეა ხმალაძის ერთობლივი სურვილით და დაერქვა „მაინდერები“. ერთობლივი
შეთანხმებით და ლიდერის ჩართულობით იგეგმებოდა ღონისძიებები, რაც იყო ძალიან საინტერესო
და შემოქმედებითი პროცესი, ღონისძიებები თვეების მიხედვით იყო გაწერილი რომლის განხორციელებაში
კლუბის ყველა მონაწილეს შეჰქონდა თავისი წვლილი „მაინდერებმა“ შექმნა თავისი ლოგო და
სოციალური ქსელი, სადაც იტვირთებოდა „მაინდერების’ მიერ ჩატარებული აქტივობები. კლუბში იყო თანასწორუფლებიანი
და უსაფრთხო გარემო. კლუბის წევრებს შორის დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემაზე იყო
დამყარებული.
მ.
ქოქოშვილი
08.06.2018
წ.
მე-10 კლასის მოსწავლის შეფასება
თინათინ გოგინაშვილი
სამოქალაქო განათლების კლუბი 108-ე საჯარო სკოლაში
მოსწავლეების და სამოქალაქო განათლების პედაგოგის თეა ხმალაძის დიდი სურვილით და ინიციატივით
შეიქმნა. განვახორციელეთ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარა
უკეთ გაგვეგო, თუ რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე და ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და ვალდებულებები
.ზოგადად სამოქალაქო განათლების კლუბი მოსწავლეებს ეხმარება უკეთ შევიცნოთ სამყარო,
ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში და მოვახერხოთ მომავალში ნაწილობრივ იმ პრობლემების მოგვარება
რაც დღესდღეობით არის ყოფა-ცხოვრებაში. მას შემდეგ რაც ჩავერთეთ "მომავლის თაობის"
პროგრამაში გავიარეთ მრავალი თეორიული თუ პრაქტიკული ტრენინგი, რითაც უფრო მეტად გავიღრმავეთ
ცოდნა, გავიცანით მეგობრული და შრომისმოყვარე ადამიანები, ვისთან ერთადაც დავგეგმეთ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.ეს
პროგრამა არის მოტივაცია თითოეული წევრისათვის,რომ გავხდეთ უფრო მეტად მიზანდასახულები
და კომუნიკაბელურები.
თ. გოგინაშვილი
07.06.2018 წ.
მე-9 კლასის მოსწავლის შეფასება
მარიამ რუაძე
2017 წლის ოქტომბერში შეიქმნა სამოქალაქო განათლების
კლუბი-„მაინდერები“, რომლის შექმნამაც კრეატივის, შემეცნებისა და ხალისის ახალი, ნაყოფიერი
წელი გვაუწყა. თავდაპირველად მთელი სკოლის მაღალკლასებში გავრცელდა ინფორმაცია ჯგუფის
წევრებთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა კურატორი თეა ხმალაძე. უამრავი მოსწავლის
სურვილით შეივსო წევრთა სია. ამიტომ ხმათა უმრავლესობით ავირჩიეთ ლიდერი - სალომე ლუსპარიანი,
რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ლიდერის კრიტერიუმებს. რა თქმა უნდა სახელი მაშინ ავირჩიეთ,
როცა ყველამ გააცნობიერა სამოქალაქო განათლების კლუბის მნიშვნელობა. სახელის არჩევას
თან მოყვა ლოგოსა და ჯგუფის შექმნა სოციალურ ქსელში. ასევე დაიწერა წესდება იმ მოსწავლეთა მიერ, რომელთა
წესებიც გაცილებით მიზანმიმართული და მისაღები იყო. როდესაც ეს ყველაფერი შესრულდა გადავწყვიტეთ დაგვეწერა
მთელი წლის პროგრამა ანუ იმ აქტივობების სია, რომელსაც დიდი სიხარულითა და ენერგიით
შეასრულებდა კლუბი. ჩემთვის ყველა აქტივობა
მნიშვნელოვანი და შემეცნებითი იყო, თუმცა გამორჩეულად კარგი სამეტაპიანი პროგრამა იყო, რომელიც უშუალოდ ინტელექტსა და იმ ადამიანებს შეეხებოდა,
რომლებსაც წიგნების კითხვა უყვართ. პირველად ავირჩიეთ წიგნები და გავავკეთეთ მათი პრეზენტაცია,
შემდგომ ჩატარდა არჩევნები და საბოლოოდ გამარჯვებული წიგნის ცოცხალი შესრულებაც შედგა. პირადად მე დიდი წინსვლა მომანიჭა ამ კლუბმა, ვინაიდან
შევითვისე როგორც არჩევნების კანდიდატისა და
კომიკოსის, ასევე ჟურნალისტის როლიც კი. ვერ აღვწერ რა დიდი სიამოვნება მივიღე,
როდესაც განვასახიერე ცნობილი პერსონაჟი, ამავე
დროს გავიგე თუ რა დიდი დილემის წინაშე დგას მასმედია ჩართული კამერის წინ.
მ.რუაძე
7.06.2018 წ
მშობლის შეფასება
![https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/34866680_1002715616566594_5246394017687535616_n.jpg?_nc_cat=0&oh=8b19841643c3cdbd0142037a5d5f7f8e&oe=5BC4DC08](file:///C:/Users/user/AppData/Local/Temp/msohtmlclip1/01/clip_image004.jpg)
![https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/34815604_419604531849292_2321063028985954304_n.jpg?_nc_cat=0&oh=77798820a86ca119a23533ca3a0e97af&oe=5B77BB83](file:///C:/Users/user/AppData/Local/Temp/msohtmlclip1/01/clip_image006.jpg)
მშობლის შეფასება
2017 წლის ოქტომბერში შეიქმნა
სამოქალაქო განათლების კლუბი- „მაინდერები“, რომლის აქტიური წევრი გახდა ჩემი შვილი
მარიამ რუაძე. მისთვის ეს კლუბი იყო ახალი გარემო, სადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. სასკოლო სამოქალაქო
კლუბი, კი ის პლატფორმაა, რომელიც ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყოფს მოსწავლეტა აქტიურ
ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კლუბი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ სამოქალაქო
განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება. საკლუბო მუშაობის ეტაპზე ბავშვებმა
შეძლეს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებების საფუძველზე ჩამოეყალიბებინათ კლუბის
საქმიანობის შედეგები. მსგავსი კლუბები საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა გაიღრმავონ
ცოდნა, ისწავლონ გუნდურობა, თანამშრომლობა და აიმაღლონ სამოქალაქო უნარ-ჩვევები თუ
პასუხისმგებლობა
11.06.2018 წ.
დიანა გულვერდაშვილი
No comments:
Post a Comment